https://sputnik-georgia.com/20231018/saqartvelos-satranzito-funqciis-gazliereba-prioritetsia-vice-premieri-283417178.html
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სატრანზიტო ფუნქცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T20:00+0400
2023-10-18T20:00+0400
2023-10-18T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283410967_198:330:1342:974_1920x0_80_0_0_d4e88ecb1c301c7ea53893b00a452206.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეგიონში სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პეკინში განაცხადა სესიაზე „მაღალი დონის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოსვლის დროს.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.მინისტრის თქმით, რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისა და მისი უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებში.დავითაშვილის განმარტებით, „შუა დერეფანს“ შეუძლია ისეთი ხელშესახები უპირატესობების შეთავაზება, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტირების მარშრუტთან შედარებით უფრო მოკლე დრო და ფართო წვდომა სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე.„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო კავშირი ევროკავშირთან და ჩინეთთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველო-ჩინეთის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არა მხოლოდ აძლიერებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ აქვს უფრო ფართო რეგიონული სარგებელი“, – განაცხადა დავითაშვილმა.ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში, რომელიც, მინისტრის შეფასებით, იქცა ორი ქვეყნის პარტნიორობის ახალი ეპოქის ამოსავალ წერტილად. ვიზიტის შედეგად მიღებულ იქნა ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რომელიც აყალიბებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მომავალი წლებისთვის.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.„შუა დერეფანი“„შუა დერეფნის“ თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.საქართველოს პოტენციალი აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფანში: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ>>ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.ღარიბაშვილი: კარგი გეგმა გვაქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის>>საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის რეალიზება – აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს საქართველოს გავლით.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283410967_120:360:1417:1333_1920x0_80_0_0_c5cf272f205c9e6ca1438ba0b3935154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი
20:00 18.10.2023 (განახლებულია: 22:07 18.10.2023) საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში სატრანზიტო ფუნქცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეგიონში სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პეკინში განაცხადა სესიაზე „მაღალი დონის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა“ სიტყვით გამოსვლის დროს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
მინისტრის თქმით, რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისა და მისი უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებში.
„მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების გათვალისწინებით, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძენს, როგორც ერთ-ერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის განმარტებით, „შუა დერეფანს“ შეუძლია ისეთი ხელშესახები უპირატესობების შეთავაზება, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტირების მარშრუტთან შედარებით უფრო მოკლე დრო და ფართო წვდომა სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო კავშირი ევროკავშირთან და ჩინეთთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველო-ჩინეთის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არა მხოლოდ აძლიერებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ აქვს უფრო ფართო რეგიონული სარგებელი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში, რომელიც, მინისტრის შეფასებით, იქცა ორი ქვეყნის პარტნიორობის ახალი ეპოქის ამოსავალ წერტილად. ვიზიტის შედეგად მიღებულ იქნა ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რომელიც აყალიბებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მომავალი წლებისთვის.
„საქართველოს, რომელიც ატარებს ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას და აქვს გამარტივებული საბაჟო პროცედურები, შეუძლია ამაყად წარმოაჩინოს თავი, როგორც გამარტივებული ვაჭრობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კატალიზატორმა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადად უმოკლეს მარშრუტს შორეული აზიიდან ევროპის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.
„შუა დერეფნის“ თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის რეალიზება – აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს საქართველოს გავლით.