https://sputnik-georgia.com/20230824/saqartvelos-potenciali-armosavlet-dasavletis-sua-derefansi-ra-unda-gaaketos-xelisuflebam-281608114.html
საქართველოს პოტენციალი აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფანში: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ
საქართველოს პოტენციალი აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფანში: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ
Sputnik საქართველო
შუა დერეფნის არსებობა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის ფონზე გახდა. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T11:51+0400
2023-08-24T11:51+0400
2023-08-24T16:04+0400
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ აღმოსავლეთი–დასავლეთის შუა დერეფანში ქვეყნის მონაწილეობის მთავარი გამოწვევები განსაზღვრა. 2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი. შუა დერეფნის არსებობა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა. საქართველოს მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველო თავისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტით წელიწადში 90 ათასი კონტეინერის გადაზიდვას შეძლებს, ხოლო 2026 წლისთვის – 220 ათასის. ღარიბაშვილი: კარგი გეგმა გვაქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის>>დოკუმენტში განსაზღვრულია მთავარი გამოწვევები საქართველოსთვის: 1. ერთიანი ელექტრონული სისტემის არსებობა საქართველომ თავის ტერიტორიაზე შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის უნდა შექმნას ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც დოკუმენტების სწრაფად გაცვლისა და კონკრეტული კონტეინერების მოძებნის საშუალებას იძლევა. მსგავსი სისტემა უზრუნველყოფს ტვირთების არა მხოლოდ სწრაფად გაშვებას, არამედ ასევე ტვირთების უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს იძლევა. 2. ცარიელი კონტეინერების მიწოდების ტერმინალის განვითარება კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაც მოუწევს საქართველოს, ესაა პორტებში კონტეინერების დაქირავებაზე მაღალი ფასი. კონტეინერების იჯარის ფასი ჩინეთსა და ევროპას შორის მიწოდების დისბალანსისა და აზიასა და თურქეთს შორის საქართველოს გავლით ვაჭრობის უარყოფითი ბალანსის გამო იზრდება. მთავრობის აზრით, ამ პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილება იქნება ცარიელი კონტეინერების ტერმინალის შექმნა, რაც შეამცირებს ხარჯებს და მომწოდებლების დატვირთვას. ჩინეთიდან ყაზახეთში - პრემიერმა ალმათიში „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე იმსჯელა>>3. გრაფიკი ბლოკ-მატარებლებისთვის საქართველომ ასევე უნდა გადაწყვიტოს ჩინეთიდან შუა დერეფნით საქონლის გრაფიკით მიწოდების საკითხი. ბლოკ-მატარებლები ასეთი ტვირთით ამჟამად განსაზღვრული გრაფიკის გარეშე მოძრაობენ, რაც ნდობის პრობლემებს იწვევს დროული მიწოდების კუთხით. გრაფიკის დადგენა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება პირველი მატარებლების დაბალი დატვირთულობის გამო, ხოლო „საქართველოს რკინიგზას" მოუწევს რკინიგზით გადაზიდვის მთელი ჯაჭვის რისკების გაზიარება, რისთვისაც აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოება დერეფნის დანარჩენ მონაწილეებთან და ჩინეთთან. 4. მარკეტინგის საკითხები კიდევ ერთი გამოწვევა შუა დერეფნისთვის – ტვირთების კონტეინერიზაცია და მისი ცნობადობაა. სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ექსპედიტორ კომპანიებსა და ტვირთების მფლობელებს შორის საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აპირებს. ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვები გაიზარდა>>5. პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების განვითარება კიდევ ერთი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც მოუწევს საქართველოს, არის შავ ზღვაზე საბორნე ხაზების განვითარებისა და საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების საკითხი. საქართველოს მთავარი მიმართულებები იქნება რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და უკრაინა. ამ დროისათვის ქვეყნის ხელისუფლება ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს ბაზრისა და მარშრუტების შესასწავლად. შუა დერეფანიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს პოტენციალი აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფანში: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ
11:51 24.08.2023 (განახლებულია: 16:04 24.08.2023) შუა დერეფნის არსებობა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის ფონზე გახდა.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ აღმოსავლეთი–დასავლეთის შუა დერეფანში ქვეყნის მონაწილეობის მთავარი გამოწვევები განსაზღვრა.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
შუა დერეფნის არსებობა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
საქართველოს მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული
სტრატეგიის თანახმად, მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველო თავისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტით წელიწადში 90 ათასი კონტეინერის გადაზიდვას შეძლებს, ხოლო 2026 წლისთვის – 220 ათასის.
დოკუმენტში განსაზღვრულია მთავარი გამოწვევები საქართველოსთვის:
1. ერთიანი ელექტრონული სისტემის არსებობა
საქართველომ თავის ტერიტორიაზე შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის უნდა შექმნას ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც დოკუმენტების სწრაფად გაცვლისა და კონკრეტული კონტეინერების მოძებნის საშუალებას იძლევა.
მსგავსი სისტემა უზრუნველყოფს ტვირთების არა მხოლოდ სწრაფად გაშვებას, არამედ ასევე ტვირთების უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს იძლევა.
2. ცარიელი კონტეინერების მიწოდების ტერმინალის განვითარება
კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაც მოუწევს საქართველოს, ესაა პორტებში კონტეინერების დაქირავებაზე მაღალი ფასი. კონტეინერების იჯარის ფასი ჩინეთსა და ევროპას შორის მიწოდების დისბალანსისა და აზიასა და თურქეთს შორის საქართველოს გავლით ვაჭრობის უარყოფითი ბალანსის გამო იზრდება.
მთავრობის აზრით, ამ პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილება იქნება ცარიელი კონტეინერების ტერმინალის შექმნა, რაც შეამცირებს ხარჯებს და მომწოდებლების დატვირთვას.
3. გრაფიკი ბლოკ-მატარებლებისთვის
საქართველომ ასევე უნდა გადაწყვიტოს ჩინეთიდან შუა დერეფნით საქონლის გრაფიკით მიწოდების საკითხი. ბლოკ-მატარებლები ასეთი ტვირთით ამჟამად განსაზღვრული გრაფიკის გარეშე მოძრაობენ, რაც ნდობის პრობლემებს იწვევს დროული მიწოდების კუთხით.
გრაფიკის დადგენა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება პირველი მატარებლების დაბალი დატვირთულობის გამო, ხოლო „საქართველოს რკინიგზას" მოუწევს რკინიგზით გადაზიდვის მთელი ჯაჭვის რისკების გაზიარება, რისთვისაც აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოება დერეფნის დანარჩენ მონაწილეებთან და ჩინეთთან.
კიდევ ერთი გამოწვევა შუა დერეფნისთვის – ტვირთების კონტეინერიზაცია და მისი ცნობადობაა.
სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ექსპედიტორ კომპანიებსა და ტვირთების მფლობელებს შორის საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აპირებს.
5. პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების განვითარება
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც მოუწევს საქართველოს, არის შავ ზღვაზე საბორნე ხაზების განვითარებისა და საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების საკითხი.
საქართველოს მთავარი მიმართულებები იქნება რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და უკრაინა. ამ დროისათვის ქვეყნის ხელისუფლება ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს ბაზრისა და მარშრუტების შესასწავლად.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.