https://sputnik-georgia.com/20230714/gadazidvebi-transkaspiuri-marsrutit-gaizarda-279567035.html
ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვები გაიზარდა
ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვები გაიზარდა
Sputnik საქართველო
ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების გამგზავნებთან და რკინიგზელებთან დამყარებული პირდაპირი კონტაქტები საკითხების ეფექტური გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა. 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T18:07+0400
2023-07-14T18:07+0400
2023-07-14T22:39+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23632/51/236325163_0:22:3084:1757_1920x0_80_0_0_c418cfec0d7716bd4feda94e7a94a3a1.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ტვირთგადაზიდვები ტრანსკასპიური მარშრუტით („შუა დერეფანი“) 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77,2%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას გადააჭარბა. ამის შესახებ განაცხადეს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყაზახ ტვირთების გამგზავნებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.„ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის, ასევე ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხები ტვირთის ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვებისთვის, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე და შემდეგ – ევროპის ქვეყნებში.მხარეები შეთანხმდნენ, ერთად გადაწყვიტონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების საკითხები, კერძოდ, რაც ეხება ტვირთების მიწოდების ვადების შემცირებას, მოძრავი შემადგენლობის დისლოკაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაუმჯობესებას, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრას, საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას და სხვ.„შუა დერეფნის“ მნიშვნელობა: ტოკაევმა და შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს>>ტვირთნაკადების დაუბრკოლებლად და დაჩქარებულად გატარებისთვის და ასევე წარმოშობილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისთვის ფუნქციონირებს ერთობლივი ვირტუალური სადისპეტჩერო ცენტრი, ნათქვამია „ყაზახეთის რკინიგზის“ განცხადებაში.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების გამგზავნებთან და რკინიგზელებთან დამყარებული პირდაპირი კონტაქტები საშუალებას იძლევა, ეფექტურად გადაიჭრას გადაზიდვების პროცესში გაჩენილი საკითხები.
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23632/51/236325163_377:0:2776:1799_1920x0_80_0_0_092b8d608d16102fe2b46758068551bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ახალი ამბები
ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვები გაიზარდა
18:07 14.07.2023 (განახლებულია: 22:39 14.07.2023) ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების გამგზავნებთან და რკინიგზელებთან დამყარებული პირდაპირი კონტაქტები საკითხების ეფექტური გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ტვირთგადაზიდვები ტრანსკასპიური მარშრუტით („შუა დერეფანი“) 2023 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77,2%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას გადააჭარბა. ამის შესახებ განაცხადეს ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყაზახ ტვირთების გამგზავნებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე, იუწყება
Sputnik-აზერბაიჯანი.
„ყაზახეთის რკინიგზის“ ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის, ასევე ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხები ტვირთის ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვებისთვის, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, თურქეთზე და შემდეგ – ევროპის ქვეყნებში.
მხარეები შეთანხმდნენ, ერთად გადაწყვიტონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების საკითხები, კერძოდ, რაც ეხება ტვირთების მიწოდების ვადების შემცირებას, მოძრავი შემადგენლობის დისლოკაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაუმჯობესებას, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრას, საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას და სხვ.
ტვირთნაკადების დაუბრკოლებლად და დაჩქარებულად გატარებისთვის და ასევე წარმოშობილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისთვის ფუნქციონირებს ერთობლივი ვირტუალური სადისპეტჩერო ცენტრი, ნათქვამია „ყაზახეთის რკინიგზის“ განცხადებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების გამგზავნებთან და რკინიგზელებთან დამყარებული პირდაპირი კონტაქტები საშუალებას იძლევა, ეფექტურად გადაიჭრას გადაზიდვების პროცესში გაჩენილი საკითხები.