თეა წულუკიანი პლეადის ორდენით დააჯილდოვეს

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
გამოწერა
მანამდე დააჯილდოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პლეადის ორდენით, ანუ ფრანკოფონიისა და კულტურათა დიალოგის ორდენით დააჯილდოვეს.
თბილისში 7 ივლისს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება პირველად ტარდება ისეთ ქვეყანაში, სადაც ფრანგული ოფიციალური ენა არაა.
წულუკიანის გარდა ორდენი გადაეცათ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მზაღო დოხტურიშვილს.
ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა>>
მანამდე ორდენით დაჯილდოვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პლეიადის ორდენი – ფრანკოფონიის და კულტურებს შორის დიალოგის ორდენი – საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1976 წელს დაწესდა. ჯილდო გადაეცემა ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩევიან APF-ის (ფრანგული ენის გავრცელება) იდეალებისადმი სამსახურში და არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და ხელოვანები.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პლეადის ორდენით დაჯილდოვდნენ>>
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრანკოფონია" 40-მდე ფრანგულენოვანი ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენს. საქართველოს უკვე 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელის სტატუსი აქვს, ხოლო წლევანდელ სესიაზე მას ასოცირებულ წევრადაც აირჩევენ.
ასამბლეა მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს არის აქტიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრანგული ენის პოპულარიზაციაზე მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0