საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პლეადის ორდენით დაჯილდოვდნენ

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
ფრანკოფონიის და კულტურებს შორის დიალოგის ორდენი – საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1976 წელს დაწესდა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პლეიადით – ფრანკოფონიის და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდნენ.
თბილისში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია იმართება. აღნიშნული ღონისძიება პირველად ტარდება ისეთ ქვეყანაში, სადაც ფრანგული ოფიციალური ენა არაა.
ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის საერთაშორისო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა გადასცა.

„საქართველო ამაყობს იმით, რომ არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრანგულმა, როგორც კულტურისა და ევროპისადმი ღიაობის ენამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილისთვის ფრანგული მშობლიური ენაა. იგი დაიბადა პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. განათლება მიიღო საფრანგეთში და მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
სრულყოფილად ფლობს ფრანგულ ენას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა.
ღარიბაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა>>>
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს თქვენთვის. ამასთან, დავიწყებთ მუშაობას თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებზე. ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება იმისთვის, რომ მაქვს პატივი მივიღო პლეიადის ორდენი", – განაცხადა ღარიბაშვილმა სესიაზე.
პლეიადის ორდენი – ფრანკოფონიის და კულტურებს შორის დიალოგის ორდენი – საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1976 წელს დაწესდა. ჯილდო გადაეცემა ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩევიან APF-ის (ფრანგული ენის გავრცელება) იდეალებისადმი სამსახურში და არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და ხელოვანები.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრანკოფონია" 40-მდე ფრანგულენოვანი ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენს. საქართველოს უკვე 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელის სტატუსი აქვს, ხოლო წლევანდელ სესიაზე მას ასოცირებულ წევრადაც აირჩევენ.
ასამბლეა მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს არის აქტიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრანგული ენის პოპულარიზაციაზე მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0