ბელგია, ბელგიის სამეფო - სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. დედაქალაქია ბრიუსელი. ესაზღვრებიან ქვეყნები საფრანგეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ლუქსემბურგი. ოფიციალური ენებია ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული. ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, ასევე ნატოს ოფისი და ბენილუქსის (შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის - ეკონომიკური კავშირი) ქვეყნების სეკრეტარიატი. სახელმწიფოს მეთაურია მეფე, მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი შედგება წარმომადგენლობითი პალატისა და სენატისგანა.

ახალი ამბები ბელგიის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0