https://sputnik-georgia.com/20241210/belgiashi-qartuli-gvino-waradgines-291321440.html
ბელგიაში ქართული ღვინო წარადგინეს
ბელგიაში ქართული ღვინო წარადგინეს
Sputnik საქართველო
სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 10.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-10T17:49+0400
2024-12-10T17:49+0400
2024-12-10T17:49+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ბელგია
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში გამართულ გამოფენაზე HORECA EXPO ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიa FLOW SRL-ის ორგანიზებით გაიმართა.HORECA EXPO სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ინდუსტრიის უდიდესი გამოფენაა. გამოფენა ასევე მოიცავს ვორქშოფებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს. სააგენტოს ცნობით, HORECA EXPO-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბელგია , ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბელგია , ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ბელგიაში ქართული ღვინო წარადგინეს
სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში გამართულ გამოფენაზე HORECA EXPO ქართული ღვინო წარადგინეს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიa FLOW SRL-ის ორგანიზებით გაიმართა.
„ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის Chef’s Place ნაწილში, სადაც თავს იყრიან ტოპშეფები, სომელიეები, ბლოგერები და ჟურნალისტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სამი კომპანიის 10-მდე ღვინო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
HORECA EXPO სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ინდუსტრიის უდიდესი გამოფენაა. გამოფენა ასევე მოიცავს ვორქშოფებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს. სააგენტოს ცნობით, HORECA EXPO-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.