მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელგიის სასამართლომ Google-ის აქტივები რუსული „გუგლის“ სარჩელის საფუძველზე დააყადაღა

© AP Photo / Alastair Grant Google-ის ლოგოტიპი
 Google-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2026
გამოწერა
Google-ის რუსული შვილობილი კომპანია ასევე ცდილობს სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარებასა და აღსრულებას ათზე მეტ ქვეყანაში მიაღწიოს.
თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ბელგიის სასამართლომ, რუსული შპს „გუგლის“ სარჩელის საფუძველზე, Google Belgium-ის 115 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები დააყადაღა, წერს გაზეთი Ведомости გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
საუბარია უზრუნველყოფის ღონისძიებაზე იმ დავის ფარგლებში, რომელიც ეხება დივიდენდების ამოღებას. რუსული მხარის ვერსიით, დივიდენდები შპს „გუგლიდან“ კომპანიის გაკოტრების პროცედურის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იქნა გატანილი.
როგორც მტკიცდება, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დივიდენდების გაცემა განხორციელდა კრედიტორებთან ანგარიშსწორებისთვის თავის არიდების მიზნით.
გამოცემის ცნობით, Google-ის რუსული შვილობილი კომპანია ასევე ცდილობს სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარებასა და აღსრულებას ათზე მეტ ქვეყანაში მიაღწიოს. 1-ელ ივნისს მადრიდის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა თავისი იურისდიქცია გაკოტრების მმართველის შესაბამის განცხადებაზე.
შემდეგი ეტაპი იქნება ბელგიის სასამართლოში შპს „გუგლის“ მოთხოვნების არსებითი განხილვა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავალიანების ამოღება, შესაძლოა, დაყადაღებული აქტივებიდან განხორციელდეს.
2025 წლის დეკემბერში, პარიზის სასამართლომ Google-ის რუსული შვილობილი კომპანიის გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე ასევე გამოსცა განკარგულება Google France-ის აქციების 100%-ის დაყადაღების შესახებ. იმავე წლის ოქტომბერში ანალოგიური გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომაც მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0