https://sputnik-georgia.com/20250625/luqsemburgshi-saqartvelos-sapatio-sakonsulo-gaixsna-293902731.html
ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა
ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე მხარეებმა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T14:51+0400
2025-06-25T14:51+0400
2025-06-25T16:56+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბელგია
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293905424_0:44:840:517_1920x0_80_0_0_725930c2d2e194afbe7b64647d8a6ea2.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა, ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგინეს საქართველოს პირველი საპატიო კონსული ლუქსემბურგში, პიტერ სოდერმანსი. საკონსულოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. პიტერ სოდერმანსმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო პროექტები გააცნო. პიტერ სოდერმანსი ლუქსემბურგელი ბიზნესმენია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ლუქსემბურგის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. ამჟამად იგი საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს. სოდერმანი 12 წლის განმავლობაში იკავებდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 1994 წლის 17 ოქტომბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებმა ტრანსპორტის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესახებ ხუთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293905424_47:0:794:560_1920x0_80_0_0_9aaf7284741c88c906db08c5604f7ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბელგია , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბელგია , პოლიტიკა, ახალი ამბები
ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა
14:51 25.06.2025 (განახლებულია: 16:56 25.06.2025) ღონისძიებაზე მხარეებმა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა, ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგინეს საქართველოს პირველი საპატიო კონსული ლუქსემბურგში, პიტერ სოდერმანსი.
საკონსულოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„საპატიო კონსულის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საგრძნობლად ხელს შეუწყობს ლუქსემბურგსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული კავშირები, ხალხთა შორის ურთიერთობები“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.
პიტერ სოდერმანსმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო პროექტები გააცნო.
„ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პოზიციის დაკავება, რადგან თავს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მივიჩნევ. ჩემი მიზანია, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებსა და გარკვეულ დიპლომატიურ ინიციატივებზე“, - აღნიშნა სოდერმანსმა.
პიტერ სოდერმანსი ლუქსემბურგელი ბიზნესმენია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ლუქსემბურგის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. ამჟამად იგი საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობს. სოდერმანი 12 წლის განმავლობაში იკავებდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 1994 წლის 17 ოქტომბერს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნებმა ტრანსპორტის, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარების შესახებ ხუთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.