მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელგიამ რუსული LNG-ს შესყიდვები ექვსჯერ გაზარდა

© photo: Sputnik / Evgeni Odinokov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ბელგიამ ოქტომბერში ექვსჯერ გაზარდა რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვები, რითაც ევროპის ქვეყნებს შორის მთავარი შემსყიდველი გახდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ევროპულ სტატისტიკაზე დაყრდნობით.
არსებული ცნობით, მანამდე ბრიუსელი ხუთი თვის განმავლობაში ამცირებდა რუსული თხევადი გაზის შესყიდვებს: აპრილში ბელგიამ რეკორდული რაოდენობის, 745 მილიონი კუბური მეტრი თხევადი გაზი შეიძინა, რის შემდეგაც იმპორტის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბერში 74 მილიონ კუბურ მეტრამდე დაიწია.
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ოქტომბერში: ბელგიამ მოულოდნელად ექვსჯერ — 448,6 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდა შესყიდვები, რამაც 166 მილიონი ევრო შეადგინა. ოქტომბრის ბოლოს ბელგიაზე რუსული თხევადი გაზის იმპორტის თითქმის 37% მოდიოდა.
გარდა ამისა, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები განაახლეს:
ნიდერლანდებმა — ოქტომბერში შეიძინა 267 მილიონ კუბურ მეტრამდე; საბერძნეთმა — 188 მილიონი კუბური მეტრი;
პორტუგალიამ — 97 მილიონი კუბური მეტრი.
ზოგადად, ევროკავშირმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ოქტომბერში 1,7-ჯერ გაზარდა, რამაც 1,2 მილიარდი კუბომეტრი შეადგინა.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ევროკავშირის ბაზარი „ისტორიულად მთავარი" იყო რუსეთისთვის — გაზის მიწოდება ყოველწლიურად 150 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევდა. 2022 წელს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიისა და ასევე სანქციების ფონზე, მოსკოვსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ამ სფეროში თანამშრომლობა შემცირდა. „გაზპრომის“ მიწოდებებმა ევროკავშირის ქვეყნებში 2022 წლის ბოლოსთვის თითქმის 85 მილიარდი კუბური მეტრით დაიწია და 100,9 მილიარდამდე დაეცა.
ამავდროულად, ევროსტატის ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებმა (მათ შორის ესტონეთმა და ლიეტუვამ) 2023 წელს რუსეთიდან 6,1 მილიარდი ევროს თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინეს.
ყველა ახალი ამბავი
0