„სუხიშვილები“ კონცერტებს საფრანგეთსა და ბელგიაში გამართავს

© courtesy of Sukhishvilebi„სუხიშვილები“
„სუხიშვილები“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2023
გამოწერა
ევროპელ მაყურებელს ექნება საშუალება ქართული ცეკვის ხელოვნებას გაეცნოს
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ​​მიმდინარე წლის დეკემბერში კონცერტებს საფრანგეთის ქალაქ მობეჟსა და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართავს, ნათქვამია ანსამბლის განცხადებაში.
არტისტების წარმოდგენები გაიმართება ფართომასშტაბიანი ევროპული კულტურული ფესტივალ „ევროპალიის“ ფარგლებში, რომელიც ბელგიაში სამეფო ოჯახის პატრონაჟით 1969 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი საქართველოს სტუმრის სტატუსით მასპინძლობს და ამიტომ ყველა ღონისძიება მას ეძღვნება.
როგორც ანონსშია ნათქვამი, „სუხიშვილები“ კონცერტებს 13 დეკემბერს მობეჟში და 14 დეკემბერს ბრიუსელში გამართავენ.
© photo: Sputnik / Stringerსუხიშვილები
Ансамбль Сухишвили выступает на открытии фестиваля Арт-Гени 2023 - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2023
სუხიშვილები
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
ყველა ახალი ამბავი
0