https://sputnik-georgia.com/20231005/saqartvelo-gamofenis-centrsi-evropalia-2023-282996426.html
საქართველო მასშტაბური გამოფენის ცენტრში - ბრიუსელში "ევროპალია 2023" დაიწყო
საქართველო მასშტაბური გამოფენის ცენტრში - ბრიუსელში "ევროპალია 2023" დაიწყო
Sputnik საქართველო
ფესტივალის ხელმძღვანელმა საქართველოს განუმეორებელ კულტურულ იდენტურობაზე ისაუბრა. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T19:34+0400
2023-10-05T19:34+0400
2023-10-05T21:54+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
ბელგია
მსოფლიო ხელოვნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/40/244754091_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_cb44d230933353ea1a4d1fc7c9c88150.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბელგიაში მასშტაბური ევროპული ფესტივალი „ევროპალია" გაიხსნა, სადაც სტუმრის სტატუსით საქართველოს მასპინძლობს. ფესტივალზე მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი. კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს. ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. ფესტივალის ფარგლებში ბრიუსელში ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)" 4 ოქტომბერს გაიხსნა და მასზე წარმოდგენილია 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ" - ბრიუსელში ფესტივალი „ევროპალია" საქართველოს მიეძღვნება>>მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები" 27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას. გამოფენების გარდა ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია – გაიმართება 60-მდე ღონისძიება, რომელთა შორისაა გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/40/244754091_57:0:945:666_1920x0_80_0_0_d5c26f9aa2819788ee28ab9d9c36d8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, ბელგია , მსოფლიო ხელოვნება, ახალი ამბები
კულტურა საქართველოში, საქართველო, ბელგია , მსოფლიო ხელოვნება, ახალი ამბები
საქართველო მასშტაბური გამოფენის ცენტრში - ბრიუსელში "ევროპალია 2023" დაიწყო
19:34 05.10.2023 (განახლებულია: 21:54 05.10.2023) ფესტივალის ხელმძღვანელმა საქართველოს განუმეორებელ კულტურულ იდენტურობაზე ისაუბრა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბელგიაში მასშტაბური ევროპული ფესტივალი „ევროპალია" გაიხსნა, სადაც სტუმრის სტატუსით საქართველოს მასპინძლობს. ფესტივალზე მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
„მიუხედავად მრავალი შემოსევისა, საქართველოს არ დაუკარგავს თავისი კულტურული იდენტობა. ასეთია ქვეყნის ამტანობა – ძლიერი იდენტობის შედეგი, რომელიც დიდი ისტორიიდან მოდის. საქართველომ ყველა მხრიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან შეძლო, მოახერხა მრავალფეროვნების ათვისება და თავის კულტურასთან მისი შერწყმა", – განაცხადა ფესტივალის პრეზიდენტმა, ბარონმა ფილიპ ვლერიკმა.
ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
ფესტივალის ფარგლებში ბრიუსელში ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)" 4 ოქტომბერს გაიხსნა და მასზე წარმოდგენილია 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები" 27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას.
გამოფენების გარდა ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია – გაიმართება 60-მდე ღონისძიება, რომელთა შორისაა გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.