https://sputnik-georgia.com/20230922/----------282531246.html
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ" - ბრიუსელში ფესტივალი „ევროპალია" საქართველოს მიეძღვნება
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ" - ბრიუსელში ფესტივალი „ევროპალია" საქართველოს მიეძღვნება
Sputnik საქართველო
ფესტივალი „ევროპალია" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია თავისი მასშტაბურობით, პროგრამების ხანგრძლივობითა და პოპულარობით. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T09:48+0400
2023-09-22T09:48+0400
2023-09-22T14:48+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ბრიუსელი
ბელგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281697075_0:67:1287:791_1920x0_80_0_0_c3737f7a072b71d655c6cd6edc3fec31.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელში ფესტივალ „ევროპალიას" ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი 60-მდე მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 2023 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, ფესტივალში მონაწილეობისთვის 9 მლნ ლარია გამოყოფილი.„მსოფლიო, პირველ რიგში ევროპა, იხილავს ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. ზოგიერთი მათგანი, როგორც, მაგალითად, ფიროსმანი, ავანგარდზე ადრე იყო ავანგარდისტი ან მოდერნიზმზე ადრე იყო მოდერნისტი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ გამოფენით“, – განაცხადა წულუკიანმა.ბრიუსელში ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)“ 4 ოქტომბერს გაიხსნება და მასზე წარმოდგენილი იქნება 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან.მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები“ 27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 200 ექსპონატი. ბელგიის დედაქალაქში თითქმის ყველა ნამუშევარს საქართველოს მუზეუმებიდან ჩაიტანენ, მხოლოდ ოთხი უნიკალური ნამუშევარია გამოთხოვილი ლუვრიდან, ბერლინისა და ავსტრიის ეროვნული მუზეუმებიდან.ამ ორი დიდი გამოფენის გარდა, დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა – 60-მდე ღონისძიება, მათ შორის გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, ცეკვები და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.
საქართველო
ბრიუსელი
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281697075_0:0:1287:966_1920x0_80_0_0_b9711757e00bcd63e08d8258889d1234.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბრიუსელი , ბელგია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბრიუსელი , ბელგია , საზოგადოება, ახალი ამბები
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ" - ბრიუსელში ფესტივალი „ევროპალია" საქართველოს მიეძღვნება
09:48 22.09.2023 (განახლებულია: 14:48 22.09.2023) ფესტივალი „ევროპალია" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია თავისი მასშტაბურობით, პროგრამების ხანგრძლივობითა და პოპულარობით.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელში ფესტივალ „ევროპალიას" ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი 60-მდე მასშტაბური კულტურული ღონისძიება გაიმართება, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 2023 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, ფესტივალში მონაწილეობისთვის 9 მლნ ლარია გამოყოფილი.
„მსოფლიო, პირველ რიგში ევროპა, იხილავს ქართველი მხატვრების ნამუშევრებს. ზოგიერთი მათგანი, როგორც, მაგალითად, ფიროსმანი, ავანგარდზე ადრე იყო ავანგარდისტი ან მოდერნიზმზე ადრე იყო მოდერნისტი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ გამოფენით“, – განაცხადა წულუკიანმა.
ბრიუსელში ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)“ 4 ოქტომბერს გაიხსნება და მასზე წარმოდგენილი იქნება 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები“ 27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 200 ექსპონატი. ბელგიის დედაქალაქში თითქმის ყველა ნამუშევარს საქართველოს მუზეუმებიდან ჩაიტანენ, მხოლოდ ოთხი უნიკალური ნამუშევარია გამოთხოვილი ლუვრიდან, ბერლინისა და ავსტრიის ეროვნული მუზეუმებიდან.
ამ ორი დიდი გამოფენის გარდა, დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა – 60-მდე ღონისძიება, მათ შორის გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, ცეკვები და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.