https://sputnik-georgia.com/20231204/antverpenshi-qartveli-xelovanebis-warmodgena-gaimarta-284685907.html
„ევროპალია 2023" - ანტვერპენში ქართველი და ევროპელი ხელოვანების წარმოდგენა გაიმართა
„ევროპალია 2023" - ანტვერპენში ქართველი და ევროპელი ხელოვანების წარმოდგენა გაიმართა
Sputnik საქართველო
წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს. 04.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-04T12:22+0400
2023-12-04T12:22+0400
2023-12-04T12:22+0400
საქართველო
ბელგია
მსოფლიო ხელოვნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/32/230743271_0:190:2968:1860_1920x0_80_0_0_93fb021da225b89d1b7105e9c1f4ffeb.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ანტვერპენში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს" ფარგლებში ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, მაყურებელმა იხილა თამო ნასიძის, მეისი ვუდფორდისა და სმილა სნეკერის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი Mud mother.სპექტაკლის მთავარი იდეა დედის ფენომენს უკავშირდება. თოჯინა, ცეკვა და მუსიკოს თამო ნასიძის ელექტრონული გახმოვანება საინტერესოდ ასახავს დედობის სხვადასხვა ასპექტს: მშობიარობას, ბავშვის კვებასა და მასზე ზრუნვას, დედის ურთიერთობას ახალ სხეულთან, ახალშობილის მიმართ პასუხისმგებლობის მძაფრ განცდას, მიჯაჭვულობას, ფიზიკურ გამძლეობას. წარმოდგენის ქორეოგრაფი მეისი ვუდფორდია, მხატვარი და თოჯინის ავტორი - სმილა სნეკერი.ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვს იხილოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).გამოფენების გარდა ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია – გაიმართება 60-მდე ღონისძიება, რომელთა შორისაა გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/32/230743271_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_46ed8901e7fdeade5caa00c2f02975c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბელგია , მსოფლიო ხელოვნება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბელგია , მსოფლიო ხელოვნება, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევროპალია 2023" - ანტვერპენში ქართველი და ევროპელი ხელოვანების წარმოდგენა გაიმართა
წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ანტვერპენში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს" ფარგლებში ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მაყურებელმა იხილა თამო ნასიძის, მეისი ვუდფორდისა და სმილა სნეკერის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი Mud mother.
სპექტაკლის მთავარი იდეა დედის ფენომენს უკავშირდება. თოჯინა, ცეკვა და მუსიკოს თამო ნასიძის ელექტრონული გახმოვანება საინტერესოდ ასახავს დედობის სხვადასხვა ასპექტს: მშობიარობას, ბავშვის კვებასა და მასზე ზრუნვას, დედის ურთიერთობას ახალ სხეულთან, ახალშობილის მიმართ პასუხისმგებლობის მძაფრ განცდას, მიჯაჭვულობას, ფიზიკურ გამძლეობას. წარმოდგენის ქორეოგრაფი მეისი ვუდფორდია, მხატვარი და თოჯინის ავტორი - სმილა სნეკერი.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვს იხილოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
გამოფენების გარდა ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია – გაიმართება 60-მდე ღონისძიება, რომელთა შორისაა გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.