ერაყი, ერაყის რესპუბლიკა – ქვეყანა სამხრეთ–დასავლეთ აზიაში. მოიცავს ზაგროსის მთების ჩრდილო–დასავლეთის უმეტეს ნაწილს, სირიის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილსა და არაბეთის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილს. ქვეყანა მდებარეობს ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში, ესაზღვრებიან თურქეთი, ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია. ერაყის დედაქალაქია ბაღდადი. დიდი ქალაქებია ბასრა, ერბილი, სულეიმანია, მოსული, კირკუკი. ქვეყანა დაყოფილია 18 პროვინციად, ხოლო პროვინციები – ოლქებად. ერაყის ქურთისტანი არის განსაკუთრებული სტატუსის მქონე რეგიონი თავისი მმართველობითა და მილიციით. ქვეყანამ დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან 1932 წელსმოიპოვა. 2003 წელს დაამხეს სადამ ჰუსეინის მმართველობა და ქვეყანაში მას მერე სამოქალაქო ომების პერიოდი დადგა.

ახალი ამბები დანიის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0