მოსაზრება: ამერიკა დიდი ომის შედეგებს ითვლის

© REUTERS / U.S. Army/Master Sgt. Alexander Burnettამერიკელი სამხედრო ქაბულში
ამერიკელი სამხედრო ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
შეერთებული შტატები ემზადება სამწუხარო წლისთავისთვის — 20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან. უცნობი სცენარისტების მიერ ჰოლივუდური კატასტროფის ჟანრის ფილმების ყველა კანონის დაცვით რეჟისირებული ეს აპოკალიფსური მოვლენა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამერიკის მთავრობას ომი გამოეცხადებინა საერთაშორისო ტერორიზმისთვის და სხვა ქვეყნებში შეიარაღებული ინტერვენცია დაეწყო.
მომენტის შთაბეჭდილების გავლენით — ტყუპ ცათამბჯენებს შეჯახებული თვითმფრინავები, მაღალი სართულებიდან გადმომხტარი ადამიანები, ოღონდ ცოცხლად არ დამწვარიყვნენ, სამი ცათამბჯენის ერთდროულად ჩამოქცევა (თუმცა მესამეს თითქოს არავინ შეჯახებია) — საერთაშორისო საზოგადოებამ ამერიკელებს ტერორისტებთან მთელ მსოფლიოში ბრძოლის მანდატი მისცა. მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა. შეგვიძლია შევაჯამოთ შედეგები.
ნატოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
მოსაზრება: დიდი დამარცხება – ნატო თავს ისამარებს
აშშ-ის ცნობილმა ბრაუნის უნივერსიტეტმა გამოთვალა, რომ ამ დროის განმავლობაში იმ ქვეყნებში, სადაც აშშ იყო შესული, სულ მცირე, მილიონი ადამიანი დაიღუპა. ნიტა კროუფორდი, პროექტ „ომის ღირებულების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ უშუალოდ ბრძოლებში დაღუპულთა რაოდენობაა და ის არ მოიცავს ომის სხვა თანმდევი უბედურებებით — შიმშილით, წყურვილით, დაავადებებით, ინფრასტრუქტურის სრული განადგურებით გამოწვეული სამედიცინო დახმარების არარსებობით გარდაცვლილთა რაოდენობას.
სხვა უფლებადამცველთა შეფასებით, სიკვდილიანობა გაცილებით მაღალი იყო. მაგალითად, ორგანიზაცია „ექიმები სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ აცხადებს, რომ 2001 წლიდან 2015 წლამდე მხოლოდ ავღანეთში, ერაყსა და პაკისტანში დაახლოებით მილიონი ადამიანია მოკლული.
საინტერესოა ბრაუნის უნივერსიტეტის ანგარიშში ასახული სიკვდილიანობის სტრუქტურა: გარდაცვლილთაგან 387 ათასი იყო სამოქალაქო პირი, დაახლოებით 200 ათასი — ადგილობრივი ჯარისკაცი, რომლებიც ამერიკელების მხარეს იბრძოდნენ, და 300 ათასზე მეტი — ადგილობრივი პარტიზანი, რომლებსაც ამერიკელები „ტერორისტებს“ უწოდებდნენ. ნიტა კროუფორდი აღიარებს, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც სიკვდილის შემდგომ ტერორისტებად ჩაითვალნენ, ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
მოსაზრება: როგორ აპირებს აშშ მსოფლიოს მართვას?
აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ ამერიკელი სამხედროებიდან ტერორიზმთან ომის პერიოდში დაახლოებით 7 ათასი კაცი დაიღუპა, კონტრაქტორებიდან — 8 ათასი. ანუ თითქმის ასჯერ ნაკლები, ვიდრე დანარჩენ ქვეყნებში. ჩნდება კითხვა: განა ამის მანდატს აძლევდა თავის დროზე საერთაშორისო თანამეგობრობა აშშ-ს?
არა, პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მისი არმია მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდით დაკავდებოდა. ის იფიცებოდა, რომ ამერიკელები ერაყში, ავღანეთსა და სხვაგან ყველგან „ეროვნულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს“ ააშენებდნენ. ყველას ეგონა, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანას საამისოდ ყველა შესაძლებლობა ჰქონდა. უნდოდა ამერიკას მსოფლიო პოლიციელობა და, დაე, ყოფილიყო.
ივარაუდებოდა, რომ ამერიკელები პრობლემური ქვეყნების ტერიტორიებზე შევიდოდნენ, რეალური ტერორისტული დაჯგუფებებისგან გაწმენდნენ და ძლიერ ადგილობრივ პოლიტიკოსებს დაუძახებდნენ სათანამშრომლოდ, რათა მათზე დაყრდნობით ნელ-ნელა მოეხდინათ სახელმწიფოს რეფორმირება. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი იქნებოდა ავღანეთში ყოფილი მეფის, ზაქირ-შაჰის მიწვევა, რომელიც შესამჩნევი პოპულარობით სარგებლობდა და შეეძლო გაეერთიანებინა ქვეყანა.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ნარკოტიკები, გადასახადები და იდუმალი სპონსორები: საიდან აქვთ თალიბებს მილიარდები
მაგრამ არა, ამერიკელებმა ეს არ გააკეთეს. მათ ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის ნეგატიური შერჩევა წამოიწყეს. ხელისუფლებაში — რაღა თქმა უნდა, პირობითში — მხოლოდ ყველაზე უნიჭო, ხალხისთვის ყველაზე საძულველ პირებს იწვევდნენ. გამყიდველებს, მარტივად რომ ვთქვათ.
ავღანეთის უკანასკნელი პრეზიდენტის აშრაფ ღანის მთავარი საზრუნავი აგვისტოში – ქვეყნიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად გაფრენა იყო. ამასთან მისი დაცვა გამალებული ტენიდა დოლარებით სავსე ტომრებს ოთხ მანქანასა და ვერტმფრენში. ვერტმფრენიდან დოლარები ცვიოდა. ვერაფერს იტყვი — ეს ეროვნული ლიდერის ისტორიული მომენტია.
სინამდვილეში ამერიკელი პარტნიორების ერთადერთი მიზანი — ოკუპირებული ტერიტორიების ტოტალურ ქაოსში ჩაფლვა იყო, რის შემდეგაც ყველანაირი არალეგალური საქმიანობიდან იქნებოდა შესაძლებელი ფულის შოვნა — ნარკოტიკებით ვაჭრობიდან და საკუთარი იარაღის გაყიდვიდან.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
მოსაზრება: კიდევ ვის „გადააგდებენ“ ამერიკელები ავღანეთის შემდეგ
იგივე ბრაუნის უნივერსიტეტმა დაითვალა, რომ შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმთან ომზე 8 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ეს მეტად ეშმაკური რიცხვია. ფორმალურად ფული ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებას ხმარდებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, თანხები იქამდე არ მისულა. ერაყი და ლიბია სიღატაკეში არიან ჩაფლული, ავღანეთში მოსახლეობის მესამედი შიმშილობს. ბიუჯეტიდან მასშტაბური ქურდობა შეიძლებოდა სისხლის სამართლის საინტერესო საქმეების საბაბად ქცეულიყო.
უფრო მეტიც, ავღანეთი, იქ ამერიკელების შესვლის შემდეგ, გიგანტურ ნარკოლაბორატორიად გადაიქცა. ის მსოფლიოში ჰეროინის წარმოების 90%-ს უზრუნველყოფს. ავღანელები ვარაუდობენ, რომ ნარკოვაჭრობით მიღებული მოგების ლომის წილი სწორედ რომ ამერიკელი ძალოვნების ჯიბეებში მიდის. ანუ ტრილიონებიანი ინვესტიციები უბრალოდ კერძო ჯიბეებში გადანაწილდა და მოგებიანად დაბრუნდა აშშ-ში.
და რა ხდება ტერორიზმის კუთხით? ყველაფერი ხომ მასთან ბრძოლისთვის გაკეთდა? მაგრამ ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში ტერაქტების რაოდენობა ამ დროში ბევრად გაიზარდა და უბრალოდ გადაიზარდა სამოქალაქო ომში „ყველა ყველას წინააღმდეგ“.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მოსაზრება: თალიბები საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში ჩაერივნენ
ნაცვლად გაცხადებული ეროვნული სახელმწიფოებისა, წარმოიქმნა ტერიტორიები, სადაც ცალკეული ტომები, კლანები და ბანდფორმირებები ებრძვიან ერთმანეთს. დასავლური დემოკრატიის ნაცვლად — წმიდა შუასაუკუნეობრიობა წამებით, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯით, მასობრივი წმენდით, ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების აბუჩად აგდებით.
იმ ორგანიზაციის ლიდერებთან, რომლებიც ტერორისტულებად შერაცხეს, ამერიკელ ძალოვნებს საკმაოდ დახლართული ურთიეთობა აქვთ. მათ ჯერ ციხეში ჩასვეს „თალიბანის“ ბელადები, მერე კი მოულოდნელად გამოუშვეს და დღეს სწორედ ეს ხალხი დგას ავღანეთის მთავრობის სათავეში.
ISIS-ელ ბანდიტებს ამერიკელი სამხედროები სირიაში ბრძოლების დროს იფარავდნენ. ამაზე არაერთხელ განაცხადეს რუსმა სამხედროებმა და დიპლომატებმა.
ტეროროზმთან ომი იქამდე დავიდა, რომ ამერიკელები ქვეყანას შუაზე ხლეჩდნენ და თავიანთ ხელდასხმულებს ადგილობრივ პარტიზანებს უსევდნენ. არჩეული ადგილობრივი „ელიტები“ პროცესს აკონტროლებდნენ. ამ სისხლიან ქაოსში ამერიკული ბიზნესი, ძალოვნები და სამხედრო მრეწველობა ათობით წლის განმავლობაში იღებდა მოგებას. რაღაც უბრალო ამერიკელებსაც ხვდებოდათ — სამხედრო ქარხნები საათივით მუშაობდა, ვითარდებოდა თავდაცვა, მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ იარაღზე მაღალი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო.
თალიბები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
დასავლეთის შიშები: თალიბებს აშშ-ის ეკონომიკისთვის ბოლოს მოღება შეუძლიათ
ამის საფასური იყო უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. ამერიკული ეკონომიკა სისხლს დოლარებად გარდაქმნიდა და ტერიტორიების ძარცვით ცხოვრობდა. ამერიკელი პოლიტიკოსები ამას შესანიშნავად აცნობიერებდნენ. 1996 წელს წამყვანმა ტელეკომპანია CBS-მა მადლენ ოლბრაიტს ჰკითხა: „იუნისეფის მონაცემებით, [ამერიკული სანქციების შედეგად], ერაყში დაახლოებით ნახევარი მილიონი ბავშვი დაიღუპა. ეს ჰიროსიმაზე მეტია. ნუთუ ეს ამად ღირდა?“ რაზეც ოლბრაიტმა უპასუხა: „ძნელი არჩევანია, მაგრამ დიახ, ეს ამად ღირდა“.
რამდენიმე წლის წინ ერაყელი ბავშვების სიცოცხლე უკვე ამერიკულ სანქციებს კი არ მიჰქონდა, არამედ ტყვიებს. ამ დღეებში კი ამერიკულმა ბომბმა ქაბულში ავტომობილი ააფეთქა, რომელიც, სავარაუდოდ, დანაღმული იყო. აფეთქებამ ოცამდე ქაბულელი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი. ყველაზე პატარა გოგონა ორი წლის იყო.
„მსოფლიო პოლიციელი“ კიდევ მეტად დაემსგავსა სტივენ კინგის გმირს, დემონით შეპყრობილ პოლიციელს, რომელიც ირგვლივ ყველას კლავდა.
ტერორიზმთან ომის დროს ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულები დეტალურ საერთაშორისო გამოძიებას იმსახურებს. შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე მეტად წინდახედულად აარიდა თავი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მუშაობაში მონაწილეობას. თუმცა მთელი მსოფლიოს უფლებადამცველი და არაკომერციული ორგანიზაციები კვლავაც წერენ ამერიკული ოკუპაციის საშინელ მატიანეს.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ქაბული „ამერიკულ ოცნებას“ ემშვიდობება: ჯიჰადი გრძელდება
დროა, რომ მსოფლიო პოლიციელი სასწრაფოდ გადადგეს. დღეისათვის გამადემოკრატიულებელი ამერიკული „ტომაჰავკებისგან“ ხალხების ერთადერთ ხსნად რუსეთი რჩება. რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს კონტროლირებადი ქაოსი სირიაში, რუსმა დიპლომატებმა არ მისცეს გასაქანი უკრაინაში სამოქალაქო ომის დაწყებას, რუსეთმა შეაჩერა სისხლისღვრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რუსეთს მშვიდობა და უსაფრთხოება მოაქვს, ხოლო ამერიკას — სისხლიანი ქაოსი.
ამერიკული ჰეგემონიის განსაკუთრებით ჯიუტ თაყვანისმცემლებს კი შევახსენებთ, რომ ვაშინგტონის საქმიანობა ბოლო დროს თავად ამერიკელებსაც ჰგვრის ძრწოლას.
„ამერიკული იმპერია, დამცირებული ავღანეთში, ერაყში, სირიაში, როგორც მანამდე ვიეტნამსა და კუბაზე, ბრმა არის თავისი დაცემის, უღონობისა და გაველურების მიმართ, — წერს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი კრის ჰედჯესი. — მათ, ვინც ჩრდილში დგანან და იმპერიას მართავენ, <…> შეუძლიათ გაიხარონ ავღანელების დაღუპვით და თავი დაირწმუნონ, რომ „ეს ამად ღირდა“. მათ არ ესმით, რომ სახრჩობელები, რომლებსაც აგებენ, თავად მათთვისაა განკუთვნილი“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0