მოსაზრება: დიდი დამარცხება – ნატო თავს ისამარებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvytsky / ფოტობანკში გადასვლანატოს ემბლემა
ნატოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ავღანური ჩავარდნა აშშ-ის ყველა სამხედრო მოკავშირეს შეეხო, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოს კანდიდატებზე, რომლებიც უბრალოდ მიატოვეს ქვეყნის დასალიერში, უკიდურესად გაბოროტებულ გარემოში.
ვიქტორია ნიკიფოროვა
ქაბულში მხოლოდ ერთ ამერიკულ ბაზაზე დღეისათვის დაახლოებით 400 კაცია ჩარჩენილი − აღმოსავლეთ ევროპელების მთელი ინტერნაციონალი. ისინი ამერიკელებთან მუშაობდნენ კონტრაქტებით, ციხეს იცავდნენ, რომელშიც თალიბები იყვნენ დატუსაღებული. ციხიდან გათავისუფლებულმა თალიბებმა იარაღი წაართვეს მათ, თუმცა ჯერჯერობით არ შეურაცხყოფენ.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
„თალიბანმა“ ამნისტია გამოაცხადა: აშრაფ ღანის ავღანეთში დაბრუნების უფლება მიეცა
უკრაინელმა დაქირავებულებმა უკვე სთხოვეს რუსეთის ხელისუფლებას მათთვის თვითმფრინავის გაგზავნა, და ამერიკელებზე მომუშავე ავღანელების გადარჩენაც, როგორც ჩანს, რუსებს მოუწევთ.
თუმცა ამერიკელები უკეთესად არც უახლოეს პარტნიორებს, ნატოს სრულუფლებიან წევრებს მოქცევიან. ამერიკელების გაქცევით გამოწვეულმა ქაოსმა ის მოიტანა, რომ ვერც გერმანელებმა, ვერც ჰოლანდიელებმა, ვერც ჩეხებმა ვერ შეძლეს თავიანთი მოქალაქეების გაყვანა ქაბულის აეროპორტიდან. ისე, რომ არავის მოლაპარაკებებიან, ამერიკელებმა ევაკუაციის ბოლო დღედ 31 აგვისტო გამოაცხადეს. ნატოს ქვეყნებს აინტერესებთ, რა მოუვათ მათ მოქალაქეებს ამის შემდეგ, მაგრამ ვაშინგტონი ამ კითხვაზე პასუხს არ იძლევა.
გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის პარტნიორები დაფიქრდნენ. მსოფლიოში უძლიერესად მიჩნეული არმიის სწრაფმა გაქცევამ მათ ცუდი ეჭვები გაუჩინა. ამერიკელებმა ავღანეთში არა მარტო ადამიანები, არამედ საბრძოლო თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა და იარაღიც მიატოვეს.
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
საგანგებო G7: ჯონსონი ბაიდენს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადავადებას მოსთხოვს
ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მათ სპეციალურად დატოვეს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება ნატოელი პარტნიორების ზურგს უკან დადებული რაღაც საიდუმლო შეთანხმებების სანაცვლოდ. ამაზე მეტყველებს ის წარმოუდგენელი სისწრაფე, რომლითაც რამდენიმე ათასმა „ფლოსტებიანმა წვეროსანმა“ ქვეყანა და მისი დედაქალაქი დაიპყრო. ამერიკელებს შეეძლოთ ეს წინასწარ სცოდნოდათ და მომზადებულიყვნენ კიდეც. აი მათი ნატოელი მოკავშირეებისთვის კი ეს უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა.
სინამდვილეში თალიბებთან ცალმხრივი გარიგებების სხვადასხვა გეგმები აშშ-ში დიდი ხანია მუშავდება. ჯერ კიდევ 2010 წელს კარნეგის ფონდმა „საერთაშორისო მშვიდობისათვის“ გამოსცა მოხსენება, რომელშიც ბოევიკებთან შერიგების სხვადასხვა ვარიანტები იყო განხილული — დაწყებული პროვინციების პროამერიკულ მთავრობასა და „თალიბანს“ შორის გაყოფით, დასრულებული საკუთარი დიქტატორის დანიშვნით. და ეს ყველაფერი ლოზუნგით „უსაფრთხოება დემოკრატიაზე მნიშვნელოვანია!“
2018-2020 წლებში ავღანეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ზალმაი ხალილზადი ტრამპის ადმინისტრაციის სახელით აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს „თალიბანის“ წარმომადგენლებთან. ეს მოლაპარაკებები გარიგებით დასრულდა 2020 წლის გაზაფხულზე. ეს იყო ვაშინგტონის თვითშემოქმედება. თეთრი სახლი ნატოში ევროპელ მოკავშირეებს თავის გეგმებში არ ახედებდა.
ევაკუაცია ავღანეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
ამოცანა შესრულებულია: ავღანეთში დარჩენილი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
2021 წელს სახელმწიფო მდივანი ეტონი ბლინკენი მუდმივად ურეკავდა პაკისტანის ხელისუფლებას, ხოლო ივნისში CIA-ს შეფი უილიამ ბერნსი ისლამაბადში გაფრინდა. პაკისტანი პრაქტიკულად ოფიციალურად კვებავს „თალიბანს“. ყველას აინტერესებდა, რაზე მოელაპარაკა მისტერ ბერნსი პაკისტანის ხელისუფლებას, მაგრამ მოლაპარაკებების შინაარსი გასაიდუმლოებული იყო.
ამასთან მოკავშირეებს ყველაფერი ესმოდათ და ასევე აწარმოებდნენ საკუთარ თამაშს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ მთელი ბოლო წლის განმავლობაში ცდილობდა მოლაპარაკებოდა თურქ და იტალიელ სამხედროებს, რათა ავღანეთში გაერთიანებული კონტინგენტი დაეტოვებინა. მოლაპარაკებები ჩუმად მიმდინარეობდა, რაღა თქმა უნდა. მაგრამ საბოლოოდ იდეა არარეალისტურად ცნეს: ძალიან ბევრი რამ იყო მიბმული წმინდად ამერიკულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.
ყველაზე მეტად მოკავშირეებს ის აღაშფოთებდა, რომ ვაშინგტონმა ისინი თავისი ჯარების გაყვანის ფაქტის წინაშე დააყენა − კონსულტაციების, განხილვების, მინიმალური დიპლომატიური პოლიტესის გარეშე. რა თქმა უნდა, საჯაროდ ბლოკის ერთიანობის წარმოჩენა უწევთ, მაგრამ ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების გაღიზიანება დაუოკებლად ჟონავს გარეთ.
ქაბული თალიბების დაქვემდებარებაში – ფოტოები ავღანეთის დედაქალაქიდან
© AP Photo / Rahmat Gulრამდენიმე დღეა ქაბულს თალიბები აკონტროლებენ
რამდენიმე დღეა ქაბულს თალიბები აკონტროლებენ - Sputnik საქართველო
1/12
რამდენიმე დღეა ქაბულს თალიბები აკონტროლებენ
© AP Photo / Rahmat Gul„თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში შეიარაღებულები დადიან
„თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში შეიარაღებულები დადიან - Sputnik საქართველო
2/12
„თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში შეიარაღებულები დადიან
© AP Photo / Rahmat Gulისინი ქალაქში მანქანებს ამოწმებენ
ისინი ქალაქში მანქანებს ამოწმებენ - Sputnik საქართველო
3/12
ისინი ქალაქში მანქანებს ამოწმებენ
© AP Photo / Rahmat Gulქალაქზე კონტროლის დამყარება სისხლისღვრის გარეშე მოხდა - ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ხელიფუსლების სხვადასხვა წევრებმა
ქალაქზე კონტროლის დამყარება სისხლისღვრის გარეშე მოხდა - ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ხელიფუსლების სხვადასხვა წევრებმა - Sputnik საქართველო
4/12
ქალაქზე კონტროლის დამყარება სისხლისღვრის გარეშე მოხდა - ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ხელიფუსლების სხვადასხვა წევრებმა
© AP Photo / Rahmat Gulთალიბების თქმით, ავღანეთში მმართველობის ფორმა მალე დადგინდება
თალიბების თქმით, ავღანეთში მმართველობის ფორმა მალე დადგინდება - Sputnik საქართველო
5/12
თალიბების თქმით, ავღანეთში მმართველობის ფორმა მალე დადგინდება
© AP Photo / Rahmat Gulჯერ-ჯერობით ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ
ჯერ-ჯერობით ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ - Sputnik საქართველო
6/12
ჯერ-ჯერობით ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ
© AP Photo / Rahmat Gulქალაქის ქუჩებში ასევე გადაადგილდება თალიბების ჯავშანტექნიკა
ქალაქის ქუჩებში ასევე გადაადგილდება თალიბების ჯავშანტექნიკა - Sputnik საქართველო
7/12
ქალაქის ქუჩებში ასევე გადაადგილდება თალიბების ჯავშანტექნიკა
© AP Photo / Rahmat Gulავღანეთში მიმდინარე მოვლენები ბევრისათვის შოკისმომგვრელი იყო
ავღანეთში მიმდინარე მოვლენები ბევრისათვის შოკისმომგვრელი იყო - Sputnik საქართველო
8/12
ავღანეთში მიმდინარე მოვლენები ბევრისათვის შოკისმომგვრელი იყო
© AP Photo / Rahmat Gulროგორ იცხოვრებს შემდგომში ეს ქვეყანა და რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება, ჯერ-ჯერობით უცნობია
როგორ იცხოვრებს შემდგომში ეს ქვეყანა და რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება, ჯერ-ჯერობით უცნობია - Sputnik საქართველო
9/12
როგორ იცხოვრებს შემდგომში ეს ქვეყანა და რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება, ჯერ-ჯერობით უცნობია
© AP Photo / Rahmat Gulდიდი ქალაქებისა და დედაქალაქის აღების შემდეგ, თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა
დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის აღების შემდეგ, თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა - Sputnik საქართველო
10/12
დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის აღების შემდეგ, თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა
© AP Photo / Shekib Rahmaniქაბულის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ბევრი ცდილობდა ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავებით. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე დროებითი კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა
ქაბულის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ბევრი ცდილობდა ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავებით. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე დროებითი კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა - Sputnik საქართველო
11/12
ქაბულის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ბევრი ცდილობდა ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავებით. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე დროებითი კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა
© AP Photo / Riccardo De Lucaსიტუაციის გამწვავების შემდეგ, ქვეყანა მყისიერად დატოვეს დიპლომატებმა და უცხოური ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა
სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ქვეყანა მყისიერად დატოვეს დიპლომატებმა და უცხოური ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა - Sputnik საქართველო
12/12
სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ქვეყანა მყისიერად დატოვეს დიპლომატებმა და უცხოური ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა
1/12
რამდენიმე დღეა ქაბულს თალიბები აკონტროლებენ
2/12
„თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში შეიარაღებულები დადიან
3/12
ისინი ქალაქში მანქანებს ამოწმებენ
4/12
ქალაქზე კონტროლის დამყარება სისხლისღვრის გარეშე მოხდა - ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ხელიფუსლების სხვადასხვა წევრებმა
5/12
თალიბების თქმით, ავღანეთში მმართველობის ფორმა მალე დადგინდება
6/12
ჯერ-ჯერობით ისინი საკუთარ წესრიგს ამყარებენ
7/12
ქალაქის ქუჩებში ასევე გადაადგილდება თალიბების ჯავშანტექნიკა
8/12
ავღანეთში მიმდინარე მოვლენები ბევრისათვის შოკისმომგვრელი იყო
9/12
როგორ იცხოვრებს შემდგომში ეს ქვეყანა და რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება, ჯერ-ჯერობით უცნობია
10/12
დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის აღების შემდეგ, თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთში ომი დასრულდა
11/12
ქაბულის დატოვების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ბევრი ცდილობდა ავღანეთის დატოვებას თვითმფრინავებით. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე დროებითი კონტროლი დაამყარეს ამერიკელმა სამხედროებმა
12/12
სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ქვეყანა მყისიერად დატოვეს დიპლომატებმა და უცხოური ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა
ინგლისშიც კი, ქვეყანაში, რომელიც Brexit-ის შემდეგ ამერიკაზე სრულად ვასალურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა, სრულიად არასაპარლამენტო გამონათქვამები ისმის. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს „იმბეცილი“ უწოდა. ამჟამინდელმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ „ტრამპთან საქმეები უკეთ მიდიოდა, ვიდრე მძინარე ჯოსთან“. მერე კი განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს, მაგრამ ნათქვამი უკვე ფრთიან ფრაზად იყო ქცეული.
ბრიტანული ტაბლოიდები ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან გაჟონილ ინფორმაციას აქვეყნებენ: ინგლისელ მინისტრებს მიაჩნიათ, რომ ბაიდენი „სულ გაგიჟდა“, როდესაც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა გადაწყვიტა.
„ჩვენი დიდი მოკავშირის გადაწყვეტილება, დაასრულოს მისია ავღანეთში, არის გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად კონსულტაციების გარეშეა მიღებული და ღრმად დაფიქრებას გვაიძულებს“, − მწუხარედ ამბობს ტონი ბლერი. – „<...> ჩვენ ვრისკავთ, მალე მსოფლიო ზესახელმწიფოების მეორე დივიზიონში გადავინაცვლოთ“.
იმავეს იმეორებს არმინ ლაშეტი, რომელსაც ანგელა მერკელი გერმანიის ახალ კანცლერობას უწინასწარმეტყველებს. მისი აზრით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა „უდიდესი მარცხია ნატოს ბლოკის არსებობის ისტორიაში“.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
„შეიძლება დავრჩეთ“ – ბაიდენმა ამერიკული ჯარების ავღანეთში დაყოვნება არ გამორიცხა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბაიდენს დაურეკა და მკვეთრად გააკრიტიკა ის ქვეყნიდან ავღანელების გამოყვანაზე უარის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტის გაღიზიანება გასაგებია: ამერიკელმა პარტნიორებმა ოსტატურად გადაიტანეს ავღანელი ლტოლვილების პრობლემები ევროპელებზე. ათობით ათასი არალეგალი უახლოეს მომავალში ევროკავშირსა და ბრიტანეთს მიაწყდება და რამდენი იქნება მათ შორის პოტენციური ტერორისტი, წარმოსადგენადაც კი საშიშია. ხოლო თუ ევროპელები საზღვრების დაკეტვას შეეცდებიან, მაშინ ვაშინგტონი მათ გაკიცხვას დაიწყებს არაადამიანურობის გამო.
ამერიკელებმა უბრალოდ კი არ დაამცირეს ნატოელი პარტნიორები, არამედ ევროპელ მოკავშირეებს, როგორც მოჭადრაკეები იტყვიან, კლასიკური ჩანგალი გაუკეთეს. თუ ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელები თავიანთ მოქალაქეებს ავღანეთიდან ვერ გაიყვანენ, სახალხო აღშფოთების ტალღამ შესაძლოა ისინი მაღალი პოსტებიდან ჩამოყაროს. თუ ევროპის ქვეყნებს ავღანელ ლტოლვილთა ნაკადი შეესევა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.
მაგრამ კიდევ უფრო უარესია შესაძლო პერსპექტივები. საით აპირებენ მომდევნო ჯერზე საკუთარი ჯარების გაგზავნას ვაშინგტონელი პოლიტიკოსები? საით მოუწევთ ევროპელ ჯარისკაცებს მათთვის გაყოლა, სად და რისთვის სიკვდილი? ავღანეთში ნატოს 3,5 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. რისთვის? რას შესწირეს სიცოცხლე?
ევროპელებისთვის მთავარ კოშმარად იქცა იდეა იმის შესახებ, რომ აშშ მათ ჩინეთთან საომრად გაიყოლებს. ეს ავანტიურა ახალი „დაუსრულებელი ომით“ იმუქრება, რა დროსაც მსხვერპლის რაოდენობა ათასობით აღარ გაიზომება. ხოლო როდესაც თეთრ სახლში თავიანთ მარცხს გაიაზრებენ, დროულად გაყიდიან თავიანთ პარტნიორებს და ბრძოლის ველიდან გაიქცევიან. ვის სჭირდება ასეთი განშლა?
„გადაარჩინეთ ჩემი შვილი!“ - ავღანელი დედები ბავშვებს ამერიკელ ჯარისკაცებს ატანენ - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
„გადაარჩინეთ ჩემი შვილი!“ - ავღანელი დედები ბავშვებს ამერიკელ ჯარისკაცებს ატანენ
უკიდურესად პესიმისტური და ვაშინგტონზე დამოკიდებული ევროპული ელიტებიც კი ვერ ურიგდებიან ასეთ პოლიტიკურ თვითმკვლელობას. და თუ ვაშინგტონში პოსტსაბჭოთა სივრცეზე ომს გადაწყვეტენ? მაგრამ ეს თემა ნატოელ ოფიცრებში მხოლოდ სარკაზმს იწვევს: „რუსეთთან ომზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ სინამდვილეში ნატოს რამდენიმე ათასი სამხედროც კი არ აღმოაჩნდა, რათა ავღანეთიდან უკან დახევა დაეცვა“, − დაიჩივლა Financial Times-თან ინტერვიუში ანონიმმა მეთაურმა.
„ავღანეთის შემდეგ ამერიკულ მშვიდობას ბოლო მოეღო − ისევე, როგორც ნატოს“, − წერს ცნობილი ბრიტანელი ანალიტიკოსი საიმონ ტისდალი. სამხედრო გავლენის დასუსტებასთან ერთად ევროპაში მიდის მორალურიც: ის „რბილი ძალა“, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიას უზრუნველყოფდა პლანეტის სხვადასხვა რეგიონში.
ოდესღაც ნატო ევროპის დასაცავად იყო მოწოდებული საბჭოთა საფრთხისგან. ძალიან დიდი ხანია აღარანაირი საფრთხე აღარ არსებობს. დღეს აშშ უბრალოდ ერთპიროვნულად იყენებს ბლოკს საკუთარ სამხედრო ინსტრუმენტად და უწყებას დაქვემდებარებულ ქვეყნებს გადასახადს აკისრებს მის შესანახად. იმის ნაცვლად, რომ მოკავშირეები დაიცვას, მათ უაზრო ავანტიურებში ითრევენ, მერე კი უმოწყალოდ ტოვებენ − მთელი მსოფლიოს თვალწინ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანზმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური