https://sputnik-georgia.com/20210823/G7-jonsoni-baidens-avRaneTidan-amerikuli-jarebis-gayvanis-gadavadebas-mosTxovs-252647805.html
საგანგებო G7: ჯონსონი ბაიდენს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადავადებას მოსთხოვს
საგანგებო G7: ჯონსონი ბაიდენს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადავადებას მოსთხოვს
Sputnik საქართველო
მანამდე ევაკუაციის ვადების გახანგრძლივებაზე ამერიკულ მხარესთან შეთანხმება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა სცადეს. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T10:21+0400
2021-08-23T10:21+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/78/248227856_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_bcd57fd0d4b648b0f782db0857554273.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „დიდი შვიდიანის“ სასწრაფოდ მომზადებულ შეხვედრაზე შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ გაახანგრძლივის ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანის ვადა, რათა ევაკუაცია 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდეს, წერს გაზეთი Telegraph-ი.მანამდე ჯონსონმა განაცხადა, რომ სამშაბათს G7-ის ქვეყნების ლიდერთა საგანგებო შეხვედრას მოიწვევს ვირტუალურ ფორმატში, რომელზეც ავღანეთის საკითხები იქნება განხილული. ჯო ბაიდენი დათანხმდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ უკვე განიხილავს სამხედროებთან ევაკუაციის ვადის გადაწევის შესაძლებლობას. თუმცა პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ გადავადება საჭირო არ გახდება.გაზეთის ინფორმაციით, ჯონსონმა მას შემდეგ გადაწყვიტა პირადად ეთხოვა ბაიდენისთვის აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის გადავადება, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა და თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამერიკელ კოლეგებთან ამ მიმართულებით შეთანხმება ვერ მოახერხეს.გამოცემის ინფორმაციით, თუ ბაიდენი ჯონსონის წინადადებას არ დათანხმდება, ბრიტანული ძალების ქაბულიდან გაყვანა რამდენიმე დღეში მოხდება, რაც აეროპორტს კიდევ მეტად გადატვირთავს.ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს „თალიბანი“ აკონტროლებს. უცხოელებისა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც საზღვარგარეთულ მისიებთან თანამშრომლობდნენ, ქაბულის აეროპორტიდან ხდება. აეროპორტს ამერიკელი და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები აკონტროლებენ.
https://sputnik-georgia.com/20210822/aSS-is-saxelmwifo-departamentma-qabulis-aerporti-48-saaTiT-daketa-252643864.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/78/248227856_250:150:2504:1841_1920x0_80_0_0_b135d044ff82ede54425fa6ce236b0ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
საგანგებო G7: ჯონსონი ბაიდენს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადავადებას მოსთხოვს
10:21 23.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) მანამდე ევაკუაციის ვადების გახანგრძლივებაზე ამერიკულ მხარესთან შეთანხმება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა სცადეს.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „დიდი შვიდიანის“ სასწრაფოდ მომზადებულ შეხვედრაზე შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ გაახანგრძლივის ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანის ვადა, რათა ევაკუაცია 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდეს, წერს გაზეთი
Telegraph-ი. მანამდე ჯონსონმა განაცხადა, რომ სამშაბათს G7-ის ქვეყნების ლიდერთა საგანგებო შეხვედრას მოიწვევს ვირტუალურ ფორმატში, რომელზეც ავღანეთის საკითხები იქნება განხილული. ჯო ბაიდენი დათანხმდა მოლაპარაკებებში მონაწილეობას, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ უკვე განიხილავს სამხედროებთან ევაკუაციის ვადის გადაწევის შესაძლებლობას. თუმცა პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ გადავადება საჭირო არ გახდება.
გაზეთის ინფორმაციით, ჯონსონმა მას შემდეგ გადაწყვიტა პირადად ეთხოვა ბაიდენისთვის აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის გადავადება, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა და თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამერიკელ კოლეგებთან ამ მიმართულებით შეთანხმება ვერ მოახერხეს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ბაიდენი ჯონსონის წინადადებას არ დათანხმდება, ბრიტანული ძალების ქაბულიდან გაყვანა რამდენიმე დღეში მოხდება, რაც აეროპორტს კიდევ მეტად გადატვირთავს.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს „თალიბანი“ აკონტროლებს. უცხოელებისა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც საზღვარგარეთულ მისიებთან თანამშრომლობდნენ, ქაბულის აეროპორტიდან ხდება. აეროპორტს ამერიკელი და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები აკონტროლებენ.