„შეიძლება დავრჩეთ“ – ბაიდენმა ამერიკული ჯარების ავღანეთში დაყოვნება არ გამორიცხა

© AP Photo / Evan Vucciჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის აცილება დონალდ ტრამპსა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების წყალობით მოხერხდა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ამერიკული ჯარები ავღანეთში აშშ-ის მოქალაქეების სრულ ევაკუაციამდე, ხოლო თუ საჭირო გახდა, 31 აგვისტოს შემდეგაც დარჩებიან — დღისა, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო მისია ქვეყანაში უნდა დასრულდეს, განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ შევეცდებით დავასრულოთ ეს პროცესი 31 აგვისტომდე, მაგრამ თუ იქ კიდევ იქნებიან ამერიკის მოქალაქეები, ჩვენ დავრჩებით, რათა ყველა მათგანი გამოვიყვანოთ“, — აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ დროისათვის ავღანეთში დაახლოებით 10-15 ათასი ამერიკელი და ასევე 65 ათასამდე ავღანელი მოკავშირე რჩება, რომელთა ქვეყნიდან გამოყვანაც აუცილებელია.
თალიბები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ევროკავშირმა ავღანეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის მზადება დაიწყო
როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, ამ დროისათვის „თალიბანი“ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან და ეხმარება მას მისი მოქალაქეების ევაკუაციაში, მაგრამ ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაციის მხრივ „გარკვეული სირთულეები არსებობს“.
ამასთან მან აღიარა, რომ თალიბების ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმის აცილება ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების წყალობით მოხერხდა.
ამ დროისათვის ქაბულის ჰამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ისინი იცავენ ობიექტს და უცხოელებისა და ავღანელების ევაკუაციას ხელმძღვანელობენ. ოპერაციაში ჩართულია 80-მდე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებსაც ყოველდღიურად 5-9 ათასი კაცის გამოყვანა შეუძლიათ თალიბების მიერ დაპყრობილი ქაბულიდან.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
ამ დროისათის ავღანეთში საყოველთაო ამნისტიაა გამოცხადებული, თუმცა ავღანელები მაინც ცდილობენ გაექცნენ ახალ რეჟიმს.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ბოლო ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა, ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.
ყველა ახალი ამბავი
0