https://sputnik-georgia.com/20210818/evrokavSirma-avRaneTidan-migrantebis-mosalodneli-SemodinebisTvis-mzadeba-daiwyo-252617462.html
ევროკავშირმა ავღანეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის მზადება დაიწყო
ევროკავშირმა ავღანეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის მზადება დაიწყო
Sputnik საქართველო
იოჰანსონის თქმით, ასევე აუცილებელია გაეწიოს მხარდაჭერა გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე რჩებიან 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T23:38+0400
2021-08-18T23:38+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252601170_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_e87076cfcb8234d2f3365a3852f4a43d.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირმა უკვე დაიწყო მზადება ავღანეთში არასტაბილური სიტუაციის გამო მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის, განაცხადა შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა (Ylva Johansson). ამის შესახებ წერს РИА Новости.მისი თქმით, ევროკომისიამ სამშაბათს გამართა სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპული სახელმწიფოების და ევროკავშირის პროფილური სააგენტოების წარმომადგენლებმა. სხდომაზე განიხილებოდა მოვლენათა განვითარების ვარიანტები და მზადყოფნის დონე.„ავღანეთში არსებული არასტაბილური ვითარება, სავარაუდოდ, გამოიწვევს მიგრაციული ნაკადის გაძლიერებას. ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, როდის აღმოჩნდებიან დევნილები ევროკავშირის გარე საზღვრებზე. მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ევროკავშირის სახელმწიფოებში მოხვედრაში მათ, ვისაც უშუალო საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა იოჰანსონმა ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ.ევროკომისარის თქმით, დაუშვებელია, რომ ადამიანები გაემგზავრონ ევროკავშირსკენ უკანონო და არაუსაფრთხო გზებით. მან აღნიშნა, რომ საუბარია ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებზე, უფლებადამცველებზე. გარდა ამისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებს.იოჰანსონის თქმით, ასევე აუცილებელია გაეწიოს მხარდაჭერა გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე რჩებიან.„მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 550 ათასი ავღანელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა“, - განაცხადა ევროკომისარმა. მისი მონაცემებით, ისინი დაემატნენ იმ 2,9 მილიონ ავღანელს, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები 2020 წელს.ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ამ დროისათვის პანჯშერი (Panjshir) ერთადერთ პროვინციაა, რომელსაც ვერ აკონტროლებენ თალიბები. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა „თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა“.16 აგვისტოს „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გამოაცხადა, რომ ომი დასრულდა. უახლოეს მომავალში გაირკვევა მმართველობის ახალი ფორმა. ამ დროისათვის თალიბები უკვე სრულად აკონტროლებენ ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს. უცხოელი თანამშრომლებისა და უცხოურ მისიებზე მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ხორციელდება ქაბულში არსებული ერთადერთი აეროპორტიდან, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების ძალების ხელშია.
https://sputnik-georgia.com/20210818/iZulebuli-viyavi-avRaneTis-prezidentma-xalxs-mimarTa-252617382.html
https://sputnik-georgia.com/20210817/qabuli-jihadi-grZeldeba-252608141.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252601170_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_84eb28bceda53ff89738bc3616b28a7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირმა ავღანეთიდან მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის მზადება დაიწყო
23:38 18.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) იოჰანსონის თქმით, ასევე აუცილებელია გაეწიოს მხარდაჭერა გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე რჩებიან
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირმა უკვე დაიწყო მზადება ავღანეთში არასტაბილური სიტუაციის გამო მიგრანტების მოსალოდნელი შემოდინებისთვის, განაცხადა შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა (Ylva Johansson). ამის შესახებ წერს
РИА Новости. მისი თქმით, ევროკომისიამ სამშაბათს გამართა სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპული სახელმწიფოების და ევროკავშირის პროფილური სააგენტოების წარმომადგენლებმა. სხდომაზე განიხილებოდა მოვლენათა განვითარების ვარიანტები და მზადყოფნის დონე.
„ავღანეთში არსებული არასტაბილური ვითარება, სავარაუდოდ, გამოიწვევს მიგრაციული ნაკადის გაძლიერებას. ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, როდის აღმოჩნდებიან დევნილები ევროკავშირის გარე საზღვრებზე. მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ევროკავშირის სახელმწიფოებში მოხვედრაში მათ, ვისაც უშუალო საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა იოჰანსონმა ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ.
ევროკომისარის თქმით, დაუშვებელია, რომ ადამიანები გაემგზავრონ ევროკავშირსკენ უკანონო და არაუსაფრთხო გზებით. მან აღნიშნა, რომ საუბარია ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებზე, უფლებადამცველებზე. გარდა ამისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებს.
იოჰანსონის თქმით, ასევე აუცილებელია გაეწიოს მხარდაჭერა გადაადგილებულ პირებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე რჩებიან.
„მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაახლოებით 550 ათასი ავღანელი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა“, - განაცხადა ევროკომისარმა. მისი მონაცემებით, ისინი დაემატნენ იმ 2,9 მილიონ ავღანელს, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები 2020 წელს.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ამ დროისათვის პანჯშერი (Panjshir) ერთადერთ პროვინციაა, რომელსაც ვერ აკონტროლებენ თალიბები. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა „თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა“.
16 აგვისტოს „თალიბანის“ პოლიტოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა გამოაცხადა, რომ ომი დასრულდა. უახლოეს მომავალში გაირკვევა მმართველობის ახალი ფორმა. ამ დროისათვის თალიბები უკვე სრულად აკონტროლებენ ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს. უცხოელი თანამშრომლებისა და უცხოურ მისიებზე მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ხორციელდება ქაბულში არსებული ერთადერთი აეროპორტიდან, რომელიც ამ დროისათვის აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების ძალების ხელშია.