https://sputnik-georgia.com/20210817/baidenis-avRanuri-samxedro-operacia-gamokiTxvis-Sedegebi-252601936.html
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
Sputnik საქართველო
აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღი რამდენჯერმე გადასწია, პროცესი მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T09:11+0400
2021-08-17T09:11+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252040897_0:0:3130:1771_1920x0_80_0_0_85168f7995798f71f858da0eb65ec778.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ამერიკელების უმეტესობა არ იწონებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოქმედებას ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების სფეროში, რასაც სოციოლოგიური კვლევების კომპანია Trafalgar Group-ის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიმდინარე წლის 14-15 აგვისტოს და მასში 1084-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 2,98%-ს შეადგენს.შეკითხვაზე „როგორ აღწერდით, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში“, გამოკითხულთა 59,5%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ იწონებს, ხოლო 9,8% — არ იწონებს.ამასთან გაირკვა, რომ ბაიდენის მოქმედებას ავღანეთში დადებითად აფასებს 12,4%, კატეგორიულად იწონებს — 10,7%.რესპონდენტთა 7,5 პროცენტს აზრის გამოხატვა გაუჭირდა.აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში არ ზუსტდება, პრეზიდენტის კონკრეტულად რომელ ნაბიჯებზეა საუბარი.კვლევამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის სამხედო ოპერაციებს ავღანეთში ნეგატიურად აფასებს დემოკრატიული პარტიის მომხრეთა 48,2%, დადებითად — 39,8%.რესპუბლიკელებს შორის ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ნეგატიური — 88,8%, დადებითი — 7,1%.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო თალიბებთან კატარის დედაქალაქ დოჰაში. 2020 წლის თებერვალში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღთან დაკავშირებით. მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.მას შემდეგ, რაც აშშ-ის და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია და საბოლოოდ კვირას, 15 აგვისტოს უომრად შევიდა დედაქალაქ ქაბულში. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210816/donald-trampi-baidens-gadadgomisken-mouwodebs-252592895.html
https://sputnik-georgia.com/20210816/aSS-avRaneTSi-samxedro-kontingents-zrdis-252591082.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/10/252040897_0:0:3130:1969_1920x0_80_0_0_6889b13ed714101c8d5af0e37ad9e76b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
09:11 17.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღი რამდენჯერმე გადასწია, პროცესი მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ამერიკელების უმეტესობა არ იწონებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოქმედებას ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების სფეროში, რასაც სოციოლოგიური კვლევების კომპანია
Trafalgar Group-ის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიმდინარე წლის 14-15 აგვისტოს და მასში 1084-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 2,98%-ს შეადგენს.
შეკითხვაზე „როგორ აღწერდით, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში“, გამოკითხულთა 59,5%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ იწონებს, ხოლო 9,8% — არ იწონებს.
ამასთან გაირკვა, რომ ბაიდენის მოქმედებას ავღანეთში დადებითად აფასებს 12,4%, კატეგორიულად იწონებს — 10,7%.
რესპონდენტთა 7,5 პროცენტს აზრის გამოხატვა გაუჭირდა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში არ ზუსტდება, პრეზიდენტის კონკრეტულად რომელ ნაბიჯებზეა საუბარი.
კვლევამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის სამხედო ოპერაციებს ავღანეთში ნეგატიურად აფასებს დემოკრატიული პარტიის მომხრეთა 48,2%, დადებითად — 39,8%.
რესპუბლიკელებს შორის ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ნეგატიური — 88,8%, დადებითი — 7,1%.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო თალიბებთან კატარის დედაქალაქ დოჰაში. 2020 წლის თებერვალში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღთან დაკავშირებით. მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია და საბოლოოდ კვირას, 15 აგვისტოს უომრად შევიდა დედაქალაქ ქაბულში. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.