აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის: ვრცელდება ერთობლივი განცხადება

© REUTERS / POOLამერიკელი სამხედროები ავღანეთში
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
„თალიბანი“ აპირებს უახლოს ხანებში გამოაცხადოს ავღანეთის ისლამური საამირო – ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე გასული საუკუნის ბოლოს არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. უახლოესი 48 საათის განმავლობაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ავღანეთში 6 ათას კაცამდე გაიზრდება, რომელთა ერთადერთი ამოცანა ქვეყნიდან ამერიკელებისა და მათი დამხმარე ავღანელების გაყვანის ხელშეწყობა იქნება, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის ერთობლივ განცხადებაში.
„უკვე გადადგმულია ნაბიჯები ჰამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტის დაცვის უზრუნველსაყოფად, რათა აშშ-ის პერსონალსა და მათ მოკავშირეებს ავღანეთიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მიეცეთ სამოქალაქო და სამხედრო რეისებით. მომდევნო 48 საათის განმავლობაში ჩვენი კონტინგენტი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თითქმის 6 ათას სამხედრომდე გაიზრდება, რომელთა ამოცანაც მხოლოდ ამ ძალისხმევის ხელშეწყობა იქნება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღინიშნება, რომ აშშ-ის ძალები საკუთარ თავზე აიღებს საჰაერო მოძრაობის მართვასაც.
თალიბი ბოევიკი გერათში  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
არა მარტო თალიბები: პოლიტოფისში განმარტეს, ვინ შევა ავღანეთის ახალ მთავრობაში
სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი პირობას დებენ, რომ დააჩქარებენ იმ „ათასობით ავღანელის“ ევაკუაციას, რომლებსაც აშშ-ის სპეციალური საიმიგრაციო ვიზის მიღების უფლება აქვთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებში უკვე გაყვანილია დაახლოებით 2 ათასამდე ავღანელი, რომლებიც ამერიკის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობდნენ.
მიმდინარე წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთის ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა და საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ამის შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ შეტევები წამოიწყო ქვეყნის დიდ ქალაქებზე. კვირას ბოევიკები დედაქალაქ ქაბულში უომრად შევიდნენ და სახელმწიფო დაწესებულებები დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა წინააღმდეგობის გარეშე დატოვა, რათა სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ. 
ყველა ახალი ამბავი
0