„თალიბანმა“ ამნისტია გამოაცხადა: აშრაფ ღანის ავღანეთში დაბრუნების უფლება მიეცა

© REUTERS / STRINGERთალიბები ქაბულში
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
მანამდე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ავღანეთის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქვეყანაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ ამნისტია გამოაცხადა ავღანეთის ყოფილი მთავრობის წევრების, მათ შორის, პრეზიდეტ აშრაფ ღანის მიმართაც, იუწყება ტელეარხი Geo News.
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
საგანგებო G7: ჯონსონი ბაიდენს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადავადებას მოსთხოვს
„თალიბანის“ მაღალჩინოსანმა ლიდერმა ჰალილ ურ-რაჰმან ჰაკანიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეარხს და განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ აშრაფ ღანის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ამრულე სალეჰისა და ეროვნული უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩევლის ჰამდულა მოჰიბის მიმართ თალიბებს „მტრობა არ გააჩნიათ“ და მათ შეუძლიათ ავღანეთში მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც მოისურვებენ.
„ჩვენ ვპატიობთ აშრაფ ღანის, ამრულა სალეჰსა და ჰამდულა მოჰიბს... ვპატიობთ ყველას — [ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი] გენერლიდან უბრალო ადამიანამდე“, — განაცხადა ჰაკანიმ.
„თალიბანის“ ლიდერმა მოუწოდა ავღანელებს, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან, რომ არ დატოვონ სამშობლო, რადგან მათ არაფერი ემუქრებათ და განაცხადა, რომ ეს „მტერი“ ავრცელებს პროპაგანდას, თითქოს „თალიბანი“ შურს იძიებს.
„ყველა ავღანელი ჩვენი ძმაა და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ ქვეყანაში. ჩვენ შორის მტრობის ერთადერთი მიზეზი — სისტემის შეცვლისადმი სწრაფვა იყო. ახლა სისტემა უკვე შეცვლილია“, — დაამატა ჰაკანიმ.
ამასთან, როგორც მაღალჩინოსანი თალიბი აცხადებს, ავღანეთში ინკლუზიური ავღანური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელშიც „განათლებული, მაღალი უნარების მქონე ადამიანები“ შევლენ მოსახლეობის ყველა ფენიდან.
პანჯშირში ანტითალიბანური ძალები იკრიბებიან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობა პანჯშერში იკრიბება: ვრცელდება ვიდეო
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა. ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.
ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი მანამდე ქვეყნის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში დაბრუნდება ავღანეთში, რათა განაგრძოს ძალისხმევები „ავღანელებისთვის სამართლიანობის მიღწევის“ საქმეში.
ყველა ახალი ამბავი
0