ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობა პანჯშერში იკრიბება: ვრცელდება ვიდეო

გამოწერა
ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის თქმით, მათ ლექსიკონში სიტყვა „დანებება“ არ არსებობს და ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ „თალიბანს“.
რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დაუმორჩილებელ ფორპოსტში, პანჯშერში გამაგრებულ „ჩრდილოეთის ალიანსსა“ და მის ლიდერს აჰმად მასუდს დანებებისკენ მოუწოდა და ამასთან ერთად იქ ასობით მეომარი გაგზავნა.
მოძრაობის ხელმძღვანელობის განცხადებით, სამხედრო აქციის მიზანი „ქვეყნის ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანებაა“. 
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
„მოგვეცით იარაღი“: ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობა დასავლეთს დახმარებას სთხოვს
როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი აჰმად მასუდი აცხადებს, პანჯშერი არ დანებედება და მისი მოსახლეობა ბრძოლისთვის მზადაა. მისი თქმით, პანჯშერში გამაგრებულ წინააღმდეგობის მოძრაობას უკვე შეუერთდნენ ავღანეთის არმიის მეომრები და ასევე სპეცრაზმის ძალები.
მასუდი „ჩრდილოეთის ალიანსის“ ყოფილი ხელმძღვანელის აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია, რომელიც ასევე ებრძოდა თალიბებს და რომელიც ოცი წლის წინ მოკლეს ტერორისტებმა.  
პანჯშერი — ავღანეთის ურთულესი რელიეფის მქონე პროვინციაა 140 ათასზე მეტი მოსახლეობით. სწორედ იქ იყო ბაზირებული ნატოსა და აშშ-ის ჯარების ძირითადი ძალები. აღსანიშნავია, რომ თალიბებმა 25 წლის წინაც ვერ შეძლეს პანჯშერის ხეობის აღება. როდესაც ისინი 1996 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. „ჩრდილოეთის ალიანსის“ ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი სწორედ ამ პროვინციაში გამაგრდა და წინააღმდეგობას უწევდა თალიბებს. ის ასევე იბრძოდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგაც.
ყველა ახალი ამბავი
0