დასავლეთის შიშები: თალიბებს აშშ-ის ეკონომიკისთვის ბოლოს მოღება შეუძლიათ

© AP Photo / Gulabuddin Amiriთალიბები
თალიბები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ირინა ბადმაევა
დოლარს კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველეს კრახი − ამჯერად „ავღანური ფაქტორის“ გამო. მანამდე შემაშფოთებელი პროგნოზების საბაბი აშშ-ის არასტაბილური ეკონომიკა იყო: სახელმწიფო ვალის ზრდა და ტრილიონობით დოლარის გადასხმები, რამაც სწრაფი ინფლაცია გამოიწვია. დააჩქარებენ თუ არა თალიბები მსოფლიოს დედოლარიზაციას − იხილეთ РИА Новости-ს მასალაში.

მორიგი ჩამოშლა

ამერიკული ფულადი ერთეულის ბედით Goldman Sachs Asset Management-ის ყოფილი ხელმძღვანელი და დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ექს-მინისტრი ჯიმ ო’ნილიცაა შეშფოთებული. მისი აზრით, ლიდერობა უკვე დაკარგულია და მსოფლიო ვალუტის სტატუსიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ავღანეთიდან ამერიკული ჯარების ნაჩქარევმა გამოყვანამ ვითარება კიდევ მეტად დაამძიმა.
რუბლის სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რუბლი — მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი ვალუტა: რა ღირს სინამდვილეში დოლარი
დოლარმა სერიოზული რყევა განიცადა 1975 წელს, როდესაც აშშ ვიეტნამიდან გადიოდა. მაგრამ იაპონიამ, გერმანიამ და ჩინეთმა ყველაფერი გააკეთეს, რათა კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაეშვათ. პეკინმა უარი თქვა იუანის საშინაო თუ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ყოფნის გაფართოებაზე.
ახლა თამაშის წესები სხვაგვარია. ეკონომიკური ზრდის დრაივერი აზიისკენ იხრება. სწორედ იქ დომინირებს ჩინეთი. გასული საუკუნის შუა წლებიდან ჩინელებმა მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობაში საკუთარი წილი ოთხჯერ გაზარდეს − თითქმის 20 პროცენტამდე. აშშ-ს 24 პროცენტი აქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აპირებს გადახედოს SDR კალათს − სესხების სპეციალურ უფლებებს, რომელთა გაცვლაც ნებისმიერ ვალუტაზეა შესაძლებელი. თუ იუანი გაძლიერდება, მსოფლიო საფინანსო სისტემა შეიცვლება, ამბობს ჯიმ ო’ნილი.
ევროპის ცენტრობანკის მონაცემებით, ამერიკული ვალუტის წილი საერთაშორისო რეზერვებში 2018 წელს 61,7%-მდე დაეცა − ეს ოცწლიანი მინიმუმია. გასულ წელს 60-ზე დაბლა დაეცა − პირველად 1995 წლის შემდეგ.
ამას თავად აშშ-ის მონეტარულმა ხელისუფლებამაც წააშველა ხელი. პანდემიისას მათ მთელი სიმძლავრიით აამუშავეს საბეჭდი დაზგა. ეკონომიკაში ტრილიონები გადაასხეს. ინფლაციამ 5,4%-ს მიაღწია − ეს მაქსიმუმია ბოლო 13 წლის განმავლობაში.
უოლ-სტრიტი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
კრიტიკული წერტილი: ანალიტიკოსები იმედგაცრუებული არიან აშშ-ის ეკონომიკით
დოლარის დინამიკა ახლა შეიძლება აღიწეროს როგორც „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“, ამიტომ შემაშფოთებელი პროგნოზები რეგულარულად ჩნდება. და ქაბულიდან მოუქნელი ევაკუაცია − ეს მთლიან სურათზე მხოლოდ ერთი შტრიხია. ავღანეთში მომხდარისგან პირდაპირი ეკონომიკური რისკები, ეკონომისტების უმრავლესობის აზრით, მაინც არ არსებობს. ამ ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა უმნიშვნელოა. ხოლო კონკურენტები ვერ შეძლებენ ამერიკული ვალუტის სერიოზულად შევიწროებას.
„იაპონია აშშ-ის სატელიტია ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. არანაირ დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ გადადგამს. ჩინეთიც კი, რომელთანაც ვაშინგტონის ურთიერთობები გაუარესდა, ძველებურადაა დამოკიდებული ამერიკულ ბაზარზე. პეკინი არ წავა სიტუაციის გამწვავებაზე“, − მიაჩნია ექსპერტ ვლადიმირ გრიგორიევს.
დოლარი გაუძლებს სამხედრო-პოლიტიკური ძალის, ტექნოლოგიური ლიდერობისა და ფინანსური მანიპულაციების წყალობით.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა − ფულადი მასის ზრდაა. მაგრამ გავლენის ყველა ბერკეტი აშშ-ის ფედერალური სარაზერვო სისტემის ხელშია. რეგულატორი მკაცრ პოლიტიკაზე შეიძლება წლის ბოლომდე გადავიდეს: გაზარდოს საკვანძო განაკვეთი, რაც ეროვნულ ვალუტას გაამყარებს.
ამის მტკიცებულებები არსებობს: 18 აგვისტოს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კომიტეტის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. ინვესტორებმა ამ დოკუმენტში ის იპოვეს, რასაც ეძებდნენ: საბეჭდ დაზგას გააჩერებენ. ბაზარს იმედი აქვს, რომ ეს ნოემბერში მოხდება.
2022 წელს კი განაკვეთის გაზრდაა მოსალოდნელი, რაც ასევე გაამყარებს დოლარს.
გაზკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
მოსაზრება: რუსეთი და აშშ ევროპულ ბაზარს იყოფენ – ვინ შეავსებს გაზსაცავებს
შესაძლო ჩამოშლის ერთადერთი სცენარია − თუ აშშ კიდევ ერთ მასშტაბურ და ძვირადღირებულ ომში ჩაერთვება. მაგრამ თეთრი სახლი სწორედ ამ სცენარს არიდებს თავს.

დოლარის გარეშე არაფერი გამოვა

დოლარის მსოფლიო საფინანსო არენიდან გაძევებას უკვე რამდენიმე ათწლეულია ცდილობენ. ევროსა და იუანის წილი საერთაშორისო ოპერაციებში ნელ-ნელა ნამდვილად იზრდება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი და ჩინეთი ძირითადად ექსპორტიორები არიან, ხოლო მათი გასაღების ძირითადი ბაზარი − შეერთებული შტატებია. ამასთან, ევროზონა პანდემიის შემდეგ უფრო ნელა და მძიმედ აღდგება.
როგორც დამოუკიდებელი ფინანსური კონსულტანტი ანა ხარჩენკო ამბობს, ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე აკონომიკა მსოფლიოში − ჩინურია. მიუხედავად ამისა, იუანი არც ისე პოპულარულია გლობალურ ვაჭრობაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების რეზერვებში ინახება ფულის მასა, რომელიც 11,1 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტია. აქედან ამერიკულ ვალუტაში დაახლოებით ექვსი ტრილიონია, ევროში კი მხოლოდ 2,3 ტრილიონი.
„აშშ-ს ყველაზე მრავალფეროვანი და ლიკვიდური საფინანსო ბაზარი აქვს. მთელი მსოფლიოდან იზიდავს კაპიტალს. აქედან მიდის ინვესტიციები იმ პროექტებში, რომლებში ინვესტირებასაც ევროპელები და ჩინელები ვერ ბედავენ“, – ამბობს საინვესტიციო კომპანია PFL Advisors-ის მმართველი პარტნიორი ფიოდორ ნაუმოვი.
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
უკუეფექტი: აშშ საკუთარი სანქციებით დოლარის დომინირებას უქმნის საფრთხეს
„სწორედ დოლარს აირჩევენ ყოველთვის სახსრების შესანახად, განსაკუთრებით – რუსეთში. 2014 წლიდან რუბლი ამერიკული ვალუტის მიმართ 2,5-ჯერ გაიაფდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაცემის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ია“, − ამბობს ფინანსისტ-ანალიტიკოსი მიხაილ კოგანი.
ანალიტიკოსების რჩევით, იმისათვის, რომ რისკები მინიმუმამდე შემცირდეს, „კვერცხები ერთ კალათში არ უნდა ჩაალაგოთ“. ამასთან ვალუტა ვერ გაამრავლებს კაპიტალს. ის უნდა იქნას გამოყენებული გადახდებისთვის, თორემ კონვერტაციაზე მეტს დაკარგავთ. ხოლო მაღალი ინფლაციისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, მინუსზე გასვლა მარტივია. ამიტომ ეკონომისტები თავისუფალი სახსრების აქტივებისკენ მიმართვას გვირჩევენ: აქციებში, ობლიგაციებში, უძრავ ქონებაში ჩადებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0