მოსაზრება: რუსეთი და აშშ ევროპულ ბაზარს იყოფენ – ვინ შეავსებს გაზსაცავებს

© photo: Sputnik / Сергей Козлов / ფოტობანკში გადასვლაგაზკომპრესორული სადგური
გაზკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ცივმა და გაჭიანურებულმა ზამთარმა ევროპის გაზის საცავები დააცარიელა, დარჩენილია მარაგების მხოლოდ მესამედი.

ირინა ბადმაევა

ამერიკელებმა ამით სარგებლობა გადაწყვიტეს და ევროპელებს ბევრი გათხევადებული აირი შესთავაზეს. მაგრამ კორონაკრიზისი ოკეანისგაღმური ენერგორესურსის შესაძენად ევროპას დიდი ხარჯების გაწევის საშუალებას არ აძლევს.

ევროპისთვის ანომალიური ყინვები

შემოდგომასა და ზამთარში ევროპელებმა 65 მილიარდ კუბომეტრზე მეტი გაზი მოიხმარეს, რაც ათწლიანი მაქსიმუმია. ამის შესახებ „გაზპრომი“იუწყება GasInfrastructureEurope-ზე დაყრდნობით. წინა პიკი 2018 წელს იყო, როდესაც თებერვალი–მარტში ევროპას ანომალიური ყინვებისა და დიდთოვლობის ციკლონმა გადაუარა.

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
დათვური სამსახური: რატომ არ აძლევს ხელს რუსეთს ძალიან ძვირი ნავთობი

ამინდი წლევანდელ ზამთარშიც ბოროტად ეხუმრა ევროპას. „გაზპრომს“ გაყინული ევროპისთვის მიწოდებების სასწრაფოდ გაზრდა მოუხდა იანვარში. გერმანიაში ჩვეულებრივთან შედარებით 32,4%-ით მეტი გაზი გაიგზავნა, საფრანგეთში — 77,3%-ით მეტი, ნიდერლანდებში — 21,2%-ით, ხოლო იტალიაში მთელი 100%-ით მეტი.

გარდა ამისა, ექსპორტი გაიზარდა აზიაშიც, რომელსაც ასევე დაატყდა თავს სიცივეები. შედეგად – ბაზარზე დეფიციტი წარმოიშვა, რამაც სპოტური ფასების (ფასიანი ქაღალდების, ვალუტისა თუ სხვა საქონლის დაუყოვნებელი მიწოდების ფასი) ფეთქებადი ზრდა გამოიწვია.

მაგალითად, აზიაში იყო მომენტი, როდესაც კოტირებები ათას კუბომეტრზე ათას დოლარს აჭარბებდა. ზოგი გარიგება 1400 დოლარზეც კი დაიდო. ევროპაში ფასებმა 300-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. და ეს მაშინ, როდესაც „გაზპრომის“ კონსერვატულ ბიუჯეტში 2021 წლისთვის 170 დოლარია გათვალისწინებული.

შედეგად – რუსული ექსპორტი შორეულ საზღვარგარეთში 19.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 46%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

უკეთესი ამინდები არც თებერვალში ყოფილა. სამი დღის განმავლობაში ევროპული საცავებიდან დღე-ღამეში მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადიოდა.

25 მარტისთვის, როდესაც ცივი სეზონი დამთავრდა, ევროპის მიწისქვეშა საცავების საშუალო შევსებადობა 29%-მდე დაეცა. კერძოდ: გერმანიასა და ავსტრიაში 26%-ით, ნიდერლანდებში — 23%-ით, ხოლო საფრანგეთში — 17%-ით.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მოსაზრება: რამდენ ხანს გაგრძელდება ნავთობის გაძვირება

„გაზპრომის“ დათვლით, იმისათვის, რომ მომავალ ზამთარს არ გაიყინონ, ევროპელებისთვის აუცილებელია, რომ საცავებში 57,3%-ით, ანუ თითქმის 24 მილიარდი კუბომეტრით მეტი გაზი ჩატვირთონ. ეს კი 2020 წლის საფრანგეთისა და ნიდერლანდების საერთო ექსპორტის ტოლია.

საცავების შევსების კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება 2011 წლის შემდეგ.

რუსული გაზის ალტერნატივები

„გაზპრომ ექსპორტის“ გენერალური დირექტორის ელენა ბურმისტროვას თქმით, რუსული ნედლეულის წილი ევროპის გაზის ბაზარზე 2020 წელს დაახლოებით 33 პროცენტი იყო. „უკვე მესამე კვარტლიდან ექსპორტის მოცულობებმა კრიზისამდელ მაჩვენებლებს მიაღწია, ზოგ შემთხვევაში კი გადააჭარბა კიდეც“, — აღნიშნა მან. იმპორტიორების წინაშე ყველა ვალდებულება შესრულდა. წლის ბოლოს კი საკონტრაქტო ფასები იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ევროპის ჰაბებში სპოტური ფასები იყო. ამან კი მიწოდებებს დამატებითი სტიმული მისცა.

რუსეთის გარდა, ევროპას ცისფერ საწვავს აწვდიან ნორვეგია, კატარი, ალჟირი, აშშ და ნიგერია. მთავარი მომხმარებლები არიან: გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია. ამასთან გერმანელები და ბრიტანელები გაზს „ჩრდილოეთის ნაკადით“ იღებენ. სხვა ვარიანტები არ არსებობს. რა თქმა უნდა, გათხევადებულ ბუნებრივ აირზე გადასვლა შეიძლება, მაგრამ ის უფრო ძვირია. გარდა ამისა, მისთვის სპეციალური ტერმინალებია საჭირო, რომლებიც, მაგალითად, გერმანიას არ გააჩნია. გათხევადებული გაზი მას ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით მიეწოდება.

ნავთობის ტანკერები - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2020
მოსაზრება: ჩინეთმა აშშ ნავთობგადამუშავებაში დაჯაბნა – რას მიიღებს ამით რუსეთი

იტალიასა და ბრიტანეთში ტერმინალები არის, მაგრამ იქ გაზსადენის აირზე უარის თქმას არ ჩქარობენ. ამიტომაც რუსული ენერგორესურსის მთავარი მყიდველები მხარს არ უჭერენ აშშ-ის ბრძოლას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, გერმანია ამერიკელებს ტერმინალების აშენების დაფინანსებას სთავაზობდა მათი გათხევადებული გაზისთვის, ოღონდ რუსული გაზსადენისთვის თავი დაენებებინათ. გასული წლის ზაფხულში გერმანია მზად იყო, მილიარდი ევრო გაეღო ამ საქმისთვის, მაგრამ ვაშინგტონი მაინც თავისაზე დგას.

რუსულ პროექტს ევროკავშირში სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავს: ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ხორვატია. ეს სატრანზიტო ქვეყნებია, რომლებიც გაზის გატარებით ცოტა ფულს არ შოულობენ.

მაგალითად, ვარშავამ უკვე განაცხადა, რომ 2022 წელს რუსული გაზის გარეშე აპირებს ფონს გასვლას. პოლონელებს ჩრდილოეთის ზღვაში მშენებარე გაზსადენ Baltic Pipe-ის იმედი აქვთ, დანარჩენებს — ამერიკული გათხევადებული გაზისა.

ამერიკელები, რაღა თქმა უნდა, მოხარულები იქნებოდნენ, შეევსოთ ევროპული საცავები, მით უმეტეს ახლა, როდესაც აზიაში მოთხოვნის აჟიოტაჟი ჩაცხრა. მარტში ევროპამ მათგან 11 მლრდ კუბომეტრი შეიძინა — ორჯერ მეტი, ვიდრე იანვარსა და თებერვალში. შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ ევროპა მიწოდებების 30%-ით უზრუნველყო. უფრო მეტიც, ახლა ზღვებსა და ოკეანეებში ამერიკული გათხევადებული გაზით დატვირთული 70 ტანკერი იმყოფება.

როგორ შეივსება ევროპული საცავები

ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
რუსეთმა შეიძლება სასამართლოს მიმართოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასაცავად

კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გათხევადებული ბუნებრივი აირი კვლავინდებურად უფრო ძვირია, ვიდრე გაზსადენის. გარდა ამისა, „გაზპრომს“, კონკურენტებისგან განსხვავებით, სწრაფად შეუძლია სადღეღამისო მოპოვებებისა და მიწოდებების გაზრდა. კომპანიას საკუთარი მიწისქვეშა საცავები აქვს ევროპაში.

ექსპერტ ალექსანდრ ტიმოფეევის თქმით, დასავლეთევროპული მიმართულება პრიორიტეტშია, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადის“ რენტაბელობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. „ცივმა და გაჭიანურებულმა ზამთარმა კარგი მოთხოვნა გამოიწვია. ის შეიძლება უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე საცავების შევსება, რასაც უკვე შემოდგომისთვის ფასების ზრდა მოჰყვება“, — ამბობს ექსპერტი.

VYGONConsulting-ის დამოუკიდებელი კონსულტანტის აზრით, ამ წელს „გაზპრომი“ შორეულ საზღვარგარეთში გაზის ექსპორტის 210 მლრდ კუბომეტრამდე გაზრდას შეძლებს. ეს 17%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე, და თითქმის 5,5%-ით მეტი კოვიდამდელი 2019 წლის მაჩვენებელზე.

მაგალითად, პირველ კვარტალში „გაზპრომის“ ექსპორტი 30,7%-ით გაიზარდა. „ამასთან მანამდე მიმწოდებელი ბიუჯეტში 170 დოლარს განსაზღვრავდა ათას კუბომეტრზე. მაგრამ მერე გეგმები გადაიხედა. ახლა საშუალოწლიურ 200 დოლარზეა ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ გრძელვადიანი კონტრაქტები ბევრადაა მიბმული ევროპულ სპოტურ ფასებთან. გარდა ამისა, გაიზარდა ნავთობ–კოტირებებიც, რომელზეც გაზის კოტირებებია დამოკიდებული. ამიტომაც „გაზპრომს“ არ გაუჭირდება მომხმარებლების დარწმუნება თავისი გეგმების რეალობაში“, — მიაჩნია მარკ გოიჰმანს, საინფორმაციო–ანალიტიკური ცენტრი TeleTrade-ის მთავარ ეკონომისტს.

აღსანიშნავია, რომ გაზი გასათბობი სეზონის დასრულების შემდეგაც განაგრძობს გაძვირებას. ამ დროისათვის ნიდერლანდების ჰაბზე TTF (Title Transfer Facility Natural Gas Price Index) სპოტზე 252 დოლარია ათას კუბომეტრზე, რაც მაქსიმუმია 2018 წლის შემდეგ.

VYGON Consulting–ში აღნიშნავენ, რომ ჯამში „გაზპრომის“ მოგება შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში მიწოდებებიდან ამ წელს 1,7–ჯერ მოიმატებს და 42 მლრდ დოლარდ მიაღწევს. ეს კი სწორედ რომ დროულია რუსეთის ბიუჯეტისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური