მოსაზრება: ჩინეთმა აშშ ნავთობგადამუშავებაში დაჯაბნა – რას მიიღებს ამით რუსეთი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / ფოტობანკში გადასვლანავთობის ტანკერები
ნავთობის ტანკერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური პეკინი ფსონს ბენზინსა და დიზელის საწვავზე დებს და ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეებს ზრდის.

ირინა ბადმაევა

უკვე მომავალ წელს ჩინეთი ამ მაჩვენებლით აშშ-ს გადაუსწრებს. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ამერიკელები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობითაც ჩამორჩნენ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჩინელებს შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღამ შეუშალოს ხელი.

ლიდერის ცვლა

დონალდ ტრამპი და სი ცზინპინი - Sputnik საქართველო
კოზირი სახელოში: გაყიდის თუ არა ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო ვალს

ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ოქტომბერში ნავთობგადამუშავება ქვეყანაში 2,5%-ით გაიზარდა და ისტორიულ რეკორდს — დღე-ღამეში 14,09 მლნ ბარელს მიაღწია. აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი სექტემბერში მხოლოდ 13,5 მლნ იყო.

და ჩინელები გაჩერებას არ აპირებენ. მომდევნო წლის ბოლოსთვის ორი ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება, რის შესახებაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ნოემბრის მოხსენებაშია ნათქვამი. არადა, ვარაუდობდნენ, რომ ეს 2023 წელზე ადრე არ მოხდებოდა.

შენდება კიდევ ოთხი ქარხანა, რომელთა საერთო სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი იქნება. ამდენი მუშავდება, მაგალითად, მთელ დიდ ბრიტანეთში.

ჩინეთი უკვე რამდენიმე ათწლეულია ცდილობს დააკმაყოფილოს ბენზინსა და დიზელის საწვავზე მზარდი მოთხოვნა. ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.

„2000 წლიდან ქვეყანამ ნავთობპროდუქტების წარმოება სამჯერ გაზარდა. 2025 წლისთვის ნავთობგადამუშავება 20 მლნ ბარელს მიაღწევს დღე-ღამეში“, — აღნიშნა საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრ „ტელე-ტრეიდის“ მთავარმა ეკონომისტმა მარკ გოიჰმანმა.

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკელი მეფიქალეები ნავთობგიგანტების გადარჩენას ცდილობენ

მისი აზრით, აშშ-ს მოუწევს დათმოს ლიდერის პოზიცია 2021 წელს, რომელსაც მე-19 საუკუნიდან ინარჩუნებდა.

ამერიკელები ხურავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაბალი მარჟინალობის გამო, რომელმაც ნავთობის ფასების დაცემის კვლადაკვალ დაიწია. წარმავალ წელს შავმა ოქრომ არაერთხელ განაახლა მინიმუმი. მაგალითად, 18 მარტს Brent-ის მარკის ნავთობი 15%-ით გაიაფდა 2003 წლის შემდეგ და ერთი ბარელი 24,52 დოლარი ღირდა.

შემცირდა საწვავზე მსოფლიო მოთხოვნაც. ამიტომ ნავთობგადამუშავება რეკორდულ 1,7 მლნ ბარელამდე დაეცა. თანაც აქედან ლომის წილი სწორედ ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მოდიოდა.

მწვანე ენერგეტიკა: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს

ჩინეთის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლაა, მიაჩნია „ალორ ბროკერის“ მთავარ ანალიტიკოსს ალექსეი ანტონოვს. ჩინეთის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და მდგრადობას იჩენს, ხოლო ევროპასა და აშშ-ში დაცემას განაგრძობს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩინელები არა მარტო ნავთობგადამუშავებაში, არამედ მეტალურგიაშიც ლიდერობენ.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
სავალუტო ფონდმა მოიფიქრა, როგორ გადაარჩინოს მსოფლიო: რუსეთს ეს სიღატაკით ემუქრება

ეკონომისტის თქმით, იგივე ტენდენცია შეინიშნება ინდოეთში და ახლო აღმოსავლეთშიც. ეს იწვევს მთელი რიგი მოძველებული სიმძლავრეების დახურვას აზიის რეგიონშიც კი, მაგალითად, სინგაპურში.

გარდა ამისა, აშშ და ევროპა თანდათან უარს ამბობენ ნახშირწყალბადებზე ენერგიის ალტერნატიული წყაროების სასარგებლოდ. ჩინეთი კი არ არის „შებორკილი“ მკაცრი ეკოლოგიური ვალდებულებებით.

ნავთობზე დამოკიდებული რუსეთისთვის „მწვანე“ სცენარი კომპანიების დიდ ხარჯებსა და ბიუჯეტში შემოსავლების კლებას მოასწავებს.

მარკ გოიჰმანის აზრით, რუსეთი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ხაზინის სხვა წყაროებიდან შევსებაზე, რათა 15–20 წლის შემდეგ ნავთობშემოსავლები ჩაანაცვლოს.

პანდემია: აზიური სცენარი

მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. დიდია ალბათობა იმისა, რომ უკვე 2025 წლისთვის ჩინეთში საწარმოო სიმძლავრეების ზრდა მოთხოვნას გადააჭარბებს. ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC-ს მონაცემებით, ხუთი წლის შემდეგ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების სიჭარბეა მოსალოდნელი დღე-ღამეში 1,4 მლნ ბარელის ოდენობით.

ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ფიქალურ ნავთობში ინვესტიციები მინიმუმამდე დაეცა

„ახლა შტატებთან დაძაბული ურთიერთობების პირობებში ჩინელ მენავთობეებს ამოძრავებთ სურვილი, შური იძიონ შიდა ვაჭრობაში შეზღუდვებზე. და ასე აწიონ სახელმწიფოს პრესტიჟი“, — ვარაუდობს ალექსეი ანტონოვი.

ამიტომ სამი–ხუთი წლის ტენდენციების მონაცემებზე დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლიდერი შეიცვლება არა მარტო ნავთობგადამუშავების სფეროში, არამედ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლის — მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის კუთხითაც.

„პანდემიამდე ჩინეთს ხუთი წელი აკლდა საიმისოდ, რომ ამერიკული ეკონომიკისთვის გადაესწრო. ახლა, კორონავირუსის გავრცელებასთან უფრო ეფექტური ბრძოლის წყალობით, ჩინელებს შეუძლიათ წინ უფრო ადრე გაიჭრნენ“, — ვარაუდობს ექსპერტი ანტონ გრინშტეინი.

სხვა საკითხია, მზადაა თუ არა აშშ პოზიციების დასათმობად. ამერიკული ისტებლიშმენტი შეეცადა პრობლემა ეკონომიკურად და დიპლომატიურად გადაეჭრა, აღნიშნავს ანალიტიკოსი. მაგრამ არ გამოვიდა. და ახლა პრეზიდენტ–ბიზნესმენის ნაცვლად პრეზიდენტი–პოლიტიკოსი მოდის.

გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებასაც უკავშირდება. მაგრამ აზიაში მეორე ტალღა არ გამოირიცხება. დაავადების აფეთქებები უკვე დაფიქსირდა ინდონეზიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში. ამას შეუძლია კარდინალურად შეცვალოს ძალთა გადანაწილება აშშ-სა და ჩინეთს შორის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური