დათვური სამსახური: რატომ არ აძლევს ხელს რუსეთს ძალიან ძვირი ნავთობი

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / ფოტობანკში გადასვლანავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გაზაფხულის დადგომასთან ერთად 70 დოლარამდე გაძვირებული შავი ოქროს, ნავთობის ფასმა ისევ სწრაფად დაიწია.

ირინა ბადმაევა

ნედლეული ევროპაში ვაქცინაციის პრობლემების გამო გაიაფდა. ბაზრის მონაწილეები შიშობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა შენელდება და ნავთობროდუქტებზე, უპირველესად, ბანზინზე მოთხოვნა დაეცემა.

დაცემა ზრდის შემდეგ

ნახშირწყალბადების ბაზარი გადახურდა: აწევა დაცემით შეიცვალა. თვის დასაწყისში Brent-ის ერთი ბარელი 70 დოლარზე მეტი ღირდა — ისევე, როგორც კორონავირუსამდე, 2020 წლის იანვარში.

მაგრამ მარტის შუა რიცხვებში „ბრენტის“ ფასი 62 დოლარამდე ჩამოვიდა, ხოლო WTI-ს ღირებულება, რომელმაც მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, 59 დოლარამდე შემცირდა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მოსაზრება: რამდენ ხანს გაგრძელდება ნავთობის გაძვირება

საქმე ისაა, რომ ევროპაში ვაქცინაცია ისე არ წავიდა, როგორც იმედოვნებდნენ. ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ) შეაჩერა AstraZeneca-ს პრეპარატით აცრები გამოვლენილი გვერდითი ეფექტების გამო.

ამან შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა დაამუხრუჭოს და, შესაბამისად, შეამციროს საწვავზე მოთხოვნაც. და ფასებიც ქცემოთ წამოვიდა.

მიუხედავად ამისა, როგორც ექსპერტი ოლეგ კალენოვი აცხადებს, ვითარება ბაზარზე საკმაოდ ხელსაყრელია.

„ოპტიმიზმის საფუძველს კორონავირუსთან ბრძოლაში დაგროვილი გამოცდილება იძლევა, ამასთან წარმოების მოცულობები იზრდება, ტრანსპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება“, — აღნიშნა ექსპერტმა.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ, პირველად ნახევარი წლის განმავლობაში, ნავთობზე პროგნოზი ასწია. ანალიტიკოსები მსოფლიო მოთხოვნას დღე-ღამეში 96,5 მლნ ბარელზე ელოდებიან. პირველ კვარტალში მოხმარების ზრდას ევროპაში, აზიის ჩრდილოეთსა და აშშ-ში ანომალიურმა სიცივეებმა შეუწყო ხელი. შედეგად – ამერიკული მოწოდებებიდან დროებით ამოვარდა თითქმის 3,5 მლნ ბარელი დღეში.

მაგრამ OPEC+-მა გადაწყვიტა არ ეჩქარა აპრილში მოპოვებების გაზრდასთან დაკავშირებით. გამონაკლისი არიან რუსეთი და ყაზახეთი, რომლებსაც დღე-ღამეში, შესაბამისად, 130 ათასი და 20 ათასი ბარელის მომატების უფლება მისცეს. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყანას სეზონური მოთხოვნები აქვს. საუბარი უპირველესად შიდა ბაზარზეა.

ნავთობის ტანკერები - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2020
მოსაზრება: ჩინეთმა აშშ ნავთობგადამუშავებაში დაჯაბნა – რას მიიღებს ამით რუსეთი

დამატებითი საწვავი ექსპორტზე არ გავა. ის მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებზე გადამისამართდება, რათა ბენზინზე ფასები შეინარჩუნონ.

კოტირებების საერთო ძალისხმევებით გაზრდა

საუდის არაბეთი თავისთვის ნებაყოფლობით შეზღუდვებს ინაჩუნებს — დღეში მილიონი ბარელი. როგორც სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი, პრინცი აბდულაზიზ ბენ სალმანი ამბობს, დანაკარგებს „თავის დროზე“ აინაზღაურებენ, ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად.

სხვათა შორის, წელს OPEC+ ისეთი დისციპლინირებულია, როგორც არასდროს.

იანვარში მოპოვებები 7,4 მლნ ბარელით შემცირდა დღე-ღამეში. ეს 103%-ით შესრულებაა. თებერვალში კი — 112%-ით. გასაკვირი არ არის, რომ კოტირებებმა ზემოთ აიწია“, — ამბობს ექსპერტი მაქსიმ ჩერნიაევი.

აღდგენის გზაზეა მოთხოვნები საწვავზე ჩინეთში, ინდოეთსა და ასევე ევროპაში, სადაც სამრეწველო აქტიურობის მაჩვენებლები მარტის დასაწყისში 2018 წლის გაზაფხულის მაჩვენებლებს გაუტოლდა. თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკაში მოსალოდნელი ამერიკული ფინანსური დაბანდებებიც — დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ოდენობით. მომხმარებლები უფრო მეტის დახარჯვას დაიწყებენ, რაც საქონლის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ბენზინზე მოთხოვნას გაზრდის.

გარდა ამისა, საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს მაინც აქვს წარმატებული მასშტაბური ვაქცინაციის იმედი, რაც დაავადების შემთხვევებს შეამცირებს და საკარანტინო ზომებს შეასუსტებს. შედეგად – 60%-ით აღდგება მოთხოვნები ნავთობზე. თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ, კრიზისამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნება ორ წელზე ადრე არ მოხერხდება.

ჰუსიტების საპროტესტო აქცია იემენში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
მოსაზრება: აშშ–მა საუდიტების დასჯა გადაწყვიტა - რას მოიგებენ ირანი და რუსეთი?

ამიტომ სააგენტოს ექსპერტებს არ სჯერათ მორიგი საფასო სუპერციკლისა. ბაზარი ძლივს თუ წარმოაჩენს მკვეთრ და მდგრად ზრდას.

სანავთობო დათვური სამსახური

მსოფლიოს  ნავთობსაცავებში ნავთობი ძველებურად საკმარისზე მეტია. უფრო მეტიც, ზოგი ექსპორტიორი მიწოდებების გაზრდას აპირებს. მაგალითად, ბაზარზე დაბრუნდა ლიბია. ქვეყანაში კვლავ ამუშავდა დარგობრივი ობიექტები, რომლებიც სამოქალაო ომის დროს გამოვიდა მწყობრიდან.

ამასთან ლიბია გაათავისუფლეს OPEC+-ის გარიგებისგან. ნოემბრიდან იქ დღე-ღამეში მილიონ ბარელზე მეტს მოიპოვებენ. უახლოეს თვეებში ნავთობსაბადოების დამუშავებას ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და დასავლეთში შეუდგებიან. აღადგენენ 2015 წელს დახურულ რამდენიმე საბადოსაც.

ეს ბაზრის მონაწილეებს აშფოთებს. „ოპეკში“ ჭარბწარმოების კრიზისს უფრთხიან.

გარდა ლიბიური ნავთობისა, კოტირებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ამერიკული ფიქალური ინდუსტრიის აღდგენამაც.

უნდა ითქვას, რომ როდესაც ზრდა დაცემით იცვლება, ფასები შანსს იღებს – დიდი ხნით დარჩეს უფრო მაღალ მაჩვენებელზე. 75 დოლარამდე გაზრდის შემდეგ კოტირებები 63–68 დოლარის დიაპაზონში გაჩერდება, შესაძლოა მან მცირე ხნით დაიწიოს 60 დოლარამდე. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მომპოვებელ ქვეყნებს ამაზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, მათ შორის, რუსეთსაც.

ნავთობის ჭაბურღილი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
ახალი ტალღა: ნაწინასწარმეტყველებია მეხუთე სანავთობე სუპერციკლი

თუმცა ფასის 60 დოლარზე ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაშიც კი რუსულ ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება.

„ზემაღალი კოტირებები პოზიტიურად აისახება ხაზინის შევსებასა და ნავთობის დარგის მუშაკთა ხარჯების შევსების ზრდაზე. მეორე მხრივ, ნავთობმოპოვებისა და გადამუშავების ზერენტაბელობამ შეიძლება შეასუსტოს მსხვილი მრეწველების სურვილი, დააბანდონ კაპიტალი ნებისმიერ პროექტში, რომლებიც ნედლეულის მოპოვებასთან არ იქნება დაკავშირებული — IT და მაღალი ტექნოლოგიების ჩათვლით“, — აცხადებს საინფორმაციო–ანალიტიკური ცენტრი TeleTrade-ს წამყვანი სპეციალისტი.

თუ ნავთობკომპანიები გადასახადებით არ შეკავდებიან, ძვირი ნედლეული დათვურ სამსახურს გასწევს — შეანელებს ეკონომიკის დივერსიფიკაციას.

რუსეთის 2021 წლის ბიუჯეტში Urals-ის ნავთობზე 43,3 დოლარია გათვალისწინებული.

„თუ ნაკლები იქნება, ხაზინა დანაკარგებს ნახავს. ოპტიმალური დიაპაზონი არის 43,3-დან 80 დოლარამდე, რათა ბიუჯეტის შევსება შენარჩუნდეს და OPEC+-ის არაწევრი ქვეყნების მოპოვებების გაზრდაზე პროვოცირება არ მოხდეს“, — ამბობს მაქსიმ ჩერნიევი.

ამასობაში კი რუსული საექსპორტო ნავთობი უკვე ორი კვირაა, სტაბილურად იყიდება ევროპაში 65 დოლარზე მეტ ფასად. ბოლოს ასეთი რამ 2020 წლის იანვრის დასაწყისში იყო.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური