რუბლი — მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი ვალუტა: რა ღირს სინამდვილეში დოლარი

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშირუბლის სიმბოლო
რუბლის სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
რუსეთისა და აშშ-ის McDonald's-ის რესტორნებში ბიგმაკების ფასებით თუ ვიმსჯელებთ, დოლარი 30 რუბლი უნდა ღირდეს.
 
ირინა ბადმაევა
ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2013 წელს იყო. რამდენად ობიექტურია ამერიკული ეკონომიკური ჟურნალის ინდიკატორი და რატომ განსხვავდება ფაქტობრივი და „ბურგერული“ კოტირებები — წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.

ეკონომისტის ხუმრობა

უოლ-სტრიტი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
კრიტიკული წერტილი: ანალიტიკოსები იმედგაცრუებული არიან აშშ-ის ეკონომიკით
რუსული რუბლი დაუფასებლობით მხოლოდ ლიბანის ფუნტს ჩამორჩება, ირკვევა „ბიგმაკის ინდექსიდან“. ივარაუდება, რომ ბურგერი ერთნაირი ფასი უნდა ღირდეს. სადაც უფრო იაფია, ვიდრე ამერიკაში, ადგილობრივი ვალუტა დაუფასებელია, და პირიქით.
რუსეთშ ბიგმაკი 169 რუბლი ღირს, აშშ-ში — 5,65 დოლარი. გამოდის, რომ სამართლიანი კურსი 30 რუბლია, მაგრამ რეალური გაცვლითი 74,53-ია. ანუ რუსული ვალუტა თითქმის 60%-ითაა დაუფასებელი, ევრო — 11,1-ით, ბრიტანული გირვანქა — 15,5-ით.
ოთხი ფულადი ერთეული გადაჭარბებით დაფასებული გამოდგა. გამოირჩევა ვენესუელური ბოლივარი — ის 47,7 პროცენტით იაფი უნდა ღირდეს. შვეიცარიული ფრანკი — 24,7-ით, ნორვეგიული და შვედური კრონები — 11,5 და 9,6-ით.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
მოსაზრება: აშენდება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი−2“ ოქტომბრისთვის
„ბიგმაკის ინდექსი“ 1986 წელს გამოიგონა ჟურნალმა The Economist-მა —  ხუმრობის სახით. მაგრა ეს ახლა არაოფიციალური ხერხია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის განსასაზღვრად. ითვლება წელიწადში ორჯერ.  
ამისთვის McDonald's-ის ბურგერი აირჩიეს, იმიტომ რომ ის ყველგან იყიდება. უკვე 1980-იანებში სწრაფი კვების რესტორნების ქსელი გლობალურ ბიზნესად იქცა. დაწესებულებები, სახასიათო М-ით არ არის ბერმუდის კუნძულებზე, ირანში, მაკედონიაში, იემენში, ჩერნოგორიაში, ჩრდილოეთ კორეაში, ზიმბაბვეში, ბოლივიაში, ისლანდიასა და სომხეთში.  
მთავარი — კლასიკური ბიგმაკი ყველგან ერთნაირია. და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან შედგება: პურისგან, ყველისგან, კოტლეტისა და ბოსტნეულისგან.
ივლისის რეიტინგის თანახმად, ქვეყნების უმეტესობაში ბიგმაკი უფრო იაფია, ვიდრე აშშ-ში. კერძოდ, ავსტრალიაში, საუდის არაბეთში, კატარში. სიის ბოლოში არიან: აზერბაიჯანი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა.
გაზკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
მოსაზრება: რუსეთი და აშშ ევროპულ ბაზარს იყოფენ – ვინ შეავსებს გაზსაცავებს

პოპულარული, მაგრამ არაობიექტური

რუბლის დაუფასებლობაზე ათობით წელია, ლაპარაკობენ. მაგრამ, გარდა „ბიგმაკის ინდექსისა“, არის სხვა ფაქტორებიც, და ბურგერი არ შეიძლება, ერთი ფასი ღირდეს სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, ხელფასები და საარენდო განაკვეთები რუსეთში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ამიტომ ბიგმაკის ფასი რუსეთში უფრო ნაკლებია. ამასთან ბიგმაკის იმპორტირებას არავინ ეწევა, ის ადგილზე მზადდება — საყოფაცხოვრებო ელექტრონიკისა და სმარტფონებისგან განსხვავებით. „iPod-ის ინდექსით“ რუბლი ჭარბად დაფასებული გამოვა.
ამასთან კომპანია McDonald'sი ფასის დადებისას მოსახლეობის რეალური შემოსავლებითა და მსყიდველობითი უნარით ხელმძვნელობს. არ უნდა დაგვავიწყდეს გადასახადები და კონკურენციაც.
ამიტომ „ბიგმაკის ინდექსი“ არაობიექტურია. არსებობს შედარების უფრო კომპლექსური და გამჭვირვალე მეთოდები. მაგალითად, პირველი აუცილებლობის საქონლის, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების  საფუძველზე. მათზე ფასებს ბაზარი აყალიბებს და არა ერთი კერძო კომპანია, რომელიც იმავდროულად კომერციული საიდუმლოს უფლებას ინარჩუნებს.
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
დათვური სამსახური: რატომ არ აძლევს ხელს რუსეთს ძალიან ძვირი ნავთობი

საქმე ბიგმაკში არ არის

ეროვნული ვალუტის კურსს ქვეყნის საგადასახადო ბალანსისა და ფულადი მასის გრძელვადიანი დინამიკა განსაზღრავს, რომელიც, თავის მხრივ, ინფლაციაზე ახდენს გავლენას.
საერთაშორისო და შიდა სავალუტო ბაზრების მნიშვნელოვანი მოთამაშეები ცენტრობანკები არიან. რეგულატორებს შეუძლიათ შეზღუდონ გამყარება ან პირიქით, შეაკავონ ეროვნული ფულადი ერთეულის მკვეთრი ვარდნა.
ვალუტის კურსი მათი ფხიზელი კონტროლის ქვეშა, ვინაიდან ეს ქვეყნებს შორის კონკურენტული სავაჭრო ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. შედეგად, ფულის ღირებულება ხშირად მახინჯდება. ამიტომ „ბიგმაკის ინდექსზე“ დაყრდნობა განსაკუთრებულად არ ღირს.
„დაუფასებელთა ათეულში ძირითადად ისინი არიან, ვინც მსოფლიოში გავრცელებადობის ტოპ-100-შიც არ შედიან. ამის მკაფიო მაგალითია ლიბანური ფუნტი. აქვეა რუსული რუბლიც. ამასთან ყველაზე ჭარბად დაფასებული ვენესუელური ბოლივარია, გიჟური ინფლაციითა და აშშ-ის ყველანაირი სანქციით“, — ქმბობს ექსპერტი ნიკოლაი პერესლავსკი.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მოსაზრება: რამდენ ხანს გაგრძელდება ნავთობის გაძვირება
მისი თქმით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რუბლზე გეოპოლიტიკა ახდენს გავლენას: ანტირუსული სანქციები, მათი გაფართოების რისკები. ტრადიციულად როლს თამაშობს ნავთობის კოტირებებიც. ისახება ფინანსთა სამინისტროს მიერ ვალუტის შესყიდვის საბიუჯეტო წესიც შავ ოქროზე ფასის მატების ფონზე. ამგვარად ხელოვნურად აღიკვეთება რუბლის ზედმეტი გამყარება. მთლიანობაში კურსის წარმომქმნელი პოლიტიკა ხელს არ უწყობს მის გამყარებას. საქმე ისაა, რომ ზომიერად სუსტი რუბლი ზრდის საზღვარგარეთ მიწოდებებიდან მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებს. ეს ხელს აძლევს ექსპორტიორებსაც, რომლებიც ეკონომიკაში დომინირებენ.
ირიბი ფაქტორები — ეს შიდა პოლიტიკა და მსოფლიო საფინანსო ბაზრების განწყობებია. „სანქციების გარეშე იმის ალბათობა, რომ რუსული ვალუტა მინიმუმ ერთნახევარზე მეტჯერ იქნებოდა კოტირებული, ძალიან მაღალია“, — აზუსტებს ექსპერტი.
ასეა თუ ისე, წლის ბოლომდე ერთი დოლარი 70 რუბლზე დაბლა არ ჩამოვა. აი 80-იანი ნიშნულის გარღვევა კი სავსებით რეალურია პოლიტიკური რისკების გამო. დიდი ალბათობით, კურსი ერთ დოლარზე 73-77 რუბლის, ხოლო ევროზე 85-90-ის ფარგლებში დარჩება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0