მოსაზრება: აშენდება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი−2“ ოქტომბრისთვის

© photo: Sputnik / Ekaterina Solovieva / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი-2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
„ჩრდილოეთის ნაკადი−2−ის“ გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სანქციებით ემუქრება.

ირინა ბადმაევა

და, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კარგად აცნობიერებენ რუსული ცისფერი საწვავის აუცილებლობას, გერმანიაში არჩევნებმა შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს პროექტის პერსპექტივებზე. შესაბამისად, სამუშაობის დამთავრება უნდა დაჩქარდეს.

მოესწროს ბუნდესტაგის არჩევნებამდე

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
ჰამბურგის სასამართლო: პროცესი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება

გერმანიაში რუსეთის ელჩ სერგეი ნეჩაევის თქმით, გაზსადენის მშენებლობა 26 სექტემბრამდე დასრულდება. „თუ კარგი ამინდი იქნება, სწრაფად წავიწევთ წინ“, — თქვა მან. გასაყვანი სულ ასი კილომეტრიღაა დარჩენილი.

არჩევნების შემდეგ ბუნდესტაგში ძლიერი პოზიციები შეიძლება მწვანეებმა მოიპოვონ, ისინი კი ამ პროექტს, რბილად რომ ვთქვათ, მხარს არ უჭერენ. ასე მაგალითად, 3 მაისს გერმანიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (NABU) სარჩელი შეიტანა ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში. ეკოლოგებს მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი−2“ ბალტიის ზღვას ზიანს მიაყენებს.

გარდა ამისა, რუსული მილსადენისადმი ლოიალურად განწყობილი ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს დატოვებს. ვინ მოვა ხელისუფლებაში, ჯერჯერობით გაურკვეველია. არადა ფსონზე ძალიან დიდი ფული დევს.

„ახლა საკითხი ასე დგას: გვინდა თუ არა, რომ ათი მილიარდი ევრო ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაიმარხოს. გადაწყვეტილება ევროპამ უნდა მიიღოს“, — ხაზს უსვამს ნეჩაევი.

ევროკავშირში აზრი, დიდი ხანია, ორად გაიყო. მილსადენი გერმანიის, ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებზე გადის. პირველი სამი ქვეყანა მშენებლობას საკმაოდ სწრაფად დათანხმდა. წინააღმდეგი მხოლოდ კოპენჰაგენი იყო, თუმცა საბოლოოდ მანაც დათმო. სამაგიეროდ ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ხორვატია არიან კატეგორიული წინააღმდეგები. რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე. ტრანზიტორის სტატუსის დაკარგვა არავის უნდა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შესაძლოა აიკრძალოს. რას უპასუხებენ რუსეთი და გერმანია - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შესაძლოა აიკრძალოს. რას უპასუხებენ რუსეთი და გერმანია

ვარშავა მზადაა, 2022 წლიდან რუსული გაზის გარეშე გაიტანოს თავი. სწორედ ამ დროს ეწურება „გაზპრომთან“ კონტრაქტი. პოლონელებს ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი მილსადენის, Baltic Pipe−ს იმედი აქვთ, დანარჩენებს  — ოკეანისგაღმური გათხევადებული გაზისა, რომლის მიწოდებასაც ამერიკელები ჰპირდებიან ევროპელებს.

სანქციების მიუხედავად

„ჩრდილოეთის ნაკადი−2−ის“ ორივე ტოტის საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრია. მარშრუტის სიგრძე — 1234 კმ.

მშენებლობა 2019 წელს შეჩერდა — შვეიცარიული მილგამყვანი Allseas−ი პროექტიდან გავიდა ამერიკული სანქციების გამო. ერთი წლის შემდეგ სამუშაოები განახლდა, მაგრამ ვა შინგტონი კვანტის დადებას განაგრძობს.

აშშ−ის 2021 წლის თავდაცვითი ბიუჯეტით შეზღუდვები გაფართოვდა. სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპულ კომპანიებს აშინებს. მიმდინარე წლის დეკემბერში „ჩრდილოეთის ნალადი−2−დან“ 18 ევროკავშირელი მონაწილე გავიდა.

თუმცა ევროპაში კარგად აცნობიერებენ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. კრემლშიც ხაზს უსვამენ, რომ პარტნიორები თანმიმდევრულები არიან ჩრდილოეთის ნაკადი−2−ის“ დასრულების საქმეში.

გერმანიის ხელისუფლება არაერთხელ ირწმუნებოდა ამას — კერძოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი, ლონდონში „შვიდეულის“ სხდომაზე. საქმე ისაა, რომ გერმანია უარს ამბობს ქვანახშირისა და ატომურ ენერგეტიკაზე. იმისათვის, რომ განახლებად წყაროებზე უმტკივნეულოდ გადავიდეს, ქვეყანას მეტი გაზი ესაჭიროება.

აშშ კონგრესის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
სახიფათო სისუსტე რუსეთის მიმართ: კონგრესმენები ბაიდენს ადანაშულებენ

რამდენიმე დღის შემდეგ, 11 მაისს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ტინო კრუპალამ განაცხადა: „როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან“. და აღნიშნა, რომ გაზსადენის შენებლობის დასრულება ხელსაყრელია გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც.

„შეუძლებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტური თანამშრომლობის გაფუჭება ამწუთიერი პოლიტიკური პრეტენზიებით, როგორც ეს აშშ−ს სურს. არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი“, — მიაჩნია ექსპერტ მაქსიმ ჩერნიაევს.

მაგრამ სექტემბრის ბოლოს წითელი ლენტის გადაჭრა საეჭვოა.

„წინააღმდეგობები არის არა მარტო იურიდიული და პოლიტიკური — მუშაობის ტემპიც დაბალია. 19 აპრილიდან 10 მაისამდე სულ 3,1 კმ მილი ჩაიყარა. 1−19 აპრილს − 8,6 კმ. გამოდის, რომ ორმოცი დღის განმავლობაში სულ 11,7 კმ, ანუ საშუალოდ დღეში 0,3 კმ გაკეთდა. ასე დაახლოებით 11 თვე იქნება საჭირო“, — აცხადებს საინფორმაციო−ანალიტიკური ცენტრი TeleTrade−ს მთავარი ეკონომისტი მარკ გოიხმანი.

მაგრამ ის, რომ პროექტს ვერ შეაჩერებენ, როგორც ჩანს, მისმა მძვინვარე მოწინააღმდეგეებმაც გააცნობიერეს. უკიდურეს შემთხვევაში, ახალი სანქციებისთვის გვერდის აქცევა შვილობილი კომპანიების მეშვეობითაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0