უკუეფექტი: აშშ საკუთარი სანქციებით დოლარის დომინირებას უქმნის საფრთხეს

© Pixabay / pasja1000აშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
ვაშინგტონში ისე გაერთნენ სხვა სახელმწიფოებისთვის სანქციების დაწესებით, რომ საკუთარი ვალუტის დომინირებას უქმნიან საფრთხეს.

ნატალია დემბინსკაია

კონგრესში ყურადღება გაამახვილეს, რომ მსოფლიო აქტიურად ამცირებს დოლარზე დამოკიდებულებას, და რომ ალტერნატიული ფულადი ერთეულებით ანგარიშსწორებაზე გადასვლა ნეგატიურად აისახება აშშ-ის ეკონომიკაზე.

გლობალური ტირანი

50 ევროს ნომინალის ბანკნოტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
მოსაზრება: ევროკავშირი დოლარზე უარის თქმას აპირებს

შეერთებულმა შტატებმა პლანეტა სანქციებში გახვია — ამჟამად დაახლოებით 8 ათასამდე ეკონომიკური შეზღუდვა მოქმედებს სხვა ქვეყნების მიმართ და სია თანდათან კიდევ ივსება. ვაშინგტონს შეუძლია პირობები უკარნახოს ნებისმიერს, ვინაიდან დოლარი მსოფლიო ეკონომიკის მთავარი ვალუტაა.

ამერიკულ ფულად ერთეულზე ტრანზაქციების 70%-ზე მეტი მოდის. დოლარი თავისუფლად იყიდება და კონვერტირდება — მთავრობა ამას არანაირად არ არეგულირებს. ამასთან, აშშ-ის ეკონომიკა ძველებურად სტაბილურად და უდიდესად მიიჩნევა მსოფლიოში.

ეს თეთრ სახლს აძლევს შესაძლებლობას, აუკრძალოს ამერიკულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს – აწარმოონ პირდაპირი ბიზნესი მათთან, ვისაც ვაშინგტონი არახელსაყრელად მიიჩნევს, და დაემუქრონ ბაზრის სხვა მონაწილეებს ექსტერიტორიული სანქციებით.

საპასუხო რეაქცია

მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მსოფლიოს ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი აქვს დოლარზე დამოკიდებულების შესასუსტებლად, წერს აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახური ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

ჯანეტ იელენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
ახალი შემადგენლობით: აშშ-ის ფინასთა სამინისტრო დოლარის ჩამოსაშლელად მზადაა

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სანქციები ეკონომიკური დანაკარგებით ემუქრება თავად შეერთებულ შტატებს, ვინაიდან ამით იზღუდება ის კომერციული გარიგებები, რომლებშიც ამერიკელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლოთ მონაწილეობა. გარდა ამისა, არ გამოირიცხება საპასუხო რეაქციები დისკრიმინირებულ სახელმწიფოთა მხრიდანაც. ამის მაგალითად დასახელებულია რუსეთისთვის სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა.

როგორც მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, ამერიკული ვალუტა უკვე მრავალი ათეული წელია, რაც საერთაშორისო ეკონომიკურ ტრანზაქციებში გამოიყენება, რაც ხელსაყრელია აშშ-სთვის. უფრო მეტიც, თეთრი სახლი სულ უფრო ხშირად ეყრდნობა დოლარს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. კერძოდ, რუსეთის, ირანისა თუ ვენესუელისთვის საფინანსო ბაზრებზე წვდომის ხელშესაშლელად.

ჩინური ვარიანტი

მიმოხილვის თანახმად, ამ ქვეყნების გადასვლა ალტერნატიულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე საბოლოოდ ნეგატიურად აისახება ამერიკის ეკონომიკაზე და დოლარის სტატუსს ძირს გამოუთხრის. რც უკვე ხდება კიდეც.

დონალდ ტრამპი და სი ცზინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2020
კოზირი სახელოში: გაყიდის თუ არა ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო ვალს

ბოლო წლებში დოლარის პოზიციებს იუანი გეგმაზომიერად არყევს. 2016 წლიდან ჩინური ფულადი ერთეული მსოფლიო სავალუტო ფონდის სარეზერვო ვალუტაა. განვითარებადი ქვეყანა პირველად გახდა ამგვარი პატივის ღირსი. ამის შემდეგ პეკინმა შანხაის ბირჟის ნავთობის ფიუჩერსებზე იუანებით ვაჭრობა დაიწყო მასშტაბური საინტეგრაციო პროგრამა „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ფარგლებში.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, იუანის წილი მსოფლიო ტრანზაქციებში კვლავინდებურად დაბალია. ექსპანსიისთვის წინაღობები ხილულია — არ არსებობს თავისუფალი კონვერტაცია, არის არასტაბილურობა, გაუმჭვირვალე ფინანსური სისტემა — როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ვალებში.

მაგრამ გამოჩნდა ციფრული იუანი. ეკონომისტთა უმეტესობა თანხმდება, რომ სახელმწიფო კრიპტოვალუტას სრული უნარი აქვს, კონკურენცია გაუწიოს დოლარს, ვინაიდან გარიგებების უფრო ოპერატიულად ჩატარების საშუალებას იძლევა, ვიდრე SWIFT-ისა და CHIPS-ის მოძველებული საგადასახადო სისტემები (სწორედ ამ სისტემების მეშვეობით აკონტროლებენ ამერიკელები საერთაშორისო ტრანზაქციებს). კრიპტოიუანები ასევე გამოდგება პროექტში „ერთი სარტყელი — ერთი გზა“. ციფრულ ვალუტაში ურთიერთანგარიშსწორება ვაშინგტონის სანქციებისგან დაიცავს.

დოლარისგან წასვლა

რუბლი და იუანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2020
მოსაზრება: რუსეთმა და ჩინეთმა ზურგი აქციეს დოლარს

რაც შეეხება რუსეთს, დოლარზე ტრანზაქციებმა BRICS-ის ქვეყნებთან 2019 წელს 73%-დან 49%-მდე დაიკლო. უწინარესად, ევროს წყალობით (23%). გაიზარდა რუბლის წილიც — 8%-დან 14%-მდე. ამასთან ინდოეთთან ტრანზაქციებმა ამ მაჩვენებლით (რომელიც ჩინეთის შემდეგ მეორე პარტნიორია BRICS-ში) 50%-ს გადააჭარბა.

ჩინეთთან ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობა 25%-ს შეადგენს, შვიდი წლის განმავლობაში ნამატი ათჯერადია. ეს სამამულო ეკონომიკის დედოლარიზაციისა და სანქციებისადმი მედეგობის სტრატეგიის ნაწილია.

მოსკოვი და პეკინი გეგმაზომიერად გამორიცხავენ დოლარს ორმხრივი ვაჭრობიდან. ჯერ კიდევ 2014 წელს მხარეებმა სამწლიან სვოპ–შეთანხმებას მოაწერეს ხელი 150 მლრდ იუანზე (24,5 მლრდ დოლარი), რომელიც ეროვნულ ვალუტებზე წვდომას ხდის შესაძლებელს მისი ღია ბაზარზე შეძენის აუცილებლობის გარეშე. 2015 წელს პრაქტიკულად ყველა გარიგება დოლარში იყო, ხოლო 2019 წლისთვის — მხოლოდ ნახევარი.

მსგავსი ვითარებაა ვეროზონაშიც: 2019 წელს ევრომ პირველად გადააჭარბა დოლარს — 42% 38%-ის წინააღმდეგ. ეს ევროკავშირის დამსახურება და ზოგადმსოფლიო ტენდენციაა.

სისტემა ტრანსფორმირდება

2019 წელს საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს ინსტრუმენტი INSTEX — სპეციალური მექანიზმი „ევროპელი ეკონომიკური მოთამაშეებისა და ირანის კანონიერი კომერციული ტრანზაქციების გამარტივებისთვის“. მოგვიანებით მას შეუერთდნენ ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2020
მიმოხილვა: რუსეთმა უარი თქვა აშშ-ის ობლიგაციებზე

არსებითად, ეს ევროპულ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას, ივაჭრონ თეირანთან აშშ-ის ფინანსური სისტემის გვერდის ავლით და ამასთან ვაშინგტონის საპასუხო რეაქციებსაც აარიდონ თავი. ირანსა და ევროპას შორის რეალური ფულადი მომოქცევისთვის თავის დასაღწევად INSTEX-მა საკრედიტო ქულების გამოყენებას მიმართა.

დოლარზე დამოკიდებულების შესასუსტებლად ევროკომისიამ წინასწარი გეგმაც მოამზადა. მის თანახმად, სხვადასხვა საქონლის მიწოდებაზე კონტრაქტები ევროში უნდა იყოს ნომინირებული, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში იმ ნორმების გადახედვაა შესაძლებელი, რომლებიც მთავარ ფინანსურ ორიენტირებს უკავშირდება. გარდა ამისა, რეგულატორებს მიეცემათ უფლება, დაბლოკონ ევროპული კომპანიების შთანთქმა უცხოური ფირმების მიერ.

პოპულარობის მიხედვით მეორე ვალუტა — ევრო განაგრძობს დოლარის შევიწროებას. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საბოლოოდ ამერიკულ ფულად ერთეულს განსაკუთრებული სტატუსი ჩამოერთმევა მსოფლიო საფინანსო სისტემაში. მას შეცვლის სისტემა, რომელშიც ევრო, დოლარი და ასევე, დიდი ალბათობით, იუანიც შევა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმბოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0