მიმოხილვა: რუსეთმა უარი თქვა აშშ-ის ობლიგაციებზე

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტში რუსეთმა სამჯერ შეამცირა ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტიციები — 12,58 მლრდ დოლარიდან 3,8 მლრდ-მდე ჩამოვიდა. ეს საერთაშორისო რეზერვების ერთ პროცენტზე ნაკლებია.

ნატალია დემბინსკაია

აშშ-ის ფასიან ქაღალდებზე უარს ამბობენ მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკებიც. რატომ გარბიან ინვესტორები ტრეჟერისის ბაზრიდან, ნატალია დემბენსკაია მიმოიხილავს. 

თითქმის ნულამდე

იმ ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებს შორის, რომლებიც რუსეთს დარჩა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 3,381 მლრდ დოლარი გრძელვადიან ფასიან ქაღალდებზე მოდის, 473 მილიონი კი — მოკლევადიანზე.

როგორც ვაშინგტონში აღნიშნეს, ეს რუსეთის ინვესტიციების პირველი არსებითი შემცირებაა ბოლო თვეებში. ჯერ კიდევ ორი წლის წინ რუსეთის ცენტრობანკმა გაყიდა ტრეჟერისის პრაქტიკულად სრული პორტფელი, ვინაიდან სანქციების ფარგლებში მათი გაყინვისა შეეშინდა. 

ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო
„ათასი დოლარი ერთ ბარელში“ - ამერიკული გეგმა ნავთობის ბაზარს შოკში აგდებს

2010-2013 წლებში რუსეთის ინვესტიციები ამერიკის სახელმწიფო ვალდებულებებში 170 მლრდ დოლარს აჭარბებდა. მოსკოვი ტრეჟერისების უმსხვილეს მფლობელთა რიგებში შედიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2014 წლის აპრილში ვაშინგტონმა სანქციები დააწესა, ამ ქაღალდების თავიდან მოშორება დაიწყო.

2018 წელს ცენტრობანკმა მასშტაბური გაყიდვა მოაწყო, რითიც აშშ-ის სახელმწიფო ვალდებულებების პორტფელი ორჯერ შეამცირა. ამერიკული ფასიანი ქაღალდების წილი საერთაშორისო რეზერვებში მინიმუმამდე დავიდა. ცენტრობანკმა გამოთავისუფლებული სახსრები ოქროში, ევროსა და იუანში გადაიტანა.

ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) ანგარიშით, ძვირფასი ლითონის მოცულობა მსოფლიოს ცენტრობანკების ბალანსზე 651 ტონით გაიზარდა. ეს მაქსიმუმია 1971 წლის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ოქროს სტანდარტზე. 2019 წელს ძვირფასი ლითონის უმსხვილესი შემძენი რუსეთი იყო. ცენტრობანკმა მონეტარული ოქროს მარაგები 159 ტონით გაზარდა — 2270,56 ტონამდე.

გაყიდა ყველამ

ამერიკულ ვალდებულებებზე უარი მარტო რუსეთს არ უთქვამს. როგორც შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკიდან ჩანს, მარტში უცხოელი ინვესტორების გაქცევამ — როგორც კერძო, ისე სახელმწიფო — უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

ერთი თვის განმავლობაში ტრეჟერისების უცხოელმა მფლობელებმა 256 მლრდ დოლარის ფასიანი ქაღალდები მოიშორეს თავიდან და საერთო პორტფელი 6,81 ტრილიონ დოლარამდე შეამცირეს. 

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა: ცნობილი ხდება დეტალები

ამერიკული ეკონომიკის უმსხვილესი 33 კრედიტორი ქვეყნიდან ინვესტიციები გაზარდეს: იაპონიამ (3,4 მლრდ დოლარით), შვეიცარიამ (1,3), ტაივანმა (4,1), ფილიპინებმა (1,3) და ავსტრალიამ (1,8). აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებს აქტიურად ჰყიდდნენ განითარებადი ქვეყნების ცენტრობანკები — მათ დოლარები კორონავირუსული კრიზისის ფონზე საკუთარი ეროვნული ვალუტების კურსის გასამყარებლად სჭირდებოდათ.

რუსეთის ბანკმა მარტის დასაწყისში ასევე გაყიდა მოსკოვის ბირჟაზე 6,6 მლრდ დოლარი, რათა ბიუჯეტიდან ამოვარდნილი ნავთობ–გაზის შემოსავლებისა და Urals-ის კოტირებების დაწევის კომპენსაცია მოეხდინა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ცენტრალური ბანკი პირველ რიგში თავიდან იშორებდა მოკლევადიან ამერიკულ ობლიგაციებს - მათში ინვესტიციები 17-ზე მეტჯერ შემცირდა.

უმსხვილესი გამყიდველი გამოდგა საუდის არაბეთი — სამეფომ 25,3 მლრდ დოლარის ტრეჟერისები მოიშორა თავიდან. ბრაზილიასა და ინდოეთში მაჩვენებელი ცოტა დაბალი იყო — 21,5 და 21 მლრდ, შესაბამისად.

ეს ვაშინგტონს არაფერს კარგს არ უქადის, ვინაიდან აშშ-ის 1,5 ტრილიონიანი საბიუჯეტო დეფიციტი ძირითადად სახელმწიფო ობლიგაციების რეალიზაციით იფარება. ანალიტიკოსების თქმით, ამერიკული ვალდებულებების გაყიდვა რეკორდული და მოულოდნელი გამოდგა. წინა კრიზისებისას, მაგალითად, 2008 წელს მოთხოვნა ტრეჟერისებზე, პირიქით, იზრდებოდა.

„არის კი მზად რუსეთის ბანკი, დაე, ჯერჯერობით ნაკლებად სარწმუნო, მაგრამ შესაძლებელი სცენარისთვის ამერიკულ ბონდებში რიგი ქვეყნების ინვესტიციების გაყინვასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, დოლარის სტატუსზე — როგორც სარეზერვო ვალუტაზე უძლიერესი დარტყმისთვის? ერთმნიშვნელოვნად დიახ. ასეთ შემთხვევაში ერთადერთ თავშესაფარ–ატქივად ოქრო დარჩება“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა ალექსანდ რაზუვაევმა.

საბეჭდი დაზგა 

მთვარე - Sputnik საქართველო
რუსეთის გარეშე: აშშ მთვარის რესურსების მოპოვებას რამდენიმე ქვეყანასთან ერთად გეგმავს

უცხოელი ინვესტორების გადინებასთან გასამკლავებლად და ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ფედერალურმა რეზერვმა უკვე მთელი სიმძლავრით აამუშავა საბეჭდი დაზგა: რეგულატორმა შეუზღუდავი რაოდენობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა გამოაცხადა და ორ თვეში ბალანსი 2,9 ტრილიონი დოლარით გაზარდა.

აქამდე გაურკვეველია, როგორ აისახება ამერიკულ ვალუტაზე ეკონომიკაში მასშტაბური თანხის შეტანა. ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ფედერალური რეზერვი არაფრით უზრუნველყოფილ დოლარებს ბეჭდავს და გასცემს მათ, თავად კი არანაირ ფასიან აქტივს არ იღებს — მხოლოდ ვალდებულებებს იზრდის. ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი 6,42 ტრილიონი დოლარით გაიზარდა — ეს კრიზისამდელი ამერიკული მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 30 პროცენტია.

უმსხვილესი ბანკების გათვლებით, 2020 წლისთვის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი ოთხ ტრილიონს მიაღწევს — ეს მაქსიმუმია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხოლო ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი კორონავირუსული კრიზისის დასრულების მომენტისთვის, ანალიტიკოსების შეფასებით, ათამდე ტრილიონით გაიბერება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახსრები, თავისი არსით, საბეჭდი დაზგის მუშაობის ნაყოფია, ინვესტორები ზურგს შეაქცევენ არაფრით უზრუნველყოფილ ვალუტას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0