მოსაზრება: ევროკავშირი დოლარზე უარის თქმას აპირებს

© REUTERS / Kai Pfaffenbach50 ევროს ნომინალის ბანკნოტი
50 ევროს ნომინალის ბანკნოტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
ევროკავშირი ამერიკულ ვალუტაზე დამოკიდებულების შესუსტებას აპირებს სულ უფრო მეტი კონტრაქტის ევროში ნომინირებისა და უცხოური კომპანიების მიერ ევროპული საწარმოების შთანთქმის ბლოკირების გზით.

ნატალია დემბინსკაია

რატომ გადაწყვიტა ბრიუსელმა მტკიცედ, რომ თავი დააღწიოს დოლარს და ხელი შეუშალოს მის მსოფლიო ბატონობას? 

არასაიმედო მოკავშირე

ევროს როლის გაძლიერების ინიციატივა ევროკავშირის დღის წესრიგში პირველად ევროკომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟან–კლოდ იუნკერმა წამოაყენა 2018 წელს. როგორც ის ამბობდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაჩაღებული სავაჭრო ომების გამო ევროკავშირი მილიარდებს კარგავდა. ამიტომაც უბრალოდ აუცილებლად მიაჩნდა დოლარისთვის მსოფლიო ლიდერი–ვალუტის სტატუსის წართმევა.

ჯანეტ იელენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
ახალი შემადგენლობით: აშშ-ის ფინასთა სამინისტრო დოლარის ჩამოსაშლელად მზადაა

ჩვეული სისტემის დემონტაჟი ნავთობდოლარებიდან უნდა დაწყებულიყო: იუნკერი ჩიოდა, რომ ენერგეტიკული იმპორტის 80%-ის საფასურს ევროპა ამერიკულ ვალუტაში იხდიდა. მან ასევე აბსურდი უწოდა იმასაც, რომ ევროპულ თვითმფრინავებს ევროკავშირში დოლარებზე ყიდულობდნენ და არა ევროზე. ამასთან იუნკერი ამბობდა, რომ ვაშინგტონმა არაერთხელ გამოიყენა ცალმხრივი სანქციები, რომლებიც კონტინენტზე არსებულ საწარმოებს დარტყმას აყენებდა.

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული გარიგებიდან გაიყვანა და კვლავ დააწესა სანქციები, რომლებიც ევროპულ კომპანიებს ისლამურ სახელმწიფოსთან ვაჭრობას უკრძალავდა — წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანის კონტრაგენტები ამერიკულ ბაზარზე წვდომას დაკარგავდნენ. ევროკავშირს ირანთან ანგარიშწარმოებისთვის შემოვლითი გზების ძებნა მოუხდა. საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ამისთვის სპეციალური მექანიზმი INSTEX შექმნეს, რომელიც 2019 წლის დასაწყისში ამუშავდა. მოგვიანებით მას ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი შეუერთდნენ.

ზედმეტი პრობლემები 

ეს მექანიზმი ევროპის ქვეყნებს თეირანთან ვაჭრობის საშუალებას აძლევდა აშშ-ის ფინანსური სისტემის გვერდის ავლით. ეს აშშ-ის გაღიზიანებას არ იწვევდა, ვინაიდან ევროპასა და ირანს შორის ანგარიშსწორება საკრედიტო ქულებით ხდებოდა.

ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2021
მოსაზრება: რა ეღირება ნავთობი 2021 წელს

მაგრამ მექანიზმის რეალიზება საკმაოდ რთული გამოდგა. ირანული ნავთობი დავიწყებას მიეცა, INSTEX კი მხოლოდ მედიკამენტების, კვების პროდუქტებისა და სხვა ჰუმანიტარული პროდუქციის ყიდვა–გაყიდვის ტრანზაქციებამდე დავიდა. 

ბოლო წვეთი

ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მიიტანა შეტევა. ვაშინგტონის მუქარების გამო ზოგმა ევროპულმა კომპანიამ გაზსადენზე მუშაობაზე უარი თქვა.

შვეიცარიული Allseas-ის წასვლის შემდეგ (2019 წლის დეკემბერი) პროექტიდან ასევე გავიდა გემთმფლობელების სადაზღვევო კლუბების საერთაშორისო ჯგუფი, იანვრის დასაწყისში კი — ნორვეგიული სასერტიფიკაციო კომპანია Det Norske Veritas. თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა დანიურმა ფირმა Ramboll-მაც, მის კვალდაკვალ კი — გერმანულმა სამშენებლო კომპანიამ Bilfinger SE.

ვაშინგტონს აქვს მკაფიო მიზანი — გაზარდოს თავისი გათხევადებული ბუნებრივი გაზის ექსპორტი და იმავდროულად შეინარჩუნოს საწვავის ტრანზიტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით, რომლებიც ევროს არ იყენებენ და პროამერიკული ორიენტაციისა არიან.

საქმეზე გადასვლა

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2020
ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში

Financial Times-ის მონაცემებით, ყველაფერ ამისთვის ბოლოს მოსაღებად ევროკომისიამ წინასწარი გეგმა მოამზადა, რომელიც სხვადასხვა საქონლის შესახებ კონტრაქტების ევროში ნომინირებასაც მოიაზრებს და ასევე იმ ნორმების გადახედვასა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლასაც, რომლებიც მთავარ ფინანსურ ორიენტირებს უკავშირდება.

გარდა ამისა, რეგულატორებს მიეცემათ უფლება, დაბლოკონ ევროპული კომპანიების შთანთქმა უცხოური ფირმების მიერ. ამისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის ახალი სისტემა იქნება გამოყენებული. ახლა ასეთი შთანთქმა ეროვნული უსაფრთოებისთვის საშიშროებად მიიჩნევა.

დოლარის ალტერნატივა

ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ევრო პოპულარობის მხრივ მეორეა მსოფლიოში — დოლარის შემდეგ.

მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ევროპის ეკონომიკის აღდგენის ფონდი პანდემიის შემდეგ 750 მილიარდი ევროთი. ევროკავშირი ერთიან საკავშირო ობლიგაციებს გამოუშვებს ამერიკული ვალუტის ალტერნატივად რისკებისგან დაზღვევის მიზნით. განსაკუთრებულ ფსონს ევროპელები ე.წ. მწვანე ობლიგაციებზე დებენ — სავალდებულო ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეკოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების მისაზიდად გამოიყენება.

დონალდ ტრამპი და სი ცზინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2020
კოზირი სახელოში: გაყიდის თუ არა ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო ვალს

750 მილიარდიდან ამაზე მესამედი დაიხარჯება. როგორც პროექტის განმარტებაშია ნათქვამი, მისი ამოცანაა ევროკავშირის ფინანსური ბაზრების „მწვანე დაფინანსების“ გლობალურ ცენტრად გადაქცევა. ევრო გადაიქცევა ვალუტად, რომელშიც ავტომატურად ნომინირდება მდგრადი ფინანსური პროდუქტები.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დოლარის წინააღმდეგ თამაშობს — ეს ევროპის ცენტრობანკის სწრაფვაა, შემოიღოს ციფრული ევრო, რათა „საკუთარი ფინანსური სტაბილურობა დაიცვას“.

როგორც ამერიკული მედია ვარაუდობს, ევროპელების გეგმები ვერ განხორციელდება. როგორც Bloomberg-ი წერს, პოლიტიკისა თუ საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით ევროკავშირს ბევრი არაფრის უნარი არ აქვს. პირველი ხელის შემშლელი – ევროპული ქვეყნების მთავრობების შეუთანხმებლობაა.

მაგრამ წამყვანი საინვესტიციო ბანკების შეფასებით, დოლარის მდგომარეობა არც ისე ურყევია. ევროკავშირის სავალო ვალდებულებები შესაძლოა ალტერნატივად იქცეს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისთვის — როგორც ეს JP Morgan-ში მიაჩნიათ. ეს კი ხელს შეუწყობს მსოფლიო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, რომლებშიც დოლარის წილი შეიძლება საბოლოოდ 1990 წლის მინიმუმადე დაეცეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0