მოსაზრება: რა ეღირება ნავთობი 2021 წელს

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობზე ფასები ახლა ყველაზე მაღალ დონეზეა რვა თვის განმავლობაში. ასე ირეაგირა ბაზარმა ვაქცინებისა და „ოპეკ+“-ის გადაწყვეტილებაზე.

ნატალია დემბინსკაია
ანალიტიკოსები მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებას, შეზღუდვების მოხსნასა და შავ ოქროზე მოთხოვნის გაზრდას ელოდებიან. რამდენად მაღლა აიწევს კოტირებები მიმდინარე წელს?

ზომიერი გაუმჯობესება

ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფინიშს უახლოვდება

2020 წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარმა დაცემის რამდენიმე ტალღა გამოიარა. მასზე ფაქტორების მთელი კომპლექსი აისახა, რომელთაგან მთავარია ნედლეულის ჭარბწარმოება დაბალი მოთხოვნის ფონზე, და ასევე პანდემია და საყოველთაო შეზღუდვები. მხოლოდ მარტში ნავთობი ორზე მეტჯერ გაიაფდა.

თუმცა შემოდგომის ბოლოს ბაზარმა მძლავრი იმპულსი მიიღო - დასავლური ვაქცინების წარმატებით გამოცდისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო. ჯო ბაიდენი მწვანე ტექნოლოგიების მომხრეა და დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, არ აპირებს მხარი დაუჭიროს ამერიკელ მენავთობეებს.

კორონავირუსთან ბრძოლა ძლიერდება და უფრო და უფრო წარმატებული ხდება. „როიტერსის“ ვარაუდით, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნები გაიზრდება.

თუმცა, მიუხედავად ოპტიმიზმისა, მდგომარეობა კვლავინდებურად არასტაბილურია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი ნავთობზე მოთხოვნის გაზრდას ელოდება მოსახლეობის სწრაფი ვაქცინაციის ფონზე. ანალიტიკოსების აზრით, გაუმჯობესება იქნება ზომიერი.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა რუსეთს „ჯოჯოხეთური სანქციები“ ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში

„ოპეკ+“-მა გაგვაოცა

დეკემბრის დასაწყისში „ოპეკის“ წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ იანვრიდან მოპოვებებს დღე-ღამეში 500 ათასი ბარელით გაზრდიდნენ. შემდგომში კი მინისტრების ყოველთვიური სხდომების შედეგებით განსაზღვრავდნენ. ამასთან ახალი შეთანხმებების მოქმედების ვადა არ დაუდგენიათ.

კოტირებები მაშინვე რვათვიან მაქსიმუმზე ავარდა, Brent-ი თავდაჯერებით უახლოვდება ბარელზე 50 დოლარს.
„ოპეკ+“-ის გადაწყვეტილება თითქოს მოულოდნელია — პანდემიის მეორე ტალღა ჯერ არ დამთავრებულა და ნავთობზე მოთხოვნები ნელა იზრდება. მაგრამ შეთანხმებული გაზრდა მხოლოდ მეოთხედია იმისა, რასაც იანვარში ელოდნენ. ბაზრის მოთამაშეებისთვის ეს სიგნალია: ალიანსს ბაზრის გამოცოცხლების იმედი აქვს და იმავდროულად მზადაა, ნებისმიერ მომენტში შეზღუდოს წარმოება.

„კომპრომისი ისაა, რომ ჩვენ თავდათანობით, თანაბარი ნაბიჯებით აღვადგენთ მოპოვებას შეთანხმებით გათვალისწინებულ დონემდე. იმედი მაქვს, რომ ეს კვარტლის განმავლობაში მოხდება“, - განმარტა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მისი თქმით, „ოპეკ+“-ის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება რუსეთის ინტერესებს.

დონალდ ტრამპი და სი ცზინპინი - Sputnik საქართველო
კოზირი სახელოში: გაყიდის თუ არა ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო ვალს

გაურკვეველი სიტუაცია

ანალიტიკოსების თქმით: რუსეთისთვის ხელსაყრელ, „ოპეკ+“-ის მიერ მოწონებულ მოპოვების ნელ-ნელა გაზრდას არ შეუძლია სწრაფად გააფართოვოს წარმოება ტექნოლოგიების თავისებურებებისა და გაწელილი ინფრასტრუქტურის გამო. თუმცა წლის დასაწყისში ნავთობის შეთავაზება შესაძლოა ჭარბი აღმოჩნდეს.

კომპანია „ფრიდომ ფაინანსში“ მიაჩნიათ, რომ კოტირებები წლის განმავლობაში ბარელზე 40-60 დოლარის დიაპაზონში გაიზრდება - ვაქცინაციის ეფექტირობასა და სატრანსპორტო შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით.

თუმცა ნებისმიერ უსიამოვნო სიურპრიზს შეუძლია შეცვალოს ვითარება. ალიანსში ხომ ყველა ნავთობმწარმოებელი არ შედის - და მათ არაფერი უშლით ხელს, გაზარდონ მოპოვებები. მაგალითად, აშშ-მა წარმოება ბოლო თვეებში მილიონი ბარელით გაზარდა.

„გამომდინარე აქედან, პირველ კვარტალში ნავთობზე ფასი 40-42 დოლარამდე შემცირდება. შემდგომში კი ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაში გამოვლენ ზესახელმწიფოები პანდემიიდან“, - მიაჩნია QBF-ის წამყვან ანალიტიკოს ოლეგ ბოგდანოვს.

სამოცამდე

ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ფიქალურ ნავთობში ინვესტიციები მინიმუმამდე დაეცა

მეორე მხრივ კი წამყვანი ამერიკული ბანკები ნავთობის ფასის გაზრდას 60 დოლარამდე ვარაუდობენ, Goldman Sachs-ი 65 დოლარსაც კი არ გამორიცხავს. ამასთან ზამთარში სადღეღამისო მოხმარება სამი მილიონი ბარელით შემცირდება, რაც მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურდება გათბობაზე მოთხოვნითა და ჩინეთის შესყიდვებით.

Bank of America (BofA) „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასის გაზრდას წლის პირველ ნახევარში 60 დოლარამდე ვარაუდობს ბარელზე. ექსპერტები გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან დასავლეთში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე.

BofA-ში მიაჩნიათ, რომ საწვავზე მოთხოვნა, რომელიც ნავთობის მსოფლიო მოხმარების ნაზხევარზე მეტს უზრუნველყოფს, დღე-ღამეში 1,6 მლნ ბარელის ზდეფიციტს შექმნის. გაიხსნება კომერციული საცავები, რომლებშიც მილიარდობით ბარელი ნავთობის შენახული. წლის განმავლობაში, ბანკის მოსაზრებით, ნავთობის საშუალო ფასი 50 დოლარს მიაღწევს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ერთი მთავარი რისკი - ჯო ბაიდენის პირობებში ირანისთვის სანქციების მოხსნა და ირანული ბარელების სწრაფი დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0