მოსაზრება: კიდევ ვის „გადააგდებენ“ ამერიკელები ავღანეთის შემდეგ

© AP Photo / Rahmat Gulთალიბები ქაბულში
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
თალიბებმა ქაბული დაიკავეს, პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
როგორ განვითარდება მოვლენები ავღანეთში, მოსალოდნელია თუ არა ტერორისტული საფრთხის გაძლიერება ცენტრალურ აზიაში, რას იღონებს რუსეთი ამ ვითარებაში — ამის თაობაზე Sputnik-თან ინტერვიუში რუსეთის ავღანეთის ვეტერანთა კავშირის ლიდერმა ფრანც კლინჩევიცმა ისაუბრა.
ფრანც კლინცევიჩი

აშშ-ის და თალიბების წინასწარი შეთანხმება

რამდენიმე კვირის წინ, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის ფონზე, რესპუბლიკაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა: თალიბებმა დიდ ქალაქებზე შეტევები წამოიწყეს. 15 აგვისტოს მოძრაობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის არმია ავღანეთში უპირველესად იმისთვის იმყოფებოდა, რომ რეგიონში ტერორისტული საფრთხე აღმოეფხვრა და მიზანი, მისი თქმით, მიღწეულია.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონმა ავღანეთში ყოფნის განმავლობაში მილიარდობით დოლარი ჩადო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განმტკიცებაში და ისინი ყველაზე მოწინავე იარაღით აღჭურვა. მაგრამ ავღანეთმა ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა.
ფრანც კლინჩევიცის აზრით, თალიბების მიერ ხელისუფლების მიტაცება მოსალოდნელი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის 120-ათასიან არმიას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში წვრთნიდა და იარაღით ამარაგებდა ამერიკა, თეორიულად შეეძლო „ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა“, მან ეს არ გააკეთა. 
„აშშ 20 წლის განმავლობაში ამზადებდა, აყალიბებდა იდეოლოგიას, მხარს უჭერდა ქაბულს, აშენებდა გზებს. რატომ არ გადასცეს ახლა ავღანეთის არმიას თავიანთი ქონება: ტექნიკა, იარაღისა თუ სურსათის საწყობები, და ასე უბრალოდ რატომ მიატოვეს თავიანთი ბაზები, რომლებიც ორი საათის შემდეგ დაიკავეს თალიბებმა? წინასწარი შეთანხმებების გარდა, მე ამ სიტუაციაში სხვას ვერაფერს ვხედავ. არ მიმაჩნია, რომ ამერიკელები ასეთი სულელები არიან, მომხდარში მე სტრატეგიას ვხედავ“, — მსჯელობს ექსპერტი.
მისი თქმით, სირიის, ავღანეთისა და უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ ამერიკული დახმარების იმედად ყოფნა კრიტიკულ სიტუაციებში არ ღირს. 
„ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიები — ეს მომდევნო ობიექტია, რომელსაც აშშ მსგავსად გამოიყენებს“, — მიაჩნია კლინცევიჩს. 
 კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების სამხედრო მანევრები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ზასი: ავღანეთიდან ტაჯიკეთისთვის საფრთხის შემთხვევაში კოლექტიური ზომები იქნება მიღებული
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბალტიისპირელი პოლიტიკური მოღვაწეები რუსეთის აგრესიაზე ხმაურობენ.
„ამას მხარს უჭერენ მედიასაშუალებები. ეს კეთდება სრულიად ლოგიკურად იმისთვის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები იძულებული გახდნენ, ნატოს მიმართონ მისი ჯარების შეყვანის თხოვნით“, — პროგნოზირებს ის. 

მოლაპარაკებები გონივრული ნაბიჯი გამოდგა

კლინცევიჩს თქმით, რუსეთის საელჩო ქაბულში ერთადერთია, რომელიც რესპუბლიკაში დარჩა. მისი აზრით, „თალიბანთან“ იძულებითი დიპლომატიური ურთიერთობების აგება სწორი გადაწყვეტილება გამოდგა.  
თალიბების პოლიტიკური ოფისის დელეგაცია ივლისში ეწვია მოსკოვს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ასეთი კონტაქტები აუცილებელია იმ ფონზე, რომ ავღანეთში ვითარება იძაბებოდა.
ახლა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა რუსეთის საელჩო თავად აიყვანეს დაცვის ქვეშ — ნაცვლად სამთავრობო არმიისა, რომლებმაც პოსტები მიატოვეს, და რუსეთის დიპლომატიურ მისიას სრული უსაფრთხოების გარანტია მისცეს.
თალიბები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
შოკი და საშინელება: მსოფლიომ ავღანეთში საკუთარი ბედი დაინახა
კლინცევიჩის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა არა მარტო დიპლომატიური ხაზით. ტერორისტებს შეუძლიათ ლტოლვილების სახით შეაღწიონ მოსაზღვრე ტერიტორიებზე და დესტრუქციული განწყობები შექმნან. ამ პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა სპეცსამსახურები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ. 

რუსეთი ავღანეთთან საზღვრებზე მშვიდობას შეინარჩუნებს

ექსპერტს ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლით ქვეყანაში ნარკოტრაფიკი გაძლიერდება. მისი აზრით, „თალიბანს“ პაკისტანი და კატარი დააფინანსებენ და მათ ასევე შეიძლება შეუერთდეს ჩინეთიც.
„ახალ წლამდე“ მთელი ეს პროცესები შეთანხმდება, ახალი წლის შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, დაიწყება დესტრუქციული პროცესები შუა აზიის რესპუბლიკებთან საზღვრებზე, რაც შეიძლება რუსეთის ინტერესებსაც შეეეხოს“, — ამბობს კლინცევიჩი. 
„საზღვარზე ჩვენი მეგობრები არიან — მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლები დსთ-დან, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიდან. ამ პირობებში უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობრების მშვიდობა და სიმშვიდე — ეს რუსეთის საზღვრების კეთილდღეობაა. და რუსეთი არ დაუშვებს დესტრუქციულ პროცესებს ამ რესპუბლიკებში“, — ხაზს უსვამს ექსპერტი.
მისი თქმით, დიდი რაოდენობით წვრთნები შემთხვევით არ ჩატარებულა, მათ შორის, ტაჯიკეთში — რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზასთან ურთიერთქმედებით, რომელსაც „ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის ლოკალიზების“ უნარი აქვს.    
ამასთან უკვე დაწყებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სწავლებების სერიისთვის მზადება, რომელიც უახლოეს თვეებში გაიმართება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0