https://sputnik-georgia.com/20210902/rogor-apirebs-ass-msoflios-martvas-259249580.html
მოსაზრება: როგორ აპირებს აშშ მსოფლიოს მართვას?
მოსაზრება: როგორ აპირებს აშშ მსოფლიოს მართვას?
Sputnik საქართველო
პიტერ აკოპოვი 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T13:53+0400
2021-09-02T13:53+0400
2021-09-02T18:47+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0f/251466298_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6c8cf0e79ff712d12704d741d86dd13f.jpg
პიტერ აკოპოვინუთუ მართლაც ცვლის ამერიკა თავის გლობალურ სტრატეგიას — ჯო ბაიდენმა ხომ ამერიკული ინტერვენციონიზმის დასასრული გამოაცხადა? ჯერ იყო და მისმა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების სრულ გაყვანაზე საუბრისას, რომ „ტრადიციულმა ომებმა გამოფიტა ამერიკა და მათი ეპოქა დასრულდა“, შემდეგ კი თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განავითარა ეს მოსაზრება:„გადავფურცლავთ რა გვერდს საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში ატარებდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე. <...> ავღანეთის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. საუბარია სხვა ქვეყნების გადასაკეთებლად მსხვილი სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასრულებაზე. ამ თვალსაზრისზე და ჯარების ფართომასშტაბიან განთავსებაზე უარის თქმა უფრო ძლიერს, ეფექტურსა და უსაფრთხოს გაგვხდის საკუთარ სახლში“.ბაიდენმა ავღანეთში წარუმატებლობა იმით ახსნა, რომ ამერიკელები იქ „კონტრტერორისტულ მისიას ატარებდნენ ტერორისტებთან საბრძოლველად და თავდასხმების შესაჩერებლად. მაგრამ ის გადაიზარდა ერის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიული, შეკრული და ერთიანი ავღანეთის შექმნის მცდელობაში, რაც არასოდეს გაკეთებულა ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში“.მარტივად ეს ნიშნავს შემდეგს: ჩვენ შევეჭიდეთ გადაუჭრელ პრობლემას, გვსურდა გაგვეცივილურებინა ველური ხალხი, მთის შვილები, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ამიტომ ამას აღარ გავაკეთებთ. ჩვენ მაინც ყველაზე უკეთესები, უფრო პროგრესულები, რჩეულები და ყველაზე ძლიერები ვართ, მაგრამ აღარ გავგზავნით ჯარებს უცხოური მთავრობების დასამხობად.ნუთუ მართლა იტყვის უარს ამერიკა საზღვარგარეთ სამხედრო ინტერვენციების განხორციელებაზე და მსოფლიო ოდნავ მაინც დაისვენებს ამ საკითხში?ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომელ ამერიკაზე მიდის საუბარი — სახელმწიფო აშშ-ზე თუ დასავლური სამყაროს ლიდერზე, რომელიც ხელს უწყობს გლობალიზაციის ატლანტიკურ პროექტს? ნაციონალურ სახელმწიფოზე თუ ზენაციონალურ ძალაზე, რომელიც „უნივერსალურ ლიბერალურ პრინციპებზე" დაფუძნებულ მისთვის ხელსაყრელ მსოფლიო წესრიგს აგებს? არსებობს კი ახლა საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო? ტრამპის დამხობა საპირისპიროს ამტკიცებს — წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ამერიკელი ხალხის ეროვნული ინტერესები და უფლებები ასე უხეშად და ღიად არ დაირღვეოდა. შეერთებული შტატები დიდი ხანია საკუთარი გლობალისტური ელიტის მძევალია, რომელიც არც უკან დახევას აპირებს და არც გლობალურ მიზნებზე უარის თქმას. მაშ, რა გამოდის, რომ ბაიდენი უბრალოდ ცრუობს?არა, ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს: აშშ-ს ახლა ნამდვილად არ სჭირდება გლობალური ინტერვენციები. ანუ მათ შეუძლიათ ფიზიკურად დაამარცხონ და დაიკავონ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მაგრამ რა სარგებლობა აქვს ამას? ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ხომ მხოლოდ სამყაროს გაკონტროლება არ სურდა — მას სურდა შეექმნა „სწორი“ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს დაემყარებოდა. ანუ, უნდოდა ჰქონოდა იდეოლოგიური კონტროლი მსოფლიოზე, რომელიც სამხედრო და ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით იქნებოდა განმტკიცებული.ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური ბრძოლის მოგება მას ზედონეზე სურდა, მაგრამ საბოლოოდ მარტივი გეოპოლიტიკის დონეზე დაიწყო დამარცხება. რაში სჭირდებოდა გლობალისტურ შტატებს ერაყისა და ავღანეთის ოკუპაცია? ტერორთან ბრძოლისთვის, ნავთობისა თუ ჰეროინის კონტროლისთვის? არა, დიდი ახლო აღმოსავლეთის რეფორმირების, ისლამურ სამყაროში ანტიდასავლური პროცესების შეკავებისა და საბოლოოდ ევრაზიის კონტროლისთვის. და რა გამოვიდა სამხედრო ინტერვენციის შედეგად? ზუსტად საპირისპირო — ისლამურ სამყაროში ამერიკისადმი მზარდი სიძულვილი და მისი კლიენტებისა და მოკავშირეების შეერთებული შტატების საიმედოობისადმი იმედგაცრუება. მაგრამ ამერიკამ მხოლოდ გლობალურ დონეზე კი არ გაიუარესა პოზიციები, ის ასევე დასუსტებულია და გახლეჩილი შიგნითაც. ამ პირობებში მსოფლიო ჰეგემონიაზე პრეტენზიების დრო არ არის — ახლა შესვენება და თვითმკურნალობაა საჭირო.ეს არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც ტრამპი სთავაზობდა — ოღონდ ეგაა, ის არ იყო მიჯაჭვული შეერთებული შტატების გლობალურ მისიაზე, გლობალიზმსა და ატლანტიზმზე, როგორც ასეთზე. მას ნამდვილად სურდა შეერთებული შტატების აღდგენა და გაძლიერება, მაგრამ არა იმისათვის, რომ შემდეგ განახლებული ენერგიით დაბრუნებოდა ბაბილონის კოშკის მშენებლობას, ანუ გლობალურ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. არა, ტრამპი სამყაროს აღიქვამს როგორც ძალის სხვადასხვა ცენტრებს, „დერჟავებსა“ და ცივილიზაციებს შორის ბრძოლას. აი, „ვაშინგტონური ჭაობი“ კი, რომელმაც ტრამპი მოიშორა, სამყაროს ამერიკული ბატონობისთვის განკუთვნილ ტერიტორიად აღიქვამს.ასეთი მესიანური შეხედულება, „ღმერთის რჩეულად“ თავის შეგრძნება თავდაპირველად მხოლოდ ამერიკული ელიტისთვის იყო დამახასიათებელი (რომელიც ინგლისელი პროტესტანტ-კვაკერებისგან ჩამოყალიბდა), მაგრამ მე-20 საუკუნეში შტატებმა შესაბამისი შესაძლებლობები მიიღო და ატლანტიკური სამყაროს პროექტის განხორციელების პროცესში ევროპა უკანა პლანზე გასწია. მათ შორის, ოკუპაციის ჩათვლით.სხვათა შორის, ოკუპირებულ ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში, შეერთებულმა შტატებმა ფორმალურად იგივე გააკეთა, რაც ავღანეთში — აშენებდა სწორ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ზუსტად იმავეს აკეთებდნენ იაპონიაშიც და მიაღწიეს კიდეც გარკვეულ წარმატებას. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ფიქრობენ, სანამ ტოკიო მჭიდროდ არის დაკავშირებული ვაშინგტონთან სამხედრო ალიანსითა და ოკინავას ბაზით.მაგრამ ეს შეუდარებელი რამეებია — სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა გერმანიასა და ავღანეთში? პირველ შემთხვევაში საჭირო იყო მხოლოდ დახმარება უკვე არსებულის აღდგენაში, ხოლო მეორეში — უცხოს თავს მოხვევა გახდა საჭირო? გააჩნია, როგორ შევხედავთ ამას — უფრო ზუსტად, თუ შარიათსა და საზოგადოების ისლამურ სტრუქტურას არასამართლებრივად და არასწორად ჩათვლით. ავღანეთს ხომ სამართლებრივი სტრუქტურის საკუთარი მოდელი ჰქონდა, მაგრამ ეს საერთოდ არ აინტერესებდათ ამერიკელებს.მათ მხოლოდ შარიათისა არ ეშინოდათ. მათ ასევე დაბლოკეს გადაწყვეტილება მეფე ზაჰირ შაჰის ტახტზე დაბრუნების (ჩამოაგდეს 1973 წელს) თაობაზეც, რომლის მიღებასაც ლოია ჯირგა — ყველა ავღანური ტომის საბჭო, ხალხის რეალური ხმა 2002 წელს აპირებდა. იმიტომ რომ ამერიკელებს დემოკრატიული არჩევნები სურდათ? არა, იმიტომ რომ მათ არაფერი ესმოდათ ავღანელი ხალხისა და არც მათი პრობლემები აღელვებდათ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210901/saidan-aqvt-talibebs-miliardobit-dilari-259225975.html
https://sputnik-georgia.com/20210511/amerikelebis-251703783.html
https://sputnik-georgia.com/20210831/talibebi-germaniisa-da-safrangetis-arcevnebsi-caerivnen-259178617.html
https://sputnik-georgia.com/20210826/dasavletis-sisebi-talibebs-ass-ekonomikis-ganadgureba-seuzliat-258672868.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0f/251466298_89:0:1909:1365_1920x0_80_0_0_a4b26d122662a1e53a03fac26e9b74ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
ნუთუ მართლაც ცვლის ამერიკა თავის გლობალურ სტრატეგიას — ჯო ბაიდენმა ხომ ამერიკული ინტერვენციონიზმის დასასრული გამოაცხადა? ჯერ იყო და მისმა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების სრულ გაყვანაზე საუბრისას, რომ „ტრადიციულმა ომებმა გამოფიტა ამერიკა და მათი ეპოქა დასრულდა“, შემდეგ კი თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განავითარა ეს მოსაზრება:
„გადავფურცლავთ რა გვერდს საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში ატარებდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე. <...> ავღანეთის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. საუბარია სხვა ქვეყნების გადასაკეთებლად მსხვილი სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასრულებაზე. ამ თვალსაზრისზე და ჯარების ფართომასშტაბიან განთავსებაზე უარის თქმა უფრო ძლიერს, ეფექტურსა და უსაფრთხოს გაგვხდის საკუთარ სახლში“.
ბაიდენმა ავღანეთში წარუმატებლობა იმით ახსნა, რომ ამერიკელები იქ „კონტრტერორისტულ მისიას ატარებდნენ ტერორისტებთან საბრძოლველად და თავდასხმების შესაჩერებლად. მაგრამ ის გადაიზარდა ერის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიული, შეკრული და ერთიანი ავღანეთის შექმნის მცდელობაში, რაც არასოდეს გაკეთებულა ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში“.
მარტივად ეს ნიშნავს შემდეგს: ჩვენ შევეჭიდეთ გადაუჭრელ პრობლემას, გვსურდა გაგვეცივილურებინა ველური ხალხი, მთის შვილები, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ამიტომ ამას აღარ გავაკეთებთ. ჩვენ მაინც ყველაზე უკეთესები, უფრო პროგრესულები, რჩეულები და ყველაზე ძლიერები ვართ, მაგრამ აღარ გავგზავნით ჯარებს უცხოური მთავრობების დასამხობად.
ნუთუ მართლა იტყვის უარს ამერიკა საზღვარგარეთ სამხედრო ინტერვენციების განხორციელებაზე და მსოფლიო ოდნავ მაინც დაისვენებს ამ საკითხში?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომელ ამერიკაზე მიდის საუბარი — სახელმწიფო აშშ-ზე თუ დასავლური სამყაროს ლიდერზე, რომელიც ხელს უწყობს გლობალიზაციის ატლანტიკურ პროექტს? ნაციონალურ სახელმწიფოზე თუ ზენაციონალურ ძალაზე, რომელიც „უნივერსალურ ლიბერალურ პრინციპებზე" დაფუძნებულ მისთვის ხელსაყრელ მსოფლიო წესრიგს აგებს? არსებობს კი ახლა საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო? ტრამპის დამხობა საპირისპიროს ამტკიცებს — წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ამერიკელი ხალხის ეროვნული ინტერესები და უფლებები ასე უხეშად და ღიად არ დაირღვეოდა. შეერთებული შტატები დიდი ხანია საკუთარი გლობალისტური ელიტის მძევალია, რომელიც არც უკან დახევას აპირებს და არც გლობალურ მიზნებზე უარის თქმას. მაშ, რა გამოდის, რომ ბაიდენი უბრალოდ ცრუობს?
არა, ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს: აშშ-ს ახლა ნამდვილად არ სჭირდება გლობალური ინტერვენციები. ანუ მათ შეუძლიათ ფიზიკურად დაამარცხონ და დაიკავონ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მაგრამ რა სარგებლობა აქვს ამას? ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ხომ მხოლოდ სამყაროს გაკონტროლება არ სურდა — მას სურდა შეექმნა „სწორი“ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს დაემყარებოდა. ანუ, უნდოდა ჰქონოდა იდეოლოგიური კონტროლი მსოფლიოზე, რომელიც სამხედრო და ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით იქნებოდა განმტკიცებული.
ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური ბრძოლის მოგება მას ზედონეზე სურდა, მაგრამ საბოლოოდ მარტივი გეოპოლიტიკის დონეზე დაიწყო დამარცხება. რაში სჭირდებოდა გლობალისტურ შტატებს ერაყისა და ავღანეთის ოკუპაცია? ტერორთან ბრძოლისთვის, ნავთობისა თუ ჰეროინის კონტროლისთვის? არა, დიდი ახლო აღმოსავლეთის რეფორმირების, ისლამურ სამყაროში ანტიდასავლური პროცესების შეკავებისა და საბოლოოდ ევრაზიის კონტროლისთვის. და რა გამოვიდა სამხედრო ინტერვენციის შედეგად? ზუსტად საპირისპირო — ისლამურ სამყაროში ამერიკისადმი მზარდი სიძულვილი და მისი კლიენტებისა და მოკავშირეების შეერთებული შტატების საიმედოობისადმი იმედგაცრუება. მაგრამ ამერიკამ მხოლოდ გლობალურ დონეზე კი არ გაიუარესა პოზიციები, ის ასევე დასუსტებულია და გახლეჩილი შიგნითაც. ამ პირობებში მსოფლიო ჰეგემონიაზე პრეტენზიების დრო არ არის — ახლა შესვენება და თვითმკურნალობაა საჭირო.
ეს არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც ტრამპი სთავაზობდა — ოღონდ ეგაა, ის არ იყო მიჯაჭვული შეერთებული შტატების გლობალურ მისიაზე, გლობალიზმსა და ატლანტიზმზე, როგორც ასეთზე. მას ნამდვილად სურდა შეერთებული შტატების აღდგენა და გაძლიერება, მაგრამ არა იმისათვის, რომ შემდეგ განახლებული ენერგიით დაბრუნებოდა ბაბილონის კოშკის მშენებლობას, ანუ გლობალურ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. არა, ტრამპი სამყაროს აღიქვამს როგორც ძალის სხვადასხვა ცენტრებს, „დერჟავებსა“ და ცივილიზაციებს შორის ბრძოლას. აი, „ვაშინგტონური ჭაობი“ კი, რომელმაც ტრამპი მოიშორა, სამყაროს ამერიკული ბატონობისთვის განკუთვნილ ტერიტორიად აღიქვამს.
ასეთი მესიანური შეხედულება, „ღმერთის რჩეულად“ თავის შეგრძნება თავდაპირველად მხოლოდ ამერიკული ელიტისთვის იყო დამახასიათებელი (რომელიც ინგლისელი პროტესტანტ-კვაკერებისგან ჩამოყალიბდა), მაგრამ მე-20 საუკუნეში შტატებმა შესაბამისი შესაძლებლობები მიიღო და ატლანტიკური სამყაროს პროექტის განხორციელების პროცესში ევროპა უკანა პლანზე გასწია. მათ შორის, ოკუპაციის ჩათვლით.
სხვათა შორის, ოკუპირებულ ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში, შეერთებულმა შტატებმა ფორმალურად იგივე გააკეთა, რაც ავღანეთში — აშენებდა სწორ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. ზუსტად იმავეს აკეთებდნენ იაპონიაშიც და მიაღწიეს კიდეც გარკვეულ წარმატებას. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ფიქრობენ, სანამ ტოკიო მჭიდროდ არის დაკავშირებული ვაშინგტონთან სამხედრო ალიანსითა და ოკინავას ბაზით.
მაგრამ ეს შეუდარებელი რამეებია — სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა გერმანიასა და ავღანეთში? პირველ შემთხვევაში საჭირო იყო მხოლოდ დახმარება უკვე არსებულის აღდგენაში, ხოლო მეორეში — უცხოს თავს მოხვევა გახდა საჭირო? გააჩნია, როგორ შევხედავთ ამას — უფრო ზუსტად, თუ შარიათსა და საზოგადოების ისლამურ სტრუქტურას არასამართლებრივად და არასწორად ჩათვლით. ავღანეთს ხომ სამართლებრივი სტრუქტურის საკუთარი მოდელი ჰქონდა, მაგრამ ეს საერთოდ არ აინტერესებდათ ამერიკელებს.
მათ მხოლოდ შარიათისა არ ეშინოდათ. მათ ასევე დაბლოკეს გადაწყვეტილება მეფე ზაჰირ შაჰის ტახტზე დაბრუნების (ჩამოაგდეს 1973 წელს) თაობაზეც, რომლის მიღებასაც ლოია ჯირგა — ყველა ავღანური ტომის საბჭო, ხალხის რეალური ხმა 2002 წელს აპირებდა. იმიტომ რომ ამერიკელებს დემოკრატიული არჩევნები სურდათ? არა, იმიტომ რომ მათ არაფერი ესმოდათ ავღანელი ხალხისა და არც მათი პრობლემები აღელვებდათ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს