მოსაზრება: არის თუ არა განკუთვნილი ამერიკელების „ავღანური ბომბი“ რუსეთისთვის?

© REUTERS / Baz Ratnerამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
Yandex newsTelegram
მას შემდეგ, რაც აპრილის შუა რიცხვებში ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების სრული გამოყვანის თარიღის გადატანის (1 მაისიდან 11 სექტემბრამდე) შესახებ განაცხადა, ქვეყანაში სულ უფრო ძლიერად იღვრება სისხლი — ძალადობამ მკვეთრად მოიმატა, დაღუპულთა რაოდენობა ასობით კაცს ითვლის.

პიოტრ აკოპოვი

მხოლოდ 8 მაისს ქაბულის რაიონ დაშთ-ე-ბარჩიში მომხდარ აფეთქებას თითქმის 60 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად 11-15 წლის სკოლის მოსწავლეები. რა ხდება? ვიღაცას ძალიან არ უნდა ჯარების გაყვანა თუ პირიქით, ვიღაც აჩქარებს, გასვლისკენ უბიძგებს ამერიკელებს? და რა მოხდება მათი წასვლის შემდეგ?

ამერიკის ჯარები ავღანეთს ტოვებენ - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
აშშ-ის ჯარები ავღანეთს ტოვებენ: ფოტოებზე ასახული საომარი მოქმედებები

რუსეთისთვის ეს ზერელე საკითხი არ არის: მიუხედავად სსრკ-ის დაშლისა, რუსეთს ავღანეთთან არსებითად მაინც საერთო საზღვარი აქვს. ტაჯიკეთი, რომელზეც ყოფილი საბჭოთა საზღვრის უდიდესი ნაწილი მოდის, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია — ანუ რუსეთის სამხედრო მოკავშირეა. ავღანეთთან მოსაზღვრე უზბეკეთი და თურქმენეთი ასევე შედიან რუსეთის ეროვნულ ინტერესებსა და პასუხისმგებლობაში. თუ ავღანეთში სრულფასოვანი სამოქალაქო ომი გაჩაღდება, მისი ცეცხლის კვამლი მთელ შუა აზიას დაფარავს. უარეს შემთხვევაში კი ალი მასაც მოედება, ვინაიდან ავღანეთში იგივე ხალხები ცხოვრობენ, რომლებიც ზემოთ ნახსენებ სამ რესპუბლიკაში. რუსეთში უკვე ისმის შეფასებები, რომ ამერიკული ჯარების გაყვანა — ეს აშშ-ის მარცხი კი არ არის, არამედ ლამის რუსეთის საწინააღმდეგო დივერსია: თითქოს ვაშინგტონს ამ გზით გადააქვს კრემლის ყურადღება აღმოსავლეთისკენ, სადაც ახლა ყველაფერი დაიწვება და რუსეთს მთელი ძალების შუააზიური კოშმარის ჩასაქრობად გადასროლა მოუწევს. იქნებ ვთხოვოთ კიდეც ამერიკელებს ავღანეთში დარჩენა?

მსგავსი ფსევდოკონსპიროლოგია სასაცილოა: ამერიკელებმა ავღანეთში სასურველიდან ვერაფერს ვერ მიაღწიეს.

ალ-ქაიდა ლიკვიდირებულია თუ ის იყო და კვლავაც რჩება ქსელურ ორგანიზაციად, რომელიც ისლამური სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვა სტრუქტურებსა და დაჯგუფებებს აკავშირებს ერთმანეთთან? დიახ, რადიკალურად განწყობილ დაჯგუფებებს, მაგრამ ამერიკელების მიერ ავღანეთის ოკუპაციამ ხომ მხოლოდ გააძლიერა იანკებისადმი სიძულვილი ისლამურ სამყაროში, ანუ ფაქტობრივად ჯიჰადისტების გავლენის გაზრდაზე იმუშავა?

აშშ-ის არმიის სამხედოები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყეს

დაამარცხეს თალიბანი? მაგრამ ის ქაბულის ხელისუფლებაში მოვა უახლოეს მომავალში ამერიკელების წასვლის შემდეგ: მშვიდობიანი გზით, როგორც კოალიციური მთავრობის ნაწილი, ან სამხედრო გზით — ასეთ შემთხვევაში უკვე ერთპიროვნულად.

ამერიკელებს ავღანეთიდან რუსეთსა და ჩინეთზე (ასევე ირანზე) ზეწოლა, ევრაზიის საკვანძო რეგიონში მუდმივი ყოფნისთვის პლაცდარმის მოწყობა სურდათ?

სურდათ, მაგრამ ამისთვის რეალურად უნდა დაემორჩილებინათ ავღანეთი და საკუთარ კონტროლქვეშ უნდა მოექციათ იგი. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამერიკელები იძულებული იქნებიან უბრალოდ კი არ წავიდნენ, არამედ ათობით ათასი ავღანელიც გაიყოლონ, რომლებიც მათზე მუშაობდნენ – ისინი, ვისაც თალიბები (და არა მარტო) კოლაბორაციონისტებად და ოკუპანტის ხელშემწყობებად მიიჩნევენ. ანუ აშშ-ის პოზიციები ავღანეთში უბრალოდ კი არ ჩამოიშლება, არამედ განადგურდება.

მაგრამ აშშ-ს ხომ ავღანეთიდან გასვლის შემდეგ მეზობელ ქვეყნებში სურს გამაგრება? Wall Street Journal-მა შაბათს გავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი „რეგიონულ პლაცდარმებს ეძებს ჯარების განთავსებისა და თალიბებზე კონტროლის განხორციელებისთვის ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ“. სავარაუდო ვარიანტებად მოიაზრება როგორც მეზობელი, ისე დაშორებული ქვეყნები, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ასევე განიხილება სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების განთავსების შანსები სპარსეთის ყურეში.

ამერიკელი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
მოსაზრება: ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანას თალიბები ხელმძღვანელობენ

ბაიდენმა უკვე დადო პირობა, რომ თუ ალ-ქაიდა ან „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს შეუქმნიან აშშ-ს ან მის ინტერესებს ავღანეთში, შტატები ავიადარტყმებს განახორციელებს. მაგრამ ამერიკელებს სურთ ჰქონდეთ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა. 11 სექტემბრის შემდეგ ხომ ავღანეთში აღარც ამერიკული და აღარც სხვა უცხოური ჯარები აღარ დარჩებიან — და როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ამერიკის საელჩოს (რომელშიც ათასამდე კაცის დატოვებას აპირებენ) თავს დაესხმებიან? პაკისტანიდან გაგზავნიან დახმარებას? ის შორსაა და თანაც ურთიერთობებიც სულ უფრო უარესდება. ამიტომ „სამხედრო ბაზების შესაქმნელად ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტად უზბეკეთი ან ტაჯიკეთი გამოდგებოდა, რომლებსაც უშუალო საზღვრები აქვთ ავღანეთთან და, აუცილებლობის შემთხვევაში, ჯარების სწრაფი გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნებოდა“.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ, როგორც The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, ამერიკული გეგმების შესრულებისთვის ხელის შეშლა რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს ასეცაა: ამერიკელებს არავინ მისცემს ცენტრალურ აზიაში განმტკიცების უფლებას. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ რუსეთმა შტატებს ყირგიზეთსა და უზბეკეთში ბაზების შექმნის საშუალება მისცა, მაგრამ მაშინ რუსეთი სუსტიც იყო და არც აშშ-თან ჰქონდა ესოდენ აქტიური დაპირისპირება. ახლა შუა აზიაში ამერიკელების ვერანაირ განმტკიცებაზე (დროებითზეც კი) საუბარიც ვერ იქნება: ავღანეთის ოცწლიანი ოკუპაციის შემდეგ მათ რეგიონის სრულად დატოვება მოუწევთ, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რუსეთისა და ჩინეთის მიერ ჩამოყალიბებული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) იქნება, და რომელშიც ახლა, ცენტრალური აზიის ყველა რესპუბლიკის გარდა, ასევე შედიან ინდოეთი და პაკისტანი, მალე კი ირანიც შეუერთდება სრულუფლებიანი წევრის სახით. 

ქართველო სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

ანუ ავღანეთი სრულად გარემოცული აღმოჩნდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებით. ამასთან თავად ავღანეთს ორგანიზაციაში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ქაბული SCO-ში სრულიად ობიექტური მიზეზებით არ მიიღეს: ალიანსის წევრი არ შეიძლება იყოს ოკუპირებული და სრულფასოვანი სუვერენიტეტის არმქონე ქვეყანა.

SCO-ს მიზანი — ესაა აზიაში, უპირველესად, ცენტრალურში, მშვიდობის მხარდაჭერა. SCO-ს ჯერჯერობით არ ჰყავს საკუთარი მშვიდობისმყოფლები, თუმცა ავღანეთში ჯარების შეყვანის, ერთი ოკუპანტის მეორით ჩანაცვლების აუცილებლობა არც არსებობს.

ავღანელები უკვე 40 წელზე მეტია ერთმანეთს ეომებიან, ხოლო უცხოელებს — 28 წელი. შიდაავღანური დიალოგის უზრუნველსაყოფად პოლიტიკური პირობები უნდა შეიქმნას, რათა, თუ არა შერიგება, სხვადასხვა ხალხების თუნდაც შეიარაღებული, მაგრამ მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდეს. გარედან ჩარევის (მით უმეტეს, ატლანტიკურის) გარეშე, მაგრამ ყველა მეზობელი და ახლო ქვეყნის — რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანისა და ინდოეთის აქტიური მონაწილეობით.

თუმცა აშშ-საც შეუძლია და უნდა მიიღოს კიდეც მონაწილეობა ავღანელების შერიგების საქმეში. მაგრამ ეგაა, რომ ქვეყნიდან ჯარების გაყვანის შემდეგ მათი მომხრეების მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა წინააღმდეგობად იქცეს ნებისმიერი დიალოგისთვის.

ასეა თუ ისე, ავღანეთზე პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი ამერიკელების იქიდან გასვლის შემდეგ SCO-ს და, განსაკუთრებით, მის სამ წევრს — რუსეთს, ჩინეთსა და პაკისტანს დააწვება. ეს მათ ინტერესებშიცაა და ავღანელი ხალხისაც.

SCO-ს ამოცანა−მინიმუმია – არ დაუშვას ავღანური პრობლემის ქვეყნის გარეთ გადატანა იმ დონემდე, რა დროსაც ამით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას მოუწევს მისით დაკავება. ხოლო ამოცანა−მაქსიმუმი — ეს ყველა ავღანურ მხარის რეალური შერიგების და ახალი ფედერაციული ავღანეთის მშენებლობის ხელშეწყობაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0