მოსაზრება: თალიბები საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში ჩაერივნენ

© AP Photo / Rahmat Gulთალიბები ქაბულში
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
ელენა კარაევა
დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები პირისპირ ფორმატში (რაც დისკუსიის საგანგებო მნიშვნელობაზე მეტყველებს) იმსჯელებენ – რა მოუხერხონ ამჯერად ავღანეთიდან დაძრულ არალეგალთა ნაკადს, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს დაახლოებით 8-12 კვირაში მიაღწევს. „ევროპულ სამოთხეში“ უკეთესი ბედისა და თავშესაფრის საძებნელად რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლას ორ თვეზე მეტი და სამ თვეზე ნაკლები სჭირდება. თუმცა საზღვრები დაკეტილი იქნება.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
მოსაზრება: ევროპა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი
აქ არანაირი ილუზია არ უნდა არსებობდეს: გერმანიაც (სადაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა) და საფრანგეთიც (სადაც არჩევნები მომავალი წლის აპრილის შუა რიცხვებშია დანიშნული) ყველაზე მეტად უფრთხიან ექვსი წლის წინანდელი სცენარის გამეორებას, როდესაც კანცლერმა ანგელა მერკელმა მარტო გერმანიის კარიბჭე კი არ შეხსნა, არამედ მთელი ევროკავშირისა.
მაშინ პარიზისა და ბერლინის, ასევე, რაც მთავარია, ბრიუსელის ხელმძღვანელობას ილუზიები ჰქონდათ ევროპის უნარზე, მოეხდინათ მილიონობით არალეგალის ასიმილაცია. იყო ლოზუნგებიც (და მედიაბერკეტებიც მათი პოპულარიზაციისთვის), რომლებმაც ევროპელ ობივატელებს თავგზა აურიეს.
დღეს ევროპულ ელიტებს არც ერთი აქვთ და არც მეორე, სამაგიეროდ მათ ესმით უკმაყოფილო საზოგადოების მკაფიოდ გასარჩევი დრტვინვა, რომელსაც მიაჩნია, რომ ფაქტობრივად სახლი წაართვეს.
ციფრები, რომლებიც ერთი წლის წინ მოჰყავდა თავის გამოკითხვებში გავლენიან ფრანგულ IPSOS-ს, არანაირ ეჭვს არ ტოვებს ამასთან დაკავშირებით: საფრანგეთის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი არალეგალების შედინების გამო საკუთარ ქვეყანაში თავს „შინ აღარ გრძნობს“.
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
მსოფლიო დღეს
მაკრონი ქაბულში გაეროს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის შექმნას გეგმავს
გუშინ, აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის ფინალური კოდების გაჟღერებამდე რამდენიმე საათით ადრე, რითიც ავღანეთში მათ ოცწლიან ყოფნას წერტილი ესმებოდა, საფრანგეთმა (ბრიტანეთთან ერთად), ბოლოჯერ სცადა რა, შეენარჩუნებინა „ევაკუაციის გეგმის“ მოჩვენებითი არსებობა მაინც, გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის პროექტის განხილვის ინიციატივა წამოაყენა. იგი ბუფერული ზონის შექმნას ეხება და, უკვე ყველაფერი შესაძლებელის გამფუჭებლების — პარიზელი და ლონდონელი დიპლომატების აზრით, შესაძლებელს გახდის, ხელი შეეწყოს „ავღანელების ევაკუაციის ძალისხმევებს“.
მაკრონს თავისი წინადადება ხეირიანად არც კი ჰქონდა ფორმულირებული, რომ მას „თალიბანის“ წარმომადგენლის პასუხი მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი, ვინც დღეს აკონტროლებს ვითარებას ავღანეთში, არავის მისცემენ ამის გაკეთების უფლებას, ვინადან „საფრანგეთი რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილიყო, პარიზი არ მიესალმებოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოურ ჩარევას“.
კვირა საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტი TF1-თან ინტერვიუს დროს მეტად პეწ- და ელეგანტობადაკარგულად გამოიყურებოდა. მდგომარეობა, რომელშიც ის აღმოჩნდა, აღიწერება ცნობილი გამოთქმით უბიწოების შენარჩუნებისა და კაპიტალის მოპოვების (მოახლოებული არჩევნების მოგების) სურვილის შესახებ.
თალიბები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
დასავლეთის შიშები: თალიბებს აშშ-ის ეკონომიკისთვის ბოლოს მოღება შეუძლიათ
მაგრამ ვითარებაში, როდესაც ყოველი მომდევნო ნაბიჯი „ჭადრაკის დაფაზე“ პოზიციის კიდევ უფრო გაუარესებას იწვევს, მაკრონი ვერ იქნებოდა დღევანდელი ევროპული ისტებლიშმენტის წარმომადგენელი, თუ თავს თუნდაც შენიღბული, მაგრამ გამოხდომის უფლებას არ მისცემდა რუსეთის წინააღმდეგ (და ასევე ჩინეთისაც).
როგორც საფრანგეთის ლიდერმა თქვა, ამჟამინდელ ვითარებაში ყველამ უნდა იტვირთოს მომენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა, და მოუწოდა (თუ დაემუქრა?) მოსკოვსა და პეკინს კოორდინირებული (ვის მიერ?) ქმედებებისკენ.
მერკელმა, რომელსაც 26 დღე დარჩა პირად „დემობილიზაციამდე“ და რომელიც, რაღა თქმა უნდა, ოცნებობს, რომ მისი პარტია პირველი მივიდეს ფინიშის ხაზზე ბუნდესტაგის არჩევნებში, კიდევ მეტად ფრთხილი პოზიცია დაიკავა. იგი შეეცადა თავიდან აეცილებინა ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც დღეს ევროპაში ჩვეულებრივ წინ უსწრებს ხოლმე კიდევ უფრო ხმაურიან ჩავარდნებს.
ერთ-ნახევარი მილიონი სირიელის ასიმილაციასთან დაკავშირებული ვითარება ბრწყინვალედ არ გამოიყურება, რაც უნდა წერონ მრავალრიცხოვანი „გერმანული ტალღების“ ავტორებმა.
პოლიტიკა, როგორც კიდევ ერთი გერმანელი კანცლერი ოტო ბისმარკი მიიჩნევდა, არის შესაძლებლის ხელოვნება.
თალიბები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
დასავლეთის შიშები: თალიბებს აშშ-ის ეკონომიკისთვის ბოლოს მოღება შეუძლიათ
გამომდინარე იქიდან, თუ რას ამბობენ და აკეთებენ დღეს ისინი, ვინც ევროკავშირში ასობით მილიონი ამომრჩევლის ბედს წყვეტს, კომპრომისების ძიება თუ კონსენსუსის პოვნა სადგურზე სათითეებით მოთამაშეებს დაემსგავსა, რომლებსაც შემთხვევითი გამვლელების მოტყუება აქვთ გადაწყვეტილი.
ტყუილი — უბრალოდ იმიტომ, რომ სიმართლის თქმა შეუძლებელია, თამაშში მხარის აბმა მათთვის, ვისაც მარცხნივ დაძვრენა სურს, მერე კი მარჯვნივ გადახრაც, ნებისმიერი პრინციპის არარსებობა და ასევე საკუთარი ხელით შექმნილ პრობლემებში დამნაშავის ძებნა — ასე გამოიყურება ჯერჯერობით საპრეზიდენტო კანდიდატ ემანუელ მაკრონის სამომავლო პროგრამა, თუ მის ნათქვამს დემაგოგიისგან გავწმენდთ და არსს ჩავწვდებით.
ამასობაში მარინ ლი პენი პირველი ტურის შესაძლო შედეგებში საკუთარ უპირატესობას ზრდის.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, რომლისგანაც მაკრონი არალეგალი მიგრანტების შეზღუდვასთან დაკავშირებული დღის წესრიგის მოპარვას ცდილობს, პირველია — 26 პროცენტით 24-ის წინააღმდეგ.
როდესაც საქმე სახლის მფლობელის განცდის აღდგენას ეხება, მაშინ გონიერი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებასთან სათითეებით კი არ თამაშობს, არამედ საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, ხმას ისე აძლევს, როგორც საჭიროდ მიაჩნია, ყოველთვის მიანიჭებს უპირატესობას ნამდვილ ტილოს და არა საცოდავ ასლს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანმხებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური