მოსაზრება: ევროპა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
ევროკავშირის სამიტის ოფიციალური დღის წესრიგი — ეს „დემოკრატისა და პროგრესის მოწინააღმდეგეთა“ ქმედებების განხილვაა. ასეთად მონაწილე ქვეყნები რუსეთსა და ბელარუსს მიიჩნევენ.

ელენა კარაევა

ამ უკანასკნელის მიმართ სასანქციო პაკეტი საბოლოოდ დამტკიცდება — მასში, როგორც მოსალოდნელია, შევა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ევროპაში ბელარუსული კალიუმის ექსპორტს (რაც ევროპელი ფერმერების მიერ მომხმარებული ნედლეულის მეოთხედს შეადგენს, სად და ვისგან შეიძენენ დანაკლისს, უცნობია) შეეხება.

ვლადიმირ პუტინი და ანგელა-მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
წყარო: ევროკავშირმა უარი თქვა პუტინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე

აი რუსეთის საქციელს კი ეს ახალმოდური ევროპული „პარტკომი“ პუნქტობრივად განიხილავს, რათა ევროპული სახენათელი საზოგადოება შეაძრწუნოს, რომელსაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია „აღმოსავლეთიდან საფრთხის“ გარეშე.

თუ ვითარებას „დასავლელი პარტნიორების“ მიერ შემოთავაზებული სამხედრო ტერმინებით აღვწერთ, დაზვერვაში ასეთი სახის საქციელს „უმნიშვნელო მიზნისკენ ყურადღების გადატანა“ ჰქვია, ვინაიდან, თუ ევროკავშირისთვის ნამდვილი საფრთხე მართლაც არსებობს, ის აღმოსავლეთიდან კი არ მომდინარეობს, არამედ სამხრეთიდან.

ეს საფრთხე იმდენად არსებითია, რომ ღიად მასზე მსჯელობა არავის უნდა. ეშინიათ და იმიტომ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არალეგალური მიგრაცია ხომ ბიკფორდის შნურად იქცა, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეიძლება წაეკიდოს ცეცხლი.

თავად განსაჯეთ: თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე სამ მილიონ პოტენციურ ლტოლვილს ინახავს, რომლებსაც ევროპაში მოხვედრა სურთ. და მხოლოდ ანკარის ნებაზე დამოკიდებული, განაგრძობს თუ არა ბრიუსელთან შეთანხმების დაცვას, თუ არა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ლავროვი: ნატო უარს ამბობს სამხედრო ხაზით რუსეთთან კონტაქტზე

ხმელთაშუა ზღვაში არალეგალების გადარჩენით დაკავებულ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და მათ შორის იურიდიულად დამყარებული კავშირების ფონზე, ვინც თავშესაფრის პოტენციურ მაძიებლებს (და უხვი ევროპული სოცპაკეტის შესაძლო მიმღებებს) მყიფე ნავებში სხამს ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებთან, ევროკავშირი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადმიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილები სასამართლოს გადასცეს.

საკმარისი იყო, იტალიის პროკურატურას იმაზე ოდნავ ღრმად ჩაეხედა საქმეში, ვიდრე ამის უფლებას პრესა აძლევდა, რომ გაირკვა: ჩრდილოეთ აფრიკიდან გასაბერი ნავების გამგზავნელებსა და მათ შორის, ვინც, კაცმა რომ არ იცის, ვისი ფულით დაფრახტული გემების ბორტზე არალეგალებს იღებს, მტკიცე და თბილი ურთიერთობებია დამყარებული, ხოლო ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების ყველა მიღწევა ორივე მხარის სამსახურშია.  

ამის თაობაზე დეტალურად წერს თავის მოხსენებაში ევროპოლიც, და ციფრებიც მოჰყავს. „ევროპულ ედემში“ მოხვედრის მსურველი მხოლოდ ერთი მიგრანტის გადაგზავნით ორგანიზებული დანაშაული საშუალოდ შვიდ ათას ევროს იღებს.

ჟენევის სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ჯენ პსაკი: ჟენევის სამიტს ვაშინგტონის ანტირუსული სანქციების პოლიტიკა არ შეუცვლია

არსებობს მონაცემები, რომ ამა თუ იმ გზით, საფრანგეთში ყოველწლიურად დაახლოებით 350-400 ათასი კაცი ხვდება ( რაც ნიცის მოსახლეობის ტოლია). თუ ვივარაუდებთ, რომ ქვეყანაში არალეგალების მხოლოდ ნახევარი ან მესამედი რჩება, მაშინ ამან, თეორიულად მაინც, ერთი მხრივ, ხელისუფლება უნდა აიძულოს, გადაჭრას პრობლემა, მეორე მხრივ კი — საზოგადოება გამოაფხიზლოს.  

საფრანგეთის ქალაქების ქუჩები ფრანგებს აღარ ეკუთვნით. გარეთ სიარული უკვე უხიფათო აღარც არის. იმ კვარტალებშიც კი, რომლებიც ფეშენებელურად მიიჩნევა, ქალებს შეიძლება კისრიდან წაგლიჯონ ძეწკვი, ან ხელიდან სამაჯური შეხსნან. 

შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერება, თუ მძღოლს მინები ყრუდ არ აქვს აწეული, შეიძლება ძარცვით დასრულდეს.

მეტროთი მგზავრობა შესაძლოა მობილური ტელეფონის დაკარგვით დასრულდეს. ეს, როგორც პოლიცია უწოდებს, წვრილი კანონდარღვევები, პრაქტიკულად არასდროს ხვდება პრესის ფურცლებსა თუ საინფორმაციო პორტალების ახალი ამბების ლენტებში— მეხუთე რესპუბლიკის ჟურნალისტებს მტკიცედ სწამთ, რომ მსგავსი ცნობები „სიძულვილს აღვივებს სუსტებისა და დაუცველების“ მიმართ. 

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
მერკელი: ევროკავშირმა რუსეთის პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი უნდა შექმნას

სამაგიეროდ რისხვა რეგულარულად ატყდება თავს მათ, ვინც ბედავს და ღიად საუბრობს იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

ამის უახლესი მაგალითია მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ უამრავი სარჩელი (მათ შორის საფრანგეთის ადვოკატთა პალატის მხრიდანაც): მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მასალებში მითითებული იყო, რომ მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი არალეგალი მიგრანტის შენახვა ხაზინას წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ევრო უჯდება. ეს სრულიად ოფიციალური ციფრებია. ისინი სენატის კომისიის მოხსენებიდანაა აღებული და მათი უარყოფა ძალიან რთულია. ხოლო „ნაცგაერთიანების“ ერთადერთი ცოდვა — ეს ისაა, რომ მონაცემები გაასაჯაროვა.

პრესა, კომენტატორები და ექსპერტები, რომლებიც გამუდმებით სხედან თოქ-შოუებში და ნაციონალისტებს (რეალურად კი პატრიოტებს) ქსენოფობიაში ადანაშაულებენ, ამასთან დაუსრულებლად უჭერენ მხარს „ყურთამდე ღია კარის“ პოლიტიკას, ტექნიკურად ვერ ამჩნევენ ვერც ევროპოლის სულ უფრო შემაშფოთებელ ანგარიშებს, ვერც სპეციალისტ-კრიმინალისტების გაფრთხილებებს, რომლებიც არალეგალური მიგრაციის ექსპონენციალურ ზრდასა და საზოგადოებაში ძალადობის დონის მატებას შორის კავშირს ხედავენ.    

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ვლადიმირ პუტინი: „წარსულის მიუხედავად, გახსნილები უნდა ვიყოთ“

ძალიან ცნობილი ექიმი-ფსიქიატრი მორის ბერჟე, რომელიც უფროსი ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებში ძალადობის პრობლემებზე მუშაობს, „ფიგაროსთან“ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს: „აუცილებელია რამდენიმე წლით შეჩერდეს უკონტროლო არალეგალური მიგრაცია მანამ, სანამ ჩამოსულები არ შეეგუებიან იმას, რომ საცხოვრებელი ქვეყნის კანონები აუცილებლად უნდა დაიცვან. დიახ, ვიღაცას ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება უსამართლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“.

უკონტროლო არალეგალური მიგრაცია პრაქტიკულად ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ევროკავშირის შიგნით მძლავრ უთანხმოებას იწვევს.

არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც პირველები იღებენ დარტყმას თავზე და „მომავალ ევროპელებს“, რომლებსაც ბრიუსელი სახსრებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე ტოვებს, ცხოვრების პირობებს უქმნიან. ამას, თავის მხრივ, არალეგალების უკვე თანამეგობრობის შიგნით გადაადგილებაზე ყველანაირი კონტროლის დაკარგვა მოსდევს. ამაზე საბერძნეთის ხელისუფლება აბსოლუტურად ღიად საუბრობს. 

ევროკავშირისა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
სიტყვით ზეწოლა, საქმით – თანამშრომლობა: ევროკავშირის „ახალი“ სტრატეგია რუსეთის მიმართ

თავისი ხმის მიცემას ცდილობს იტალიაც: სამიტის წინ რომმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში მიგრაციის თემის შეტანას, მიღების ამჟამინდელი პროცედურის (ნაწილობრივ მაინც) გადახედვას, ევროპელად გახდომის მსურველთა აღრიცხვასა და კონტროლს მოითხოვს, მაგრამ პრაგმატული მარიო დრაგის მოწოდებას რეაქციები არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ მისი სიტყვები „გაგებულია“.

არიან კიდევ უნგრეთი და პოლონეთი: ბუდაპეშტი და ვარშავა, ხედავენ რა, რაც ხდება პარიზში, ნიცაში, ავინიონსა თუ გეტოდ ქცეულ გარეუბნებში, სრულებით არ ისწრაფვიან იმისკენ, რომ მსგავსი ვითარება საკუთარ ქვეყნებშიც შექმნან — არც „ევროპული სოლიდარობის“ ფარგლებში და არც შესაძლო ფინანსური ბონუსების სანაცვლოდ.

მით უმეტეს, რომ ურბანსაც და მორავეცკისაც (მაკრონისგან განსხვავებით, რომელსაც პრაქტიკულად არ ჰყავს მომხრეები) საზოგადოების მანდატი აქვთ სწორედ ასეთი პოლიტიკის გატარებაზე.

ამგვარად, თუ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია მათ მიმღებ ქვეყნებს გარედან არ გახლეჩს, მაშინ ევროკავშირის თავზე შიგნიდან დაშლის დამოკლეს მახვილი დაეკიდება, ვინაიდან ასეთი აბსცესის გამუდმებული შეუმჩნევლობა შეუძლებელია.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ექსპერტები პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზე: ევროპას რუსეთთან მეგობრობა გაუადვილდება

ის ან უნდა გაიხსნას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას — ანუ როდესაც „უკეთესი ბედის ძიება“ ადამიანებით ვაჭრობა აღმოჩნდება, არაკომერციული ორგანიზაციები მაფიის ხელშემწყობებად იქცევიან, ხოლო ხაზინის მიერ დახარჯული ფული საიდუმლო აღარ იქნება და გადასახადის თითოეული გადამხდელისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ან დუმილის, დაფარვისა და ცენზურის პოლიტიკა გაგრძელდება და ლოგიკურ შედეგს მოიტანს. ეს შედეგი სეფსისია, ევროპული ორგანიზმის დასნებოვნება, ანუ სანამ სამოქალაქო ომი არ დაიწყება იგივე პარიზისა თუ ნიცის ქუჩებში. რაზეც მაკრონი სამხედროებმა, სხვათა შორის, უკვე სამჯერ გააფრთხილეს.

მაგრამ თუ იმის  მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვა ლიდერები, ინტელექტუალური სიბრმავის, იდეოლოგიური ინდოქტრინიულობისა და წვრილმანი წინასაარჩევნო კონიუნქტურის გამო, ევროპული ერთიანობის მტრად უკონტროლო არალეგალურ მიგრაციას კი არ მიიჩნევენ, არამედ რუსეთს, მაშინ ვექტორი არანაირად არ შეიცვლება.

ბრიუსელში გადაწყვიტეს, ამგვარად დაელოდონ საერთო ევროპულ პერიტონიტს, რომლის გაჭრა მაინც საჭირო გახდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0