https://sputnik-georgia.com/20210901/saidan-aqvt-talibebs-miliardobit-dilari-259225975.html
ნარკოტიკები, გადასახადები და იდუმალი სპონსორები: საიდან აქვთ თალიბებს მილიარდები
ნარკოტიკები, გადასახადები და იდუმალი სპონსორები: საიდან აქვთ თალიბებს მილიარდები
Sputnik საქართველო
ქსენია მელნიკოვა 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T19:43+0400
2021-09-01T19:43+0400
2021-09-01T22:30+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
ავღანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252601165_0:0:3216:1810_1920x0_80_0_0_112d9e470abccf7e36f3eb5bbdfed9db.jpg
ქსენია მელნიკოვაავღანეთში ხელისუფლებაში მოსულმა „თალიბანმა“ ქვეყნის ეკონომიკაზეც მოიპოვა კონტროლი. ნარკოტიკების ინტენსიური ტრაფიკის მიუხედავად, გასული ათწლეულების განმავლობაში ჯგუფმა ისწავლა სახსრების შეგროვება არა მხოლოდ ოპიუმისა და ჰეროინის ტრაფიკის გზით. „თალიბანმა“ დააწესა გადასახადები კონტროლირებად ტერიტორიებზე, მოითხოვა ხარკი სატრანსპორტო კომპანიებისა და მობილური ოპერატორებისგან, ასევე მიიღო ფული პაკისტანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ეს წელიწადში მილიარდ-ნახევარ დოლარზე მეტი გამოვიდა. საკმარისია თუ არა ეს სახელმწიფო ხაზინის შესავსებად, იხილეთ РИА Новости-ს მასალაში.არა მხოლოდ ნარკოტიკი„არ იქნება ნარკოტიკების წარმოება და კონტრაბანდა. ავღანეთი აღარ არის ქვეყანა, სადაც ოპიუმს ამუშავებენ“, — განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა დაბიჰულა მუჯაჰიდმა. და დაამატა, რომ საჭირო იქნება უცხოური დახმარება.ასეთი დაპირებები არაერთხელ იქნა მიცემული. 2000 წელს ისლამისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ საერთაშორისო არენაზე აღიარებისთვის მიეღწიათ, აკრძალეს ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა. ველები განადგურდა. და ნარკოტიკებით ვაჭრობა მართლაც მკვეთრად შემცირდა. მაგრამ როდესაც აშშ ავღანეთში შევიდა და ბოევიკებმა ძალაუფლება დაკარგეს, ოპიუმით, ჰეროინითა და მეტამფეტამინით ვაჭრობა ისევ აყვავდა.გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის კონტროლის ოფისი (UNODC) ავღანეთს ოპიუმის უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევს მსოფლიოში. გასულ წელს ყაყაჩოს მოსავალი 37 პროცენტით გაიზარდა. ამ კულტურით დათესილი მინდვრების საერთო ფართობია 263 ათასი ჰექტარი — ეს აბსოლუტური რეკორდია.UNODC-ს შეფასებით, ნარკოტიკების ბიზნესს „თალიბანისთვის“ 400 მილიონი დოლარი მოაქვს წელიწადში. დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო შემოსავლის მთავარი წყარო. მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა — ისლამისტებმა თავიანთი ეკონომიკა გაამრავალფეროვნეს.მრავალი განსხვავებული შემოსავალიმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მუჰამედ იაკუბმა ბოევიკებს ფულის გამომუშავების სხვა გზების ძიებისკენ მოუწოდა და მათაც მიზანმიმართულად დაიწყეს მინერალური რესურსებით მდიდარი რეგიონების დაპყრობა.ავღანეთში ბევრი სასარგებლო წიაღისეულია — სპილენძი, ბოქსიტი, რკინის საბადო, მარმარილო და დეფიციტური ლითიუმი. არის ოქროც. ეს ყველაფერი რამდენიმე ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. ბევრი საბადო ჯერ კიდევ ხელუხლებელია. მათ, რომლებიც ბოევიკების ხელში აღმოჩნდა, წელიწადში 460 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს. The Financial Times-ის ცნობით, მყიდველები ძირითადად კერძო კომპანიები არიან ჩინეთიდან, პაკისტანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.მაისში გაერომ განაცხადა, რომ თალიბანის წლიური შემოსავალი $300 მილიონიდან $1,6 მილიარდამდეა. მათ შარშან 160 მილიონი მხოლოდ გადასახადების სახით მოკრიბეს. ისლამისტებმა დაიპყრეს პროვინციები, გაანადგურეს ადგილობრივი ხაზინა, მიითვისეს იარაღი და ჯავშანტექნიკა, ასევე აიღეს ფული ბიზნესისა და მოსახლეობისგან.შემოიღეს 10-პროცენტიანი გადასახადი და კომუნალური გადასახადები (წელიწადში ორი მილიონი მხოლოდ ელექტროენერგიას მოჰქონდა), მოითხოვეს ხარკი საქონლის ტრანზიტისთვის და ცდილობდნენ რაიმე ბიზნესში ჩართვას. ცალკე პუნქტია საწვავის, სიგარეტის, საკვების, მედიკამენტების, პირველადი საჭიროების საგნების მიწოდებები.გარდა ამისა, თალიბებს უცხოეთიდანაც ეხმარებიან. როგორც BBC News-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი შედის სპარსეთის ყურის ქვეყნების კერძო სპონსორებისგან — საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და კატარიდან.პირველი სირთულეები„თალიბანმა“ ააშენა ფინანსური იმპერია, მაგრამ ყველაფერი შეირყევა, როდესაც ისინი მთავრობას ჩაუდგებიან სათავეში“, — პროგნოზირებდა დასავლური მასმედია. ასეც მოხდა. ისლამისტები, რომლებიც მანამდე ექსკლუზიურად მუშაობდნენ „შავი ეკონომიკის“ სექტორში, უკვე გადააწყდნენ პირველ სირთულეებს.მოსახლეობა, რომელსაც არ სჯერა ახალი მთავრობის დაპირებებისა, ბანკებს მიაწყდა დანაზოგის გასატანად, ამბობენ Bloomberg-ის კორესპონდენტები, რომლებიც ქაბულში მუშაობენ. ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ბანკომატებში ნაღდი ფული იწურება, ფასები მაღლა იწევს, ფქვილი და ზეთი მესამედით გაძვირდა. ქუჩები დაცარიელებულია, აფთიაქების უმეტესობა დაკეტილია.მთავრობის ხარჯების 75%, როგორც წესი, საერთაშორისო დახმარებით იფარებოდა. ქაბული 4 მილიარდ დოლარზე მეტს იღებდა წელიწადში. ამიერიდან ამის იმედი აღარ არსებობს.ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის აჯმალ აჰმადის თქმით, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, წინა ხელისუფლების მიერ დაგროვილი სახსრების უმეტესობა რესპუბლიკის გარეთაა. 9 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვიდან 7 მილიარდი შეერთებულ შტატებში ინახება. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ აქტივების გაყინვას გეგმავს.ავღანეთს ინფლაციის ნახტომისებური ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სიღარიბის ზრდა ემუქრება. თუ ახალი მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებას ვერ მიაღწევს, იზოლაცია გარდაუვალი იქნება. მაგრამ ომარ ნესარს მიაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნები მალე დაიწყებენ დიალოგს თალიბებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს შემოსავლის ახალი წყაროები შეიძლება გაუჩნდეს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210831/talibebi-germaniisa-da-safrangetis-arcevnebsi-caerivnen-259178617.html
https://sputnik-georgia.com/20210831/talibani-srulad-akontrolebs-qabulis-aeroports-259168369.html
https://sputnik-georgia.com/20210829/makroni-qabulsi-gaeros-mier-kontrolirebadi-usafrtxoebis-zonis-seqmnas-gegmavs-258886290.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252601165_264:0:2993:2047_1920x0_80_0_0_ab580ac3e679a64968873fb7ebd64112.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ავღანეთი
პოლიტიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, ავღანეთი
ავღანეთში ხელისუფლებაში მოსულმა „თალიბანმა“ ქვეყნის ეკონომიკაზეც მოიპოვა კონტროლი. ნარკოტიკების ინტენსიური ტრაფიკის მიუხედავად, გასული ათწლეულების განმავლობაში ჯგუფმა ისწავლა სახსრების შეგროვება არა მხოლოდ ოპიუმისა და ჰეროინის ტრაფიკის გზით. „თალიბანმა“ დააწესა გადასახადები კონტროლირებად ტერიტორიებზე, მოითხოვა ხარკი სატრანსპორტო კომპანიებისა და მობილური ოპერატორებისგან, ასევე მიიღო ფული პაკისტანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ეს წელიწადში მილიარდ-ნახევარ დოლარზე მეტი გამოვიდა. საკმარისია თუ არა ეს სახელმწიფო ხაზინის შესავსებად, იხილეთ
РИА Новости-ს მასალაში.
„არ იქნება ნარკოტიკების წარმოება და კონტრაბანდა. ავღანეთი აღარ არის ქვეყანა, სადაც ოპიუმს ამუშავებენ“, — განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა დაბიჰულა მუჯაჰიდმა. და დაამატა, რომ საჭირო იქნება უცხოური დახმარება.
ასეთი დაპირებები არაერთხელ იქნა მიცემული. 2000 წელს ისლამისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ საერთაშორისო არენაზე აღიარებისთვის მიეღწიათ, აკრძალეს ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა. ველები განადგურდა. და ნარკოტიკებით ვაჭრობა მართლაც მკვეთრად შემცირდა. მაგრამ როდესაც აშშ ავღანეთში შევიდა და ბოევიკებმა ძალაუფლება დაკარგეს, ოპიუმით, ჰეროინითა და მეტამფეტამინით ვაჭრობა ისევ აყვავდა.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის კონტროლის ოფისი (UNODC) ავღანეთს ოპიუმის უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევს მსოფლიოში. გასულ წელს ყაყაჩოს მოსავალი 37 პროცენტით გაიზარდა. ამ კულტურით დათესილი მინდვრების საერთო ფართობია 263 ათასი ჰექტარი — ეს აბსოლუტური რეკორდია.
UNODC-ს შეფასებით, ნარკოტიკების ბიზნესს „თალიბანისთვის“ 400 მილიონი დოლარი მოაქვს წელიწადში. დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო შემოსავლის მთავარი წყარო. მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა — ისლამისტებმა თავიანთი ეკონომიკა გაამრავალფეროვნეს.
მრავალი განსხვავებული შემოსავალი
მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მუჰამედ იაკუბმა ბოევიკებს ფულის გამომუშავების სხვა გზების ძიებისკენ მოუწოდა და მათაც მიზანმიმართულად დაიწყეს მინერალური რესურსებით მდიდარი რეგიონების დაპყრობა.
ავღანეთში ბევრი სასარგებლო წიაღისეულია — სპილენძი, ბოქსიტი, რკინის საბადო, მარმარილო და დეფიციტური ლითიუმი. არის ოქროც. ეს ყველაფერი რამდენიმე ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. ბევრი საბადო ჯერ კიდევ ხელუხლებელია. მათ, რომლებიც ბოევიკების ხელში აღმოჩნდა, წელიწადში 460 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს. The Financial Times-ის ცნობით, მყიდველები ძირითადად კერძო კომპანიები არიან ჩინეთიდან, პაკისტანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
მაისში გაერომ განაცხადა, რომ თალიბანის წლიური შემოსავალი $300 მილიონიდან $1,6 მილიარდამდეა. მათ შარშან 160 მილიონი მხოლოდ გადასახადების სახით მოკრიბეს. ისლამისტებმა დაიპყრეს პროვინციები, გაანადგურეს ადგილობრივი ხაზინა, მიითვისეს იარაღი და ჯავშანტექნიკა, ასევე აიღეს ფული ბიზნესისა და მოსახლეობისგან.
შემოიღეს 10-პროცენტიანი გადასახადი და კომუნალური გადასახადები (წელიწადში ორი მილიონი მხოლოდ ელექტროენერგიას მოჰქონდა), მოითხოვეს ხარკი საქონლის ტრანზიტისთვის და ცდილობდნენ რაიმე ბიზნესში ჩართვას. ცალკე პუნქტია საწვავის, სიგარეტის, საკვების, მედიკამენტების, პირველადი საჭიროების საგნების მიწოდებები.
გარდა ამისა, თალიბებს უცხოეთიდანაც ეხმარებიან. როგორც BBC News-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი შედის სპარსეთის ყურის ქვეყნების კერძო სპონსორებისგან — საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და კატარიდან.
„თალიბანმა“ ააშენა ფინანსური იმპერია, მაგრამ ყველაფერი შეირყევა, როდესაც ისინი მთავრობას ჩაუდგებიან სათავეში“, — პროგნოზირებდა დასავლური მასმედია. ასეც მოხდა. ისლამისტები, რომლებიც მანამდე ექსკლუზიურად მუშაობდნენ „შავი ეკონომიკის“ სექტორში, უკვე გადააწყდნენ პირველ სირთულეებს.
მოსახლეობა, რომელსაც არ სჯერა ახალი მთავრობის დაპირებებისა, ბანკებს მიაწყდა დანაზოგის გასატანად, ამბობენ Bloomberg-ის კორესპონდენტები, რომლებიც ქაბულში მუშაობენ. ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ბანკომატებში ნაღდი ფული იწურება, ფასები მაღლა იწევს, ფქვილი და ზეთი მესამედით გაძვირდა. ქუჩები დაცარიელებულია, აფთიაქების უმეტესობა დაკეტილია.
„საბანკო სისტემა პარალიზებულია. ავღანეთი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. მათ გააქვთ 870 მილიონი დოლარის საქონელი და შეაქვთ 8,6 მილიარდი დოლარის იმპორტი. „თალიბანს“ ახლა სჭირდება ხალხის გამოკვება, სახელმწიფო აპარატის შენარჩუნება“, — ამბობს თანამედროვე ავღანეთის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი ომარ ნესარი.
მთავრობის ხარჯების 75%, როგორც წესი, საერთაშორისო დახმარებით იფარებოდა. ქაბული 4 მილიარდ დოლარზე მეტს იღებდა წელიწადში. ამიერიდან ამის იმედი აღარ არსებობს.
ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის აჯმალ აჰმადის თქმით, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, წინა ხელისუფლების მიერ დაგროვილი სახსრების უმეტესობა რესპუბლიკის გარეთაა. 9 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვიდან 7 მილიარდი შეერთებულ შტატებში ინახება. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ აქტივების გაყინვას გეგმავს.
ავღანეთს ინფლაციის ნახტომისებური ზრდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და სიღარიბის ზრდა ემუქრება. თუ ახალი მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებას ვერ მიაღწევს, იზოლაცია გარდაუვალი იქნება. მაგრამ ომარ ნესარს მიაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნები მალე დაიწყებენ დიალოგს თალიბებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეჟიმს შემოსავლის ახალი წყაროები შეიძლება გაუჩნდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს