https://sputnik-georgia.com/20210831/talibani-srulad-akontrolebs-qabulis-aeroports-259168369.html
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
Sputnik საქართველო
ამერიკელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ავღანეთში დატოვებული სამხედრო აღჭურვილობა და გამოუსადეგარი გახადეს როგორც აეროპორტის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა... 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T10:57+0400
2021-08-31T10:57+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259165532_0:200:2549:1634_1920x0_80_0_0_dc5a08779656f6e0b9918540b1656bc3.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბოლო წარმომადგენელმა ავღანეთის ტერიტორია 31 აგვისტოს ღამით დატოვა, იუწყება ტელეარხი „ალ ჯაზირა“.არხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქაბულის აეროპორტს სრულად აკონტროლებს მოძრაობა „თალიბანი“.აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ ბრიფინგი გამართა, სადაც ავღანეთის თემაზე გააკეთა განმარტებები.მისი თქმით, ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ იწყება დიპლომატიური მოლაპარაკებების ფაზა.ამასთან მაკენზიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული მხარე გამოწვევებს ხედავს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ და არა „თალიბანისგან“.მაკენზის თქმით, აშშ ფლობს ქაბულის ხელისუფლებაზე „ზეწოლის ბერკეტების ფართო სპექტრს“, რომლებსაც, მისი აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აუცილებლად სრულად აამოქმედებს.ამასთან გენერალმა განმარტა, რომ ამერიკელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ავღანეთში დატოვებული სამხედრო აღჭურვილობა და გამოუსადეგარი გახადეს როგორც აეროპორტის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ისე 26 სამხედრო ავტომობილი და 73 თვითმფრინავი.„თალიბანის“ წარმომადგენელმა უკვე დაუდასტურა სააგენტო РИА Новости-ს, რომ ქაბულის აეროპორტში აღჭურვილობა ნამდვილად დაზიანებულია.
https://sputnik-georgia.com/20210828/seertebulma-statebma-avranetsi-isis-is-boevikebze-sahaero-dartyma-miitana-258722297.html
აშშ
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259165532_59:203:2519:2048_1920x0_80_0_0_1bc6a60b95fde67f703faa24450dcead.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
10:57 31.08.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) ამერიკელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ავღანეთში დატოვებული სამხედრო აღჭურვილობა და გამოუსადეგარი გახადეს როგორც აეროპორტის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ისე 26 სამხედრო ავტომობილი და 73 თვითმფრინავი.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბოლო წარმომადგენელმა ავღანეთის ტერიტორია 31 აგვისტოს ღამით დატოვა, იუწყება ტელეარხი „ალ ჯაზირა“.
არხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქაბულის აეროპორტს სრულად აკონტროლებს მოძრაობა „თალიბანი“.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ ბრიფინგი გამართა, სადაც ავღანეთის თემაზე გააკეთა განმარტებები.
მისი თქმით, ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ იწყება დიპლომატიური მოლაპარაკებების ფაზა.
„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან აგრესიული მოლაპარაკებების წარმოება მოგვიწევს, რათა ჩვენი ავღანელი პარტნიორებიც გამოვიყვანოთ იქიდან“, — აღნიშნა გენერალმა.
ამასთან მაკენზიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული მხარე გამოწვევებს ხედავს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ და არა „თალიბანისგან“.
მაკენზის თქმით, აშშ ფლობს ქაბულის ხელისუფლებაზე „ზეწოლის ბერკეტების ფართო სპექტრს“, რომლებსაც, მისი აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აუცილებლად სრულად აამოქმედებს.
ამასთან გენერალმა განმარტა, რომ ამერიკელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს ავღანეთში დატოვებული სამხედრო აღჭურვილობა და გამოუსადეგარი გახადეს როგორც აეროპორტის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, ისე 26 სამხედრო ავტომობილი და 73 თვითმფრინავი.
„თალიბანის“ წარმომადგენელმა უკვე დაუდასტურა სააგენტო
РИА Новости-ს, რომ ქაბულის აეროპორტში აღჭურვილობა ნამდვილად დაზიანებულია.