https://sputnik-georgia.com/20230720/eraysi-svedetis-saelcos-cecxli-waukides-279776306.html
შეტევა დიპლომატიურ მისიაზე: ერაყელებმა საელჩოს ცეცხლი წაუკიდეს - ვიდეო
შეტევა დიპლომატიურ მისიაზე: ერაყელებმა საელჩოს ცეცხლი წაუკიდეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრში მდებარე შვედეთის საელჩოს ასობით ადამიანმა შეუტია, მის ტერიტორიზე შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა... 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T11:01+0400
2023-07-20T11:01+0400
2023-07-20T17:12+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
შვედეთი
ერაყი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/14/279776140_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_db36387b9b2d20a4392227e151955358.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრში მდებარე შვედეთის საელჩოს ასობით ადამიანმა შეუტია, მის ტერიტორიზე შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა შენობას ყურანის დაწვის მორიგი აქციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, იუწყება სააგენტო Reuters.როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.შვედურმა საგარეო უწყებამ დაგმო თავდასხმა და ხაზი გაუსვა ერაყის ხელისუფლების მიერ დიპლომატიური მისიების დაცვის აუცილებლობას.გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაცია შიიტი სასულიერო პირის მუქთადა სადრის მომხრეებმა შეკრიბეს მას შემდეგ, რაც შვედეთში ყურანის დაწვის მორიგი აქცია დაიგეგმა.აქციის მონაწილეებმა ხუთშაბათს, ღამის 01:00 საათზე დაიწყეს საელჩოს წინ თავმოყრა, სადაც სადრის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ერთი საათის შემდეგ კი საელჩოს შენობის შტურმი დაიწყეს.მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტოკჰოლმის პოლიცია დაეთანხმა აქციის შესახებ შესულ განაცხადს, რომელიც ხუთშაბათს შვედეთში ერაყის საელჩოსთან აქციის გამართვას ითვალისწინებს. გავრცელებული ცნობით, აქციისას ყურანისა და ერაყის დროშის დაწვა იგეგმება.მანამდე შვედეთში სხვადასხვა საბაბით უკვე რამდენჯერმე გაიმართა მსგავსი აქცია, რა დროსაც მუსლიმთა წმინდა წიგნი დაწვეს. ამან მუსლიმანური სამყაროს დიდი აღშფოთება გამოიწვია, რასაც საბოლოო შედეგად ბაღდადში ქვეყნის საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა.ამ მოვლენების ფონზე შვედეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ყურანის ან სხვა წმინდა წიგნების დაწვის კანონიერად აკრძალვის შესახებ საკითხის განხილვა.წყარო: Reuters
შვედეთი
ერაყი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/14/279776140_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a6443b1b93fe3ed6aecb95c03c531ae1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, შვედეთი, ერაყი , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, შვედეთი, ერაყი , პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრში მდებარე შვედეთის საელჩოს ასობით ადამიანმა შეუტია, მის ტერიტორიზე შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა შენობას ყურანის დაწვის მორიგი აქციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, იუწყება სააგენტო Reuters.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნეს, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
შვედურმა საგარეო უწყებამ დაგმო თავდასხმა და ხაზი გაუსვა ერაყის ხელისუფლების მიერ დიპლომატიური მისიების დაცვის აუცილებლობას.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაცია შიიტი სასულიერო პირის მუქთადა სადრის მომხრეებმა შეკრიბეს მას შემდეგ, რაც შვედეთში ყურანის დაწვის მორიგი აქცია დაიგეგმა.
აქციის მონაწილეებმა ხუთშაბათს, ღამის 01:00 საათზე დაიწყეს საელჩოს წინ თავმოყრა, სადაც სადრის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ერთი საათის შემდეგ კი საელჩოს შენობის შტურმი დაიწყეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტოკჰოლმის პოლიცია დაეთანხმა აქციის შესახებ შესულ განაცხადს, რომელიც ხუთშაბათს შვედეთში ერაყის საელჩოსთან აქციის გამართვას ითვალისწინებს. გავრცელებული ცნობით, აქციისას ყურანისა და ერაყის დროშის დაწვა იგეგმება.
მანამდე შვედეთში სხვადასხვა საბაბით უკვე რამდენჯერმე გაიმართა მსგავსი აქცია, რა დროსაც მუსლიმთა წმინდა წიგნი დაწვეს. ამან მუსლიმანური სამყაროს დიდი აღშფოთება გამოიწვია, რასაც საბოლოო შედეგად ბაღდადში ქვეყნის საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა.
ამ მოვლენების ფონზე შვედეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ყურანის ან სხვა წმინდა წიგნების დაწვის კანონიერად აკრძალვის შესახებ საკითხის განხილვა.