მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აღებულია: ცნობილია, ვინ შეუტია ამერიკულ სამხედრო ბაზას

© AFP / DELIL SOULEIMAN
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2024
გამოწერა
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. იორდანია-სირიის საზღვარზე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შიიტურმა მოძრაობა „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო, იუწყება The Washington Post დაჯგუფების ხელმძღვანელობაში არსებულ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული მოძრაობა რამდენიმე შიიტურ დაჯგუფებას აერთიანებს.
„თუ აშშ ისრაელის მხარდაჭერას განაგრძობს, ესკალაცია გაგრძელდება. აშშ-ის ყველა ინტერესი რეგიონში ჩვენი ლეგიტიმური სამიზნეებია. ჩვენ არ გვაღელვებს შეერთებული შტატების საპასუხო მუქარები“, − განუცხადა გაზეთს მოძრაობის წარმომადგენელმა.
28 იანვარს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროირანული ჯგუფების მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 34 ამერიკელი სამხედრო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერმხარდაჭერილიბოევიკები დაადანაშაულა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ფორმირებების წინააღმდეგ საპასუხი ზომებს აშშ „საჭირო დროსა და შესაფერის ადგილზე“ მიიღებს.
არ გამოტოვოთ: აშშ ირანის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციაზე მუშაობს
ამასთან ირანი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს და აცხადებს, რომ აშშ-ის ბრალდებები უსაფუძვლოა, ხოლო „ირანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამეორება არის იმათი შეთქმულება, ვინც დაინტერესებულია, რომ შეერთებული შტატები ხელახლა ჩაითრიოს რეგიონის კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის მიზნით, რათა თავისი შიდა პრობლემები დამალოს“. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, თეირანის წინააღმდეგ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების შედეგებზე პასუხისმგებლობა მათ გამხმოვანებლებს ეკისრება.
ყველა ახალი ამბავი
0