https://sputnik-georgia.com/20240129/bloomberg-ass-irani-285953347.html
Bloomberg: აშშ ირანის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციაზე მუშაობს
Bloomberg: აშშ ირანის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, 34 კი დაიჭრა, „უფრო ძლიერი პასუხი“... 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T10:54+0400
2024-01-29T10:54+0400
2024-01-29T10:54+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ირანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281113027_0:847:1200:1522_1920x0_80_0_0_31d838dc8ffad6d5be4663e3e76126db.jpg
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, 34 კი დაიჭრა, „უფრო ძლიერი პასუხი“ მოჰყვება შეერთებული შტატებისგან, ვიდრე ისრაელზე ჰამასის თავდასხმას მოჰყვა, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.ერთ-ერთი ანონიმი წყაროს თქმით, შტატებში უკვე სწავლობენ რეაგირების შესაძლო ვარიანტებს, რომელთა შორის მან ირანის წინააღმდეგ „საიდუმლო“ ოპერაციაც დაასახელა.როგორც წყარომ აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყან, თუმცა ვაშინგტონი ამ კამპანიაში მონიწილეობის თაობაზე არ განაცხადებს.ამასთან Bloomberg ხაზს უსვამს, რომ ჯო ბაიდენი ახლა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, ვინაიდან აშშ-ის პასუხს, როგორიც უნდა იყოს იგი, შეუძლია უფრო გაამწვავოს დაპირისპირება ვაშინგტონსა და თეირანს შორის.იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს მოხდა. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, ბაზას დრონებით შეუტიეს, რა დროსაც სამი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 34 დაშავდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები დაადანაშაულა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ირანი შეტევაში მონაწილეობას უარყოფს.წყარო: Bloomberg
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0a/281113027_0:734:1200:1634_1920x0_80_0_0_be7b81c39fb0cc61c6e21cd378971292.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ირანი , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ირანი , პოლიტიკა
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, 34 კი დაიჭრა, „უფრო ძლიერი პასუხი“ მოჰყვება შეერთებული შტატებისგან, ვიდრე ისრაელზე ჰამასის თავდასხმას მოჰყვა, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი ანონიმი წყაროს თქმით, შტატებში უკვე სწავლობენ რეაგირების შესაძლო ვარიანტებს, რომელთა შორის მან ირანის წინააღმდეგ „საიდუმლო“ ოპერაციაც დაასახელა.
როგორც წყარომ აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყან, თუმცა ვაშინგტონი ამ კამპანიაში მონიწილეობის თაობაზე არ განაცხადებს.
ამასთან Bloomberg ხაზს უსვამს, რომ ჯო ბაიდენი ახლა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, ვინაიდან აშშ-ის პასუხს, როგორიც უნდა იყოს იგი, შეუძლია უფრო გაამწვავოს დაპირისპირება ვაშინგტონსა და თეირანს შორის.
იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს მოხდა. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, ბაზას დრონებით შეუტიეს, რა დროსაც სამი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 34 დაშავდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები დაადანაშაულა, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ირანი შეტევაში მონაწილეობას უარყოფს.