https://sputnik-georgia.com/20231107/tavdasxmebi-amerikul-jarebze-284036266.html
თავდასხმები ამერიკულ ჯარებზე: პენტაგონმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა
თავდასხმები ამერიკულ ჯარებზე: პენტაგონმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე 17 ოქტომბრის შემდეგ 38 შეტევა განხორციელდა, განაცხადა პენტაგონში... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T14:30+0400
2023-11-07T14:30+0400
2023-11-07T14:30+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
აშშ
პენტაგონი
პოლიტიკა
სირია
ერაყი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23718/59/237185946_0:401:2610:1869_1920x0_80_0_0_f862c07e5045f169dcdfaeddd36a1fa5.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე 17 ოქტომბრის შემდეგ 38 შეტევა განხორციელდა, განაცხადა პენტაგონში გამართულ ბრიფიგზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პეტ რაიდერმა.მისი თქმით, თავდასხმების უმეტესობას, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები ახორციელებდნენ რაკეტებითა და დრონებით. ასეთები არიან ღაზაში მოქმედი ჰამასი და ლიბანში მოქმედი ჰესბოლა.რაიდერის განმარტებით, თავდასხმების შედეგად დაჭრილია 45 ამერიკელი სამხედრო. აქედან 24-ს ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნება.როგორც რაიდერმა აღნიშნა. ამ დროისათვის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ოთხი ძირითადი მიზანი აქვს. ესენია:მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს დაუშვას კონფლიქტის შემდგომი გამწვავება, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ლიბანსა და იემენში ირანის მარიონეტი „ჰესბოლა“ და ჰუსიტები გააქტიურდნენ, რომლებიც რაკეტებითა და დრონებით ცხრილავენ ისრაელს, ხოლო ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები სირიასა და ერაყში განთავსებულ ამერიკულ ჯარებს ესხმიან თავს, რასაც შეერთებულმა შტატები ავიაშეტევებით პასუხობს.
აშშ
ერაყი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23718/59/237185946_51:0:2543:1869_1920x0_80_0_0_327cc7e1fea1bd223567c2d2fccf56de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , პენტაგონი, პოლიტიკა, სირია, ერაყი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , პენტაგონი, პოლიტიკა, სირია, ერაყი
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე 17 ოქტომბრის შემდეგ 38 შეტევა განხორციელდა, განაცხადა პენტაგონში გამართულ ბრიფიგზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალმა პეტ რაიდერმა.
მისი თქმით, თავდასხმების უმეტესობას, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები ახორციელებდნენ რაკეტებითა და დრონებით. ასეთები არიან ღაზაში მოქმედი ჰამასი და ლიბანში მოქმედი ჰესბოლა.
რაიდერის განმარტებით, თავდასხმების შედეგად დაჭრილია 45 ამერიკელი სამხედრო. აქედან 24-ს ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნება.
როგორც რაიდერმა აღნიშნა. ამ დროისათვის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ოთხი ძირითადი მიზანი აქვს. ესენია:
რეგიონში აშშ-ის ძალებისდა მოქალაქეების დაცვა;
ისრაელისთვის „კრიტიკული დახმარების გაწევა“ ჰამასისგან თავდაცვაში;
ისრაელის დახმარება მძევლებისგათავისუფლებაში;
საკუთარი „ძალოვანი პოზიციის“ გაძლიერება რეგიონში, რათა თავიდან აიცილოსკრიზისის ღაზის ფარგლებს გარეთ გასვლა.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ სურს დაუშვას კონფლიქტის შემდგომი გამწვავება, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ლიბანსა და იემენში ირანის მარიონეტი „ჰესბოლა“ და ჰუსიტები გააქტიურდნენ, რომლებიც რაკეტებითა და დრონებით ცხრილავენ ისრაელს, ხოლო ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები სირიასა და ერაყში განთავსებულ ამერიკულ ჯარებს ესხმიან თავს, რასაც შეერთებულმა შტატები ავიაშეტევებით პასუხობს.