მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პასუხი ტერაქტებზე: ირანმა სირიასა და ერაყს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - ვიდეო

© Пресс-служба Минобороны РФ / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა სირიაში ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების პოზიციებს და მეთაურთა შეკრების ადგილები გაანადგურა, იუწყება Al Jazeera.
გავრცელებული ცნობით, IRGC-ის ეს შეტევა იყო პასუხი იმ ტერორისტულ თავდასხმებზე, რომლების ირანის ქალაქ ქერმანში მოხდა გენერალ ქასემ სულეიმანის საფლავთან, და რომლებზე პასუხისმგებლობაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
„გუშაგთა კორპუსმა გამოავლინა და გაანადგურა მათი მეთაურებისა და ძირითადი ელემენტების თავშეყრის ადგილები ბალისტიკური რაკეტების სერიით, რაც ირანში ბოლოდროინდელ ტერორისტულ სისასტიკეებზე პასუხი იყო“, — ნათქვამია IRGC-ს განცხადებაში.
გარდა ამისა, IRGC-მა ასევე შეუტია ერაყში ამერიკულ ობიექტებს — საკონსულოს და სამხედრო ბაზებს ქალაქ ერბილში. როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმისას დაიღუპა და დაშავდა ხუთი ადამიანი. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, მათ შორის არიან ქურთი მილიონერი ფეშრაუ დიზაი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი. ამერიკელი სამხედროები არ დაზარალებულან.
წყარო: Al Jazeera
ყველა ახალი ამბავი
0