https://sputnik-georgia.com/20211108/erayis-premierma-tavdamsxmelebis-vinaoba-icis-261865584.html
„მალე დავასახელებთ“: ერაყის პრემიერისთვის მასზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია
„მალე დავასახელებთ“: ერაყის პრემიერისთვის მასზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გუშინდელი თავდასხმის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზემიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია მასზე... 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T09:57+0400
2021-11-08T09:57+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
ერაყი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22936/82/229368200_0:165:3052:1882_1920x0_80_0_0_e944d61ff9285f76d6827797ff0ab8af.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გუშინდელი თავდასხმის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზემიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია მასზე თავდასხმის ორგანიზატორების ვინაობა. ამის შესახებ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.ალ-ქაზემის თქმით, ერაყში არსებობენ დემოკრატიული გარდაქმნებითა და კორუფციასთან ბრძოლით უკმაყოფილო გარკვეული ძალები, რომლებსაც ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება ჩაეძირათ „ქვეყანა რეგიონულ ომში“.„ჩვენ შევძელით ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციონერებთან და ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს დაუსხლტეს სასჯელს“, — აღნიშნა პრემიერმა.ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზემიზე თავდასხმა შაბათ-კვირის ღამით მოხდა. პრემიერის რეზიდენციას, რომელიც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარეობს უცხოეთის საელჩოებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მეზობლად, დანაღმული დრონებით შეუტიეს. ალ-ქაზემი არ დაშავებულა, რის თაობაზეც თავად დაწერა Twitter-ზე.ტელეარხ Al Arabiya-ს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ბაღდადის ჩრდილოეთი გარეუბნიდანაა გაშვებული, რომელიც დაახლოებით ათი კილომეტრითაა დაშორებული „მწვანე ზონას“. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.
ერაყი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22936/82/229368200_162:0:2891:2047_1920x0_80_0_0_33f25639690d039497c7650048cf7418.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ერაყი , მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, ერაყი , მსოფლიოს ახალი ამბები
„მალე დავასახელებთ“: ერაყის პრემიერისთვის მასზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია
09:57 08.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გუშინდელი თავდასხმის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზემიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია მასზე თავდასხმის ორგანიზატორების ვინაობა. ამის შესახებ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვდევნით მათ, ვინც გუშინდელი დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ მათ და მალე გავამხელთ მათ სახელებს. <...> ეს ის ხალხია, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა ბანდიტურ სახელმწიფოდ გადააქციოს, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ“, — ნათქვამია ალ-ქაზემის განცხადებაში, რომელსაც ერაყის პრემიერის კანცელარია აქვეყნებს საკუთარ Twitter-ზე.
ალ-ქაზემის თქმით, ერაყში არსებობენ დემოკრატიული გარდაქმნებითა და კორუფციასთან ბრძოლით უკმაყოფილო გარკვეული ძალები, რომლებსაც ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება ჩაეძირათ „ქვეყანა რეგიონულ ომში“.
„ჩვენ შევძელით ერაყში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციონერებთან და ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს დაუსხლტეს სასჯელს“, — აღნიშნა პრემიერმა.
ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზემიზე თავდასხმა შაბათ-კვირის ღამით მოხდა. პრემიერის რეზიდენციას, რომელიც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მდებარეობს უცხოეთის საელჩოებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მეზობლად, დანაღმული დრონებით შეუტიეს. ალ-ქაზემი არ დაშავებულა, რის თაობაზეც თავად დაწერა Twitter-ზე.
ტელეარხ
Al Arabiya-ს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ბაღდადის ჩრდილოეთი გარეუბნიდანაა გაშვებული, რომელიც დაახლოებით ათი კილომეტრითაა დაშორებული „მწვანე ზონას“. თავდასხმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.