მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვალდებულება არ შეასრულეს: ერდოღანი რუსეთს ადანაშაულებს

© AP Photo / Manu Fernandez
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ არ შეასრულა 2019 წლის შეთანხმება, რომელიც სირიის რეგიონების ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდის ვალდებულებას ითვალისწინებს.

„რუსულ მხარესთან გვაქვს 2019 წლის სოჭის შეთანხმება. ისინი პასუხისმგებელი არიან ტერორისტებისგან რეგიონის გაწმენდაზე. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევახსენეთ ამის შესახებ, მათ ეს არ გააკეთეს და არც აკეთებენ. ჩვენ ვთქვით, რომ არ გავჩუმდებოდით და ნაბიჯებს გადავდგამდით იქ ტერორისტების წინააღმდეგ, თუ ისინი ამის გაკეთებას თავად ვერ შეძლებდნენ“, — უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, როდესაც კატარიდან ბრუნდებოდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2019 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების 10-პუნქტიან მემორანდუმს, რომლის თანახმად, თურქეთის საზღვარზე სირიის მხრიდან რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფები უნდა განთავსებულიყო. ამას სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში შეიარაღებული ქურთული რაზმების გაყვანისთვის უნდა შეეწყო ხელი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მაშინ განაცხადა, რომ ქურთების გაყვანა ვადაზე ადრე დასრულდა. ამის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება დაიწყო.
ანკარამ კვირას საჰაერო ოპერაცია ჩაატარა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) სირიის ფრთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში. დარტყმები განხორციელდა ქალაქ კობანზე, ასევე ჩრდილოეთ ერაყზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ოპერაციას წარმატებული უწოდა და არ გამორიცხა, რომ მას სახმელეთო ოპერაცია მოჰყვეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის თქმით, სირიასა და ერაყში ოპერაციების ორ დღეში 184 ბოევიკია ლიკვიდირებული.
ყველა ახალი ამბავი
0