https://sputnik-georgia.com/20220420/erdoranma-eraysi-samxedro-operaciis-miznebi-ganmarta-266121968.html
ერდოღანმა ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზნები განმარტა
ერდოღანმა ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზნები განმარტა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თურქეთი არ ისახავს მიზნად ერაყში სამხედრო ოპერაციის დროს ახალი ტერიტორიების მოპოვებას, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ... 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T16:27+0400
2022-04-20T16:27+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ერაყი
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265043058_0:0:3449:1941_1920x0_80_0_0_f1399fc02441c3a8b8bfac702a26e179.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თურქეთი არ ისახავს მიზნად ერაყში სამხედრო ოპერაციის დროს ახალი ტერიტორიების მოპოვებას, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.მისი თქმით, თურქეთი სამხედრო ოპერაციას, რომელიც 18 აპრილს დაიწყო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში, ტერორიზმთან ბრძოლისა და საზღვრების დაცვის მიზნით ატარებს.პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციამ ტერორისტულ ორგანიზაციებს თურქეთის შიგნით მოქმედების შესაძლებლობა წაართვა.გუშინ, 19 აპრილს, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში PKK-ს დაახლოებით 25 მებრძოლი განეიტრალდა. როგორც ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აჰმედ ალ-საჰაფმა აღნიშნა, ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის ქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) თურქეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ანკარამ PKK-სთან შეიარაღებული კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო, რომელიც შემდეგ 2015 წელს განახლდა.
თურქეთი
ერაყი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265043058_73:0:2802:2047_1920x0_80_0_0_4546c84b8ac7a493c8178a6cd2f8b53d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ერაყი , კონფლიქტები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ერაყი , კონფლიქტები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ერდოღანმა ერაყში თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზნები განმარტა
16:27 20.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თურქეთი არ ისახავს მიზნად ერაყში სამხედრო ოპერაციის დროს ახალი ტერიტორიების მოპოვებას, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთი სამხედრო ოპერაციას, რომელიც 18 აპრილს დაიწყო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში, ტერორიზმთან ბრძოლისა და საზღვრების დაცვის მიზნით ატარებს.
„ამ ოპერაციის მიზანია ერაყის მიწების ტერორისტული ორგანიზაციისგან გათავისუფლება და ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების გარანტია“, — განაცხადა ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას.
პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციამ ტერორისტულ ორგანიზაციებს თურქეთის შიგნით მოქმედების შესაძლებლობა წაართვა.
გუშინ, 19 აპრილს, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში PKK-ს დაახლოებით 25 მებრძოლი განეიტრალდა. როგორც ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აჰმედ ალ-საჰაფმა აღნიშნა, ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის ქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს.
ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) თურქეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ანკარამ PKK-სთან შეიარაღებული კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო, რომელიც შემდეგ 2015 წელს განახლდა.