ლავრენტიევი: აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას გააჭიანურებს

© AP Photo / HADI MIZBAN
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2024
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. შეერთებული შტატები ყველანაირად შეაფერხებს ერაყიდან ჯარების გაყვანას, თუმცა, როგორც კი ერაყიდან გავლენ, სირიასაც დატოვებენ, განაცხადა სირიაში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლავრენტიევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
მანამდე ერაყის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულ მხარესთან სამხედრო კომისიის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც საერთაშორისო კოალიციის ჯარების ერაყის ტერიტორიიდან გაყვანის თარიღებს განსაზღვრავს, წარმატებით დასრულდა.
„ვფიქრობ, ამერიკელები ამ საკითხის გადაწყვეტას ყველანაირად გააჭიანურებენ, რადგან ამ მომენტისთვის ამისთვის მზად არ არიან. <...> ერაყიდან ჯარების გაყვანას კი უდავოდ მოჰყვება ჯარების გაყვანა სირიიდანაც, რადგან ერაყის ტერიტორიის გამოყენების გარეშე სირიაში ლოგისტიკის შენარჩუნება და სამხედრო კონტინგენტის შენახვა შეუძლებელი იქნება“, − განაცხადა ლავრენტიევმა“.
სამხედრო კომისიის შექმნაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ალიანსის კონტინგენტი თანდათან შემცირდება, ვინაიდან ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდება და ბაღდადი „კოალიციის ქვეყნებთან თანასწორუფლებიანი ორმხრივი ურთიერთობების აგებას შეუდგება“ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0